იტალიის ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხედფინალში სტუმრად მოუგო ბელგიას 1:0 და A დონის ფლეი ოფში დაიბევა ადგილი. „სკუადრა აძურას’’ შედეგი მრავლისმეტყველია: ის ბელგიელთა წინააღმდეგ ზედიზედ 52 შეხვედრაში არ დამარცხებულა. გარდა ამისა, იტალიელებს ერთა ლიგაში 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მარცხი მხოლოდ ორჯერ უწვნევიათ. სტუმრებმა გამარჯვებას ამ დღესაც თავიდანვე ჩაუყარეს საფუძველი. ანგარიში „ნიუკასლ იუნაიტედის’’ ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ…
ჯოვანი დი ლორენცოს ჯერიც დადგა. აგენტ მარიო ჯიუფრედის პრეს-კონფერენციიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავად „ნაპოლის” კაპიტანი წარდგა ჟურნალისტების წინაშე და თქვა: „მიხარია ლაპარაკის შესაძლებლობა რომ მომეცა. აქამდე ჩუმად იმიტომ კი არ ვიყავი, რომ გაბედულება არ მყოფნიდა, არამედ გარემოებათა გამო არ ვიღებდი ხმას. ცუდი წლის მიწურულს ნერვიულობის პერიოდი მქონდა, მაგრამ დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ დიდი…
„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ დაპირებულ პრეს-კონფერენციაზე თავისი კლიენტისა და კლუბის ურთიერთობაზე ილაპარაკა. შესავალში მან თქვა, რომ დი ლორენცო „ნაპოლიში” რჩება. შემდეგ აგენტმა აღწერა ტრიუმფალური სეზონის შემდგომი პერიოდის სირთულეები, რომელსაც „აძურიში” მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ცვლილება დაემთხვა. ამ მიზეზების ერთობლიობამ განაპირობა ცუდი შედეგები. ჯამში ჩამოყალიბდა არასასურველი გარემო, რამაც მთლიანად გუნდზე და პირადად დი…
ჯოვანი დი ლორენცომ „ნაპოლის” ფანებს წერილით მიმართა, რომელშიც წერს, რომ ის არსად მიდის. „აძურის” კაპიტანი ამბობს, რომ ამ დღეებში ის შეხვდა ორივეს, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და მწვრთნელს ანტონიო კონტეს, რომელთაც დაარწმუნეს, რომ პრობლემები, რომლებიც მას გასულ სეზონში ჰქონდა, აღარ ექნება. იტალიურ Canale 8-ზე კი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ ფირფიტა გადმოატრილა და თქვა, არასდროს…
იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ალფრედო პედულამ „ნაპოლიში” შექმნილი მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა: „რაფა მარინის შეძენის საკითხი კვლავაც აქტუალურია, სამაგიეროდ ყოვნდება ალესანდრო ბონჯორნოს „ტორინოდან” გადაბირება. ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არაფერი გაირკვევა. ასევეა ყველა იმ ფეხბურთელთან დაკავშირებით, ვინც ევრო 2024-ში მონაწილეობს”, — თქვა პედულამ. „აძურისთან” დაკავშირებით მან აგრეთვე დასძინა: „რაც შეეხება ბელგიელი ცენტრთავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს ამბავს, მე…
„ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ესპანეთთან საშინლად ითამაშა, რითაც მთელი იტალიის ყურადღება მიიპყრო. „გაძეტა დელო სპორტმა” მარჯვენა მცველის საკითხს ანალიტიკური წერილი მიუძღვნა. სტატიის ავტორი ამბობს, რომ შეხვედრის მეხუთე წუთზე ესპანელებისთვის უკვე ნათელი იყო, რომელი ფრთიდან უნდა შეეტიათ. დი ლორენცო შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. კიეზა მას ვერ ეხმარებოდა. ნათლად გამოჩნდა, რომ „ნაპოლის” კაპიტანი დიდი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური…
„ნაპოლის” კაპიტანმა და იტალიის ნაკრების მცველმა ჯოვანი დი ლორენცომ გერმანიის ქალაქ იზელონში, „სკუადრა აძურას” ბანაკში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ეროვნულ გუნდსა და თავის მომავალზე ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს: „მშვიდად ვარ. ვემზადები ჩემს კარიერაში მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის, რაც ძალიან მახარებს. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელმაც გზა დაბლიდან გაიკვალა, ყველაფერი რაც ხდება მშვენიერია. ძალიან ამაყი ვარ. ევროპის ჩემპიონატი მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს, ამიტომ…
„ნაპოლის” კაპიტნისთვის ჯოვანი დი ლორენცოსთვის მნიშვნელოვანი დღეები დგას, წერს spazionapoli და ადასტურებს, რომ მარჯვენა მცველმა კლუბს ტრანსფერი მოსთხოვა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი თავგადასავალი „დიეგო მარადონაზე” დასრულებულია და ამიერიდან ახალ გუნდში აპირებს თამაშს. ეს ახალი გუნდი კი „იუვენტუსია”. ცნობილი გახდა, რომ დი ლორენცო ტურინულ კლუბს უკვე ელაპარაკა. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან „იუვეს” სპორტული დირექტორი კრისტიან ჯიუნტოლი…
ორი დღეა იტალიურ მედიაში აგენტი მარიო ჯიუფრედი გააქტიურდა. ამის მიზეზი გახლავთ „ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და მისი კონფლიქტი კლუბთან. Tele A-ს ეთერში ლაპარაკისას ჯიუფრედი „აძურის” თავკაცს ფრანჩესკო კალცონას გადასწვდა. მოგეხსენებათ, კალცონა „ნაპოლის” გარდა სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელიც არის და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მიყავს. სერია A-ს ბოლო შეხვედრაში, „ლეჩეს” წინააღმდეგ, კალცონამ დი ლორენცო შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე…
„ნაპოლისა” და ჯოვანი დი ლორენცოს შორის ყველაფერი დამთავრდა, — ასეთი სათაური ეწერა TV Play-ზე ფეხბურთელის აგენტის მარიო ჯიუფრედის ინტერვიუს. ჯიუფრედიმ თავისი კლიენტის შესახებ ღიად ილაპარაკა. „დი ლორენცო ისევე როგორ მისი ყველა თანაგუნდელი კლუბის ახალ სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას ესაუბრა. მათ გასულ და მომავალ სეზონებზე ილაპარაკეს. დი ლორენცომ დირექტორს პირდაპირ უთხრა, რომ კლუბისგან ნდობის შემცირებას გრძნობს….
როგორც იტალიური მედიიდან ირკვევა, „ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ კლუბს ტრანსფერი სთხოვა. ნეაპოლელი გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ მარჯვენა მცველი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არ იჩქარებს, ხოლო მერე, „ნაპოლის” კოშმარული სეზონი მეტ-ნაკლებად დავიწყებული იქნება. ქომაგებს უნდათ, რომ ტოსკანელმა (ტოსკანას დედაქალაქია ფლორენცია) ვარსკვლავმა „მარადონაზე” რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს. დი ლორენცოს კარიერული მონაგარი მართლა შთამბეჭდავია: 230-ზე მეტი…
„ნაპოლის” ჩაფლავებული სეზონის დასრულებამდე ერთი თამაშიღა რჩება. ახლა უკვე სასაცილოა იმ მიზნების გახსენება, რომლებსაც „პარტენოპეელები” სეზონის წინ ისახავდნენ. არადა, როდესაც აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელად ფრანგი რუდი გარსია დანიშნა, ჩაატარა კრება, რომელზეც ჩემპიონთა ლიგაში ბოლომდე გასვლაზე ილაპარაკა. შემდეგ რა მოხდა, ყველამ კარგად იცის. Tele A-ზე გადაცემა Tifosi Napoletani-ში „ნაპოლის” თავგადაკლულმა გულშემატკივარმა, სამი დეკადის განმავლობაში დაჯგუფება „კომანდო…
„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ TvPlay-ს ეთერით განმარტა, თუ რა ხდება მისი კლიენტის თავს, რატომ არ იყო ის „ფიორენტინასთან” შეხვედრაში მოედანზე და რამ გააბრაზა. „ჩვენ ვაპირებთ ვუჩივლოთ ჟურნალისტს, რომელმაც დი ლორენცოს მოწამვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ასეთი ტყუილებით ამ კაცმა ცეცხლს ნავთი დაასხა. წერილს რომ ვკითხულობდით ყბა ჩამოგვივარდა. იმ ხალხის წარმოსახვას, ვინც…
დღეს იტალიური, მეტადრე კი ნეაპოლური საიტები ახალმა ამბავმა მოიცვა: „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოსა და ბრაზილიელ მცველს ჟუან ჟესუსს ლამის ხელჩართული ჩხუბი გაუმართავთ. Campania Sport-ის გადაცემა Canale 21-ში გამოსვლის დროს ჟურნალისტმა უბერტო კიარელომ თქვა: „ჟესუსი და დი ლორენცო კინაღამ ხელით შეეხენ ერთმანეთს. საქმე ის არის, რომ ორიოდ დღის წინ ანდრე-მარკ ზამბო ანგისა და ვიქტორ ოსიმენი…
ბოლო დღეებში პრესაში გააქტიურდა საფეხბურთო აგენტი მარიო ჯიუფრედი, რომელმაც Canale 8-ის პროგრამა „ტერცო ტემპოში” ანუ მესამე ტაიმში ილაპარაკა. ის თავისი კლიენტების, უპირველეს ყოვლისა კი ჯოვანი დი ლორენცოს გარშემო შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. „გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა: „დღეიდან მოყოლებული სეზონის ბოლომდე დე ლაურენტისი თავისი ფეხბურთელების ყოველ ასპექტს შეაფასებს. მათ კი მოუწევთ დაამტკიცონ, რომ კვლავ „ნეაპოლელები” არიან. კაპიტანი…
„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს შეძენა „ინტერსაც” მოუნდა. ეს ცნობა იტალიურმა რადიომ Kiss Kiss Napoli -მ გაავრცელა, რომელმაც თქვა, რომ „ნერაძური” ნეაპოლელთა მარჯვენა მცველის გადაბირებას ყველა ხერხით შეეცდება. ამ ინფორმაციამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ დი ლორენცოს ყიდვით ინგლისის პრემიერლიგაში არიან დაინტერესებულნი. კერძოდ, ინგლისური კლუბებიდან „ასტონ ვილამ” და „მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოთქვეს მისი ყიდვის სურვილი….
„ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო ყვითელი ბარათების გამო „კალიარისთან” დღევანდელ შეხვედრას ტოვებს, მაგრამ გუნდთან ერთად მაინც გაემგზავრა სარდინიაზე. ცნობამ იმის შესახევ, რომ დი ლორენცომ მგზავრობისგან დასვენებისა და ოჯახთან დარჩენის შესაძლებლობით არ ისარგებლა და კუნძულზე თანაგუნდელებთან ერთად გაფრინდა ნეაპოლელი გულშემატკივარი აღაფრთოვანა. სოციალური ქსელები გაივსო ისეთი კომენტარებით, როგორიცაა: „კაპიტანო, შენ ჩვენი სიამაყე ხარ!”, „ნაბიჯი, რომელიც ათას სიტყვას…
დღეს რიადში იტალიის სუპერთასის ფინალია: „ნაპოლი” – „ინტერი”. შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე „აძურის” კაპიტანი და მცველი ჯოვანი დი ლორენცო წარსდგა. თამაშის შესახებ: „ამბობენ, რაკი თამაში საუდის არაბეთშია, მხარდაჭერა დაგვაკლდებაო, მაგრამ ვიცით, რომ ტიფოზები ჩამოდიან და გვიქომაგებენ.ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ ეს მნიშვნელოვანი ჯილდო რომ მოვიპოვოთ. მისი მოგება სჭირდება კლუბს, გუნდს და სჭირდებათ გულშემატკივრებს. სუპერთასის მოპოვება…
„ნაპოლის” ფეხბურთელების ჯოვანი დი ლორენცოსა და მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ Radio Crc-თან ინტერვიუში თქვა: „კრიტიკის მოსმენა ფეხბურთელის პროფესიის ნაწილია, რაც დი ლორენცომ კარგად იცის. ამ ბიჭს ფართე მხრები აქვს. ის იყო „ნაპოლის” კაპიტანი საჩემპიონო სეზონში და ახლაც, როდესაც საქმეები კარგად აღარ მიდის, სირთულეებს თვალს ჯიქურ უსწორებს. ჯოვანი წუხს, რომ „ნაპოლიში” ვითარება აირია და ვფიქრობ,…
„ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ TG1-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც მიმდინარე სეზონზე ილაპარაკა. მარჯვენა მცველისა და მისი თანაგუნდელებისთვის იტალიის მიმდინარე ჩემპიონატი მკერდზე სკუდეტოს ნიშნით დაიწყო, მაგრამ რთულად გაგრძელდა. საშობაო საჩუქარი – ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემი ქალიშვილები არიან. შობაზე ყველაფერს მათთან და მთელს ოჯახთან ყოფნა სჯობის. რასაკვირველია იყო საჩუქრებიც. სანტა კლაუსმა თავისი საქმე პირნათლად შეასრულა. ჩემს უფროს ქალიშვილს…
„ნაპოლის” ფანებმა ვერდიქტი გამოიტანეს: აგვისტოში „აძურის” ფეხბურთელთა შორის საუკეთესო კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოა. გამოკითხვა კლუბის გულშემატკივართათვის შექმნილი საგანგები აპლიკაციის საშუალებით მოეწყო. მიმდინარე სეზონში დი ლორენცომ პირველ ტურში, სტუმრად „ფროზინონესთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა. იმ დღეს კაპიტანმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და ვიქტორ ოსიმენს სეზონის ეფექტურად (ორი გოლით) დაწყების შესაძლებლობა მისცა. აგვისტოს მეორე მატჩი კი…
„ნაპოლი” იტალიაში იმდენად პოპულარულია, რომ მედია ყველაფერს აქცევს ყურადღებას, მათ შორის ვინ ვის რა უთხრა, როგორ გაეხუმრა და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ გახდა საჯარო ნეაპოლელთა კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოსა და ბრაზილიელი მცველის ჟუან ჟესუსის შეხუმრება. საქმე ის გახლავთ, რომ დილის ვარჯიშზე ჟესუსი გრძელსახელოებიანი მაისურით გავიდა, არადა ცხელოდა. სხვას ყველას მოკლესახელოებიანი ეცვა. „თოვს?” — იკითხა დი…
„ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო ოცნების ახდენასთან ახლოს არის. მისი აგენტი მარიო ჯიუფრედი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამბობდა: „ჯოვანი „ნაპოლის” კაპიტნობაზე და მთელი კარიერის ამ გუნდში გატარებაზე ოცნებობს”. როგორც ხედავთ, ოცნების პირველი ნაწილი ახდა. დი ლორენცომ სამკლავური მოირგო და გახდა მარადონას შემდეგ პირველი კაპიტანი, რომელმაც „აძურის” სკუდეტო მოაგებინა. რაც შეეხება „სამარადისო ხელშეკრულებას”, „ლა რეპუბლიკა”…
სერია A-ს 29-ე ტურის ემოციებით სავსე შეხვედრაში „ნაპოლიმ” „ლეჩესთან” 2:1 მოგება მოახერხა. „ვია დელ მარეზე” ანგარიში სტუმართა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა. მეორე ტაიმში ფედერიკო დი ფრანჩესკომ გაათანაბრა, მაგრამ მასპინძლებს ძლიერ არ გაუმართლათ, როდესაც ანტონინო გალომ თავის მეკარეს ვლადიმირო ფალკონეს თავური გაუტანა. „ნაპოლიმ” ცუდად ითამაშა. რამდენიმე დღეში, „სან სიროზე”, „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „პარტენოპეელებს” სულ…
იტალიის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი ინგლისთან 1:2 წაგებით დაიწყო. ნეაპოლში „დიეგო მარადონაზე” გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში სტუმრებმა დეკლან რაისმა და ჰარი კეინმა ინგლისი დააწინაურეს 2:0. კეინმა პენალტი გაიტანა. თერთმეტმეტრიანი VAR-ის მითითებით დაინიშნა. „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვედრია. მეორე ტაიმის მე-11 წუთზე მატეო რეტეგიმ ლორენცო პელეგრინის პასით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ამან…
იტალიურმა გაზეთმა „ილ მატინომ” მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონსა და „ოქროს ბურთის” მფლობელ ფაბიო კანავაროს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ბუნებრივია ინტერვიუში საუბარი შეეხო „ნაპოლის” ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიასაც. გთავაზობთ, ამ ფრაგმენტის გადმოქართულებულ ვარიანტს. „კვარაცხელია ფენომენია. თუ მას მისცემთ საშუალებას ბურთს დაეუფლოს, ის თქვენ გაგანადგურებთ. როდესაც კვარაცხელია ბურთს იღებს, მას სიძლიერის შეგრძნება ეუფლება. ეს ძალიან კარგად ჩანს მის…
სერია A-ს ლიდერი, „ნაპოლი”, პარასკევ საღამოს „ლაციოს” მასპინძლობს. ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის გუნდმა უკვე დაიწყო მომზადება. „ემპოლისთან” 2:0 მოგების შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ ფეხბურთელები 48 საათით დაასვენა. ტრავმის გამო გუნდს აკლია ჯაკომო რასპადორი, რომელიც შაბათ-კვირას შინ იყო. ის ორშაბათს მივიდა კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თერაპიისთვის. გუნდმა დღე დარბაზში დაიწყო, სადაც გახურდა, შემდეგ კი მოედანზე გავიდა. მოედანზე ჯერ იყო…
„ნაპოლიმ” სალერნოში 2:0 მოიგო. ამ შეხვედრაში თანაგუნდელებს გრიპის გამო ვერ დაეხმარა ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც „ლა გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა, რომ ქართველის შინ დატოვებას ავადმყოფობის გარდა კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა — სპალეტის ჯერჯერობით მაინც არ უნდა მისი ზედმეტად დატვირთვა, მითუფრო რომ ელიფ ელმასის სახით ფრიად მაღალი დონის ალტერნატივა ჰყავს. ამრიგად, მილანური გაზეთის ინფორმაციით მწვრთნელმა გადაწყვიტა…
ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალმა Whoscored.com-მა სერია A-ს XVIII ტურის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა – ვებ გვერდმა ქართველ თავდამსხმელს ყველაზე მაღალი შეფასება (9,8) დაუწერა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა. „იუვენტუსთან” 5:1 გამარჯვებაში „ნაპოლის” ქართველმა შემტევმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა – გოლისა და 2 საგოლე პასის გარდა, 21 წლის კვარაცხელიამ პირველ გოლშიც ლომის წილი…
ტირანაში, ალბანეთისა და იტალიის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა იტალიამ მოიგო 3:1. ანგარიში მე-16 წუთზე „ემპოლიში” მოთამაშე ალბანელმა ადრიან ისმაილიმ გახსნა, მაგრამ მე-20 წუთზე „ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გაქვითა. 25-ე წუთზე „სკუადრა აძურა” „ფრაიბურგის” ნახევარმცველმა ვინჩენცო გრიფომ დააწინაურა და 64-ე წუთზე გრიფომვე შეაგდო მესამე გოლი. ყველამ მიაქცია ყურადღება იმას, თუ როგორ იზეიმა გოლი დი ლორენცომ. მან…
„ნაპოლის” გასახდელში ენთუზიაზმი დუღს და გადმოდუღს. „აძურიმ” „უდინეზეს” 3:2 მოუგო. ეს გახლდათ ლიდერის ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება სერია A-ში, სადაც გუნდი 15 ტურის შემდეგ დაუმარცხებლად მიდის. ამით, ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის სეზონის პირველი ნაწილი დამთავრდა. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, იტალიის ჩემპიონატის შემდეგი ტური კი 2023 წლის 4 იანვარს გაიმართება, როდესაც „ნაპოლი” „სან სიროზე” „ინტერს” შეხვდება. „მაინცდამაინც ახლა…
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ნაპოლიმ“ ამსტერდამში „აიაქსი“ 6:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე კვარაცხელიას მოკლე კომენტარი გამოქვეყნდა. „აიაქსი“ კარგი გუნდია, მაგრამ მთავარია, რომ დღეს ჩვენ მოვიგეთ. ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და ეს შედეგი დავიმსახურეთ. ბევრს ვშრომობდი, რომ ჩემპიონთა ლიგაში მეთამაშა და გოლი გამეტანა, დღეს ეს ოცნება ამისრულდა, ძალიან…
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” „ტორინოს” 3:1 მოუგო. ორი გოლი, 6 წუთიან მონაკვეთში, 26 წლის კამერუნელმა ნახევარმცველმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ გაიტანა, მესამე — კვარამ. გოლები გავიდა მე-6, მე-12 და 37-ე წუთებზე, რასაც ტურინელებმა 44-ე წუთზე ერთით უპასუხეს. მეორე ნახევარში თამაშის სურათი შეიცვალა. გოლი აღარ გასულა. „ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ შეხვედრაში წარმატებას რომ მივაღწიეთ. არის თუ არა ეს…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes