ჭდე: ჯოვანი დი ლორენცო

Home ჯოვანი დი ლორენცო
კვარა ნაპოლის კაპიტნად?
ჩანაწერი

კვარა ნაპოლის კაპიტნად?

როგორც იტალიური მედიიდან ირკვევა, „ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ კლუბს ტრანსფერი სთხოვა. ნეაპოლელი გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ მარჯვენა მცველი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არ იჩქარებს, ხოლო მერე, „ნაპოლის” კოშმარული სეზონი მეტ-ნაკლებად დავიწყებული იქნება. ქომაგებს უნდათ, რომ ტოსკანელმა (ტოსკანას დედაქალაქია ფლორენცია) ვარსკვლავმა „მარადონაზე” რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს. დი ლორენცოს კარიერული მონაგარი მართლა შთამბეჭდავია: 230-ზე მეტი...

დი ლორენცოს კინაღამ კაპიტნობა ჩამოართვეს
ჩანაწერი

დი ლორენცოს კინაღამ კაპიტნობა ჩამოართვეს

„ნაპოლის” ჩაფლავებული სეზონის დასრულებამდე ერთი თამაშიღა რჩება. ახლა უკვე სასაცილოა იმ მიზნების გახსენება, რომლებსაც „პარტენოპეელები” სეზონის წინ ისახავდნენ. არადა, როდესაც აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელად ფრანგი რუდი გარსია დანიშნა, ჩაატარა კრება, რომელზეც ჩემპიონთა ლიგაში ბოლომდე გასვლაზე ილაპარაკა. შემდეგ რა მოხდა, ყველამ კარგად იცის. Tele A-ზე გადაცემა Tifosi Napoletani-ში „ნაპოლის” თავგადაკლულმა გულშემატკივარმა, სამი დეკადის განმავლობაში დაჯგუფება „კომანდო...

დი ლორენცო სასტუმროში გონებადაკარგული დახვდათ
ჩანაწერი

დი ლორენცო სასტუმროში გონებადაკარგული დახვდათ

„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ TvPlay-ს ეთერით განმარტა, თუ რა ხდება მისი კლიენტის თავს, რატომ არ იყო ის „ფიორენტინასთან” შეხვედრაში მოედანზე და რამ გააბრაზა. „ჩვენ ვაპირებთ ვუჩივლოთ ჟურნალისტს, რომელმაც დი ლორენცოს მოწამვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ასეთი ტყუილებით ამ კაცმა ცეცხლს ნავთი დაასხა. წერილს რომ ვკითხულობდით ყბა ჩამოგვივარდა. იმ ხალხის წარმოსახვას, ვინც...

დი ლორენცო და ჟესუსი კინაღამ ხელით შეეხნენ ერთმანეთს
ჩანაწერი

დი ლორენცო და ჟესუსი კინაღამ ხელით შეეხნენ ერთმანეთს

დღეს იტალიური, მეტადრე კი ნეაპოლური საიტები ახალმა ამბავმა მოიცვა: „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოსა და ბრაზილიელ მცველს ჟუან ჟესუსს ლამის ხელჩართული ჩხუბი გაუმართავთ. Campania Sport-ის გადაცემა Canale 21-ში გამოსვლის დროს ჟურნალისტმა უბერტო კიარელომ თქვა: „ჟესუსი და დი ლორენცო კინაღამ ხელით შეეხენ ერთმანეთს. საქმე ის არის, რომ ორიოდ დღის წინ ანდრე-მარკ ზამბო ანგისა და ვიქტორ ოსიმენი...

აგენტი ჯიუფრედი: ვინც ნაპოლიდან წავა ლაჩარია
ჩანაწერი

აგენტი ჯიუფრედი: ვინც ნაპოლიდან წავა ლაჩარია

ბოლო დღეებში პრესაში გააქტიურდა საფეხბურთო აგენტი მარიო ჯიუფრედი, რომელმაც Canale 8-ის პროგრამა „ტერცო ტემპოში” ანუ მესამე ტაიმში ილაპარაკა. ის თავისი კლიენტების, უპირველეს ყოვლისა კი ჯოვანი დი ლორენცოს გარშემო შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. „გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა: „დღეიდან მოყოლებული სეზონის ბოლომდე დე ლაურენტისი თავისი ფეხბურთელების ყოველ ასპექტს შეაფასებს. მათ კი მოუწევთ დაამტკიცონ, რომ კვლავ „ნეაპოლელები” არიან. კაპიტანი...

დი ლორენცოს ინტერიც უმიზნებს
ჩანაწერი

დი ლორენცოს ინტერიც უმიზნებს

„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს შეძენა „ინტერსაც” მოუნდა. ეს ცნობა იტალიურმა რადიომ Kiss Kiss Napoli -მ გაავრცელა, რომელმაც თქვა, რომ „ნერაძური” ნეაპოლელთა მარჯვენა მცველის გადაბირებას ყველა ხერხით შეეცდება. ამ ინფორმაციამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ დი ლორენცოს ყიდვით ინგლისის პრემიერლიგაში არიან დაინტერესებულნი. კერძოდ, ინგლისური კლუბებიდან „ასტონ ვილამ” და „მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოთქვეს მისი ყიდვის სურვილი....

დი ლორენცო გმირია!
ჩანაწერი

დი ლორენცო გმირია!

„ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო ყვითელი ბარათების გამო „კალიარისთან” დღევანდელ შეხვედრას ტოვებს, მაგრამ გუნდთან ერთად მაინც გაემგზავრა სარდინიაზე. ცნობამ იმის შესახევ, რომ დი ლორენცომ მგზავრობისგან დასვენებისა და ოჯახთან დარჩენის შესაძლებლობით არ ისარგებლა და კუნძულზე თანაგუნდელებთან ერთად გაფრინდა ნეაპოლელი გულშემატკივარი აღაფრთოვანა. სოციალური ქსელები გაივსო ისეთი კომენტარებით, როგორიცაა: „კაპიტანო, შენ ჩვენი სიამაყე ხარ!”, „ნაბიჯი, რომელიც ათას სიტყვას...

დი ლორენცო: ფინალში ფავორიტის დასახელება სწორი არ არის
ჩანაწერი

დი ლორენცო: ფინალში ფავორიტის დასახელება სწორი არ არის

დღეს რიადში იტალიის სუპერთასის ფინალია: „ნაპოლი” – „ინტერი”. შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე „აძურის” კაპიტანი და მცველი ჯოვანი დი ლორენცო წარსდგა. თამაშის შესახებ: „ამბობენ, რაკი თამაში საუდის არაბეთშია, მხარდაჭერა დაგვაკლდებაო, მაგრამ ვიცით, რომ ტიფოზები ჩამოდიან და გვიქომაგებენ.ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ ეს მნიშვნელოვანი ჯილდო რომ მოვიპოვოთ. მისი მოგება სჭირდება კლუბს, გუნდს და სჭირდებათ გულშემატკივრებს. სუპერთასის მოპოვება...

ჯიუფრედი: ნეაპოლელებს მოკლე მეხსიერება აქვთ
ჩანაწერი

ჯიუფრედი: ნეაპოლელებს მოკლე მეხსიერება აქვთ

„ნაპოლის” ფეხბურთელების ჯოვანი დი ლორენცოსა და მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ Radio Crc-თან ინტერვიუში თქვა: „კრიტიკის მოსმენა ფეხბურთელის პროფესიის ნაწილია, რაც დი ლორენცომ კარგად იცის. ამ ბიჭს ფართე მხრები აქვს. ის იყო „ნაპოლის” კაპიტანი საჩემპიონო სეზონში და ახლაც, როდესაც საქმეები კარგად აღარ მიდის, სირთულეებს თვალს ჯიქურ უსწორებს. ჯოვანი წუხს, რომ „ნაპოლიში” ვითარება აირია და ვფიქრობ,...

დი ლორენცო: რაც ფეხბურთელი ვარ, ასეთ ცუდ მატჩში არ მითამაშია
ჩანაწერი

დი ლორენცო: რაც ფეხბურთელი ვარ, ასეთ ცუდ მატჩში არ მითამაშია

„ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ TG1-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც მიმდინარე სეზონზე ილაპარაკა. მარჯვენა მცველისა და მისი თანაგუნდელებისთვის იტალიის მიმდინარე ჩემპიონატი მკერდზე სკუდეტოს ნიშნით დაიწყო, მაგრამ რთულად გაგრძელდა. საშობაო საჩუქარი – ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემი ქალიშვილები არიან. შობაზე ყველაფერს მათთან და მთელს ოჯახთან ყოფნა სჯობის. რასაკვირველია იყო საჩუქრებიც. სანტა კლაუსმა თავისი საქმე პირნათლად შეასრულა. ჩემს უფროს ქალიშვილს...