ჭდე: დეკლან რაისი

Home დეკლან რაისი
ტუხელი ხალხს დაასვენებს
ჩანაწერი

ტუხელი ხალხს დაასვენებს

ინგლისის ნაკრების გერმანელმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა გულშემატკივარს სიმშვიდისკენ მოუწოდა. შაბათს L ჯგუფის ბოლო შეხვედრაში პანამის წინააღმდეგ, რომელიც ნიუ ჯერსიში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ უნდა გაიმართოს, ის შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. ტუხელი: „ზოგი ფეხბურთელი დაიღალა, ამიტომაც როტაციას არ მოვერიდები“. პირველი, ვის დასვენებაზეც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ არის არსენალელი დეკლან რაისი. მას ბარძაყის კუნთი აწუხებს. სამშაბათს განასთან 0:0-ის შემდეგ მან მოედანი...

იტალიელი ბებიის გოლი ინგლისის ნაკრების კარში
ჩანაწერი

იტალიელი ბებიის გოლი ინგლისის ნაკრების კარში

იტალიის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი ინგლისთან 1:2 წაგებით დაიწყო. ნეაპოლში „დიეგო მარადონაზე” გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში სტუმრებმა დეკლან რაისმა და ჰარი კეინმა ინგლისი დააწინაურეს 2:0. კეინმა პენალტი გაიტანა. თერთმეტმეტრიანი VAR-ის მითითებით დაინიშნა. „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვედრია. მეორე ტაიმის მე-11 წუთზე მატეო რეტეგიმ ლორენცო პელეგრინის პასით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ამან...

შენ ქრთამი გექნება აღებულიო
ჩანაწერი

შენ ქრთამი გექნება აღებულიო

დეკლან რაისი „ვესტ ჰემის” მომდევნო ორ ევროთამაშს გამოტოვებს. ლონდონელთა კაპიტანი დასჯილია, რადგან „აინტრახტთან” შეხვედრის დროს მსაჯს უთხრა შენ ალბათ მოსყიდული ხარო. „რა საცოდაობაა. მთელს თამაშს ასე სჯი. როგორ ახერხებ ასე ცუდად მსაჯობას? მართლა, f****** მოქრთამული იქნები. ეს f****** კორუფციაა”, — უთქვამს ფეხბურთელს. „ჩაქუჩები” ევროლიგაში გამოდიოდნენ, სადაც ნახევარფინალს მიაღწიეს, ოღონდ იქ ფრანკფურტის გუნდს შეხვდნენ, რომელმაც ინგლისში...

ბოთლი თავში, წიწაკა თვალებში
ჩანაწერი

ბოთლი თავში, წიწაკა თვალებში

„ვესტ ჰემი” 1981 წლის შემდეგ — თბილისის „დინამოსთან” რომ წააგო — ევროთასის მეოთხედფინალში არ ყოფილა. ახლა, ნახევარფინალშია. ოღონდ, ლიონში გადარჩენისთვის ფრანგული პოლიციის დახმარება დასჭირდა. ლონდონელებმა 3:0 მოიგეს. ორი შეხვედრის ჯამში 4:1. პოლიციელებს საფინალო სასტვენის შემდეგ აბობოქრებული გულშემატკივრებისთვის წიწაკის აეროზოლის მისხმაც კი დასჭირდათ. დეკლან რაისს, რომელმაც „ჩაქუჩების” სამი გოლიდან მეორე გაიტანა, 90-ე წუთზე ტრიბუნიდან ბოთლები დააყარეს....

ეს ინგლისია…
ჩანაწერი

ეს ინგლისია…

მეექვსელიგელის დრამა „ვესტ ჰემმა“ ინგლისის თასის მერვედფინალის საგზური სასწაულში მოიპოვა. რანგით მეექვსე ლიგის გუნდ „კიდერმინსტერთან“ 91-ე წუთამდე აგებდა და დეკლან რაისმა გაათანაბრა, ხოლო 120-ე წუთზე ჯაროდ ბოუენმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ასე მოიგო დევიდ მოიესის გუნდმა 2:1… ძალიან შეგვეცოდა „კიდერმინსტერი“. მოედანზე იტირეს. წარმოიდგინეთ, მეექვსელიგელი რომ ასეთ დღეში აგდებს ქვეყნის მეექვსე-მეშვიდე გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გასასვლელად იბრძვის....

უზარმაზარი შეთავაზება
ჩანაწერი

უზარმაზარი შეთავაზება

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოლ პოგბას უზარმაზარი ხელფასი, კვირაში 500 000 გირვანქა შესთავაზა. ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ის უკვე დაეძებს ახალ კლუბს მთელს ევროპაში. 28 წლის ნახევარმცველის გადაბირებით დაინტერესებულები არიან „პარი სენ ჟერმენი“, „რეალი“ და მისი ყოფილი კლუბი „იუვენტუსი“. როგორც ინგლისური მედია წერს, ფეხბურთელს ჯერ არ გადაუწყვეტია საით მიუწევს გული. „იუნაიტედში“ შიშობენ, რომ პოგბა მართლა...

უემბლიდან პირდაპირ ლას ვეგასში
ჩანაწერი

უემბლიდან პირდაპირ ლას ვეგასში

თუ ხვალ ევრო 2020-ის ფინალში გაიმარჯვებენ, ინგლისელი ვარსკვლავები ლას ვეგასში აიწყვეტენ. „ლხინის ჭიას” ჯეკ გრილიშსა და მეკარე ჯორდან პიკფორდს ბიჭების აყოლიება ჰქონიათ გადაწყვეტილი.   ჯერჯერობით, გრილიშსა და პიკფორდს „კაზინოთა მექაში” მიჰყვებიან მეისონ მაუნტი, დეკლან რაისი, და ბენ ჩილუელი. ლას ვეგასისკენ გეზი უჭირავს გრილიშის ძმაკაცს, „ლესტერ სიტის” ნახევარმცველ ჯეიმს მედისონსაც. მათ, ამ წლის დასაწყისში უკვე მოასწრეს...

ცხოვრებაში ლუდი არ დაულევია
ჩანაწერი

ცხოვრებაში ლუდი არ დაულევია

დეკლან რაისი პირობას დებს, რომ თუ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდება, ცხოვრებაში პირველად დალევს ლუდს. კვირას ინგლისელები ხორვატიას ხვდებიან, „ვესტ ჰემის” ნახევარმცველმა კი თავისი ნათქვამით ყველაფერი დაჩრდილა. რაისმა თქვა: „იცით, რას გეტყვით? 22 წლის ვარ და ლუდი არ გამისინჯავს. ვფიცავ, სრული სიმართლეა. ხალხს უკვირს ამას რომ ვამბობ, მაგრამ ლუდის სუნი ისე მაღიზიანებს, რომ ახლოსაც არ...

იმ კვირაში წამსვლელ-დამრჩენებს ჩამოწერენ
ჩანაწერი

იმ კვირაში წამსვლელ-დამრჩენებს ჩამოწერენ

„მანჩესტერ იუნიტედის” ტექნიკური გუნდი მომავალ კვირაში ოლე გუნარ სულშერთან ერთად დაჯდება და წამსვლელ-დამრჩენი ფეხბურთელების სიას ჩამოწერს. რამდენიმე დღის წინ კლუბი მენეჯმენტის სტრუქტურაზე ჩამოყალიდბა — საფეხბურთო დირექტორად ჯონ მარტუფი, ხოლო ტექნიკურ დირექტორად ყოფილი ფეხბურთელი დარენ ფლეტჩერი დაინიშნა. სულშერთან ერთად თათბირზე მათ გარდა იქნებიან მეტ ჯაჯი, რომელიც გახლავთ საფეხბურთო მოლაპარაკებათა დირექტორი და ვიცე-თავმჯდომარე, მანჩესტერულ საქმეთა მთავარი დამტრიალებელი...

თვითიზოლაციის დამრღვევი
ჩანაწერი

თვითიზოლაციის დამრღვევი

ინგლისელმა ფეხბურთელებმა მეისონ მაუნტიმ და დეკლან რაისმა ხალხი გააბრაზეს — კორონავირუსის პანდემიის დროს მეგობრებთან ერთად საბურთაოდ და სალაღობოდ პარკში წავიდნენ. მაუნტი „ჩელსის” ფეხბურთელია და მას სავარაუდოდ კლუბი დააჯარიმებს. არის კიდეც დასასჯელი, რადგან დასავლეთ ლონდონელთა ფეხბურთელი კალუმ ჰადსონ-ოდოი COVID 19-ით არის ავად და შესაბამისად მთელ გუნდს თვითიზოლაციაში ყოფნა აქვს დავალებული. მაუნტი კიდევ 10 დღის განმავლობაში შინიდან...