
იტალიის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი ინგლისთან 1:2 წაგებით დაიწყო. ნეაპოლში „დიეგო მარადონაზე” გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში სტუმრებმა დეკლან რაისმა და ჰარი კეინმა ინგლისი დააწინაურეს 2:0. კეინმა პენალტი გაიტანა. თერთმეტმეტრიანი VAR-ის მითითებით დაინიშნა. „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვედრია.
მეორე ტაიმის მე-11 წუთზე მატეო რეტეგიმ ლორენცო პელეგრინის პასით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ამან იტალიელებს ვერ უშველა.
„გული მწყდება რომ დავმარცხდით, მაგრამ ძალიან მიხარია იტალიის ნაკრების მაისურით პირველი შეხვედრა რომ ჩავატარე. ამ ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელობა მეამაყება. რასაკვირველია, მერჩივნა მოგვეგო, მაგრამ არა უშავს. ახლა შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და შემდეგ შეხვედრაში გავიმარჯვოთ.
თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს. მათ გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობ, მიხარია ერთ-ერთი მათგანი რომ ვარ. პელეგრინიმ საუცხოო პასი მომაწოდა. მიხარია, გოლის გატანა რომ მოვახერხე”, — თქვა მატჩის შემდეგ ბუენოს აირესის სატელიტი ქალაქის ვიქტორიას „ტიგრეს” 23 წლის ფორვარდმა (ეკუთვნის „ბოკა ხუნიორსს”; „ტიგრეში” იჯარით არის), რომელიც 19 და 20 წლამდელთა ასაკში არგენტინის ნაკრებში თამაშობდა და 2018 წელს სამხრეთ ამერიკულ თამაშებშიც კი მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით, იტალიელი ბებიის (დედის დედა) გამო ის რობერტო მანჩინიმ „სკუადრა აძურაში” მიიწვია და ფეხბურთელიც დათანხმდა.
26 მარტს იტალია მალტაში თამაშობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
