„ნაპოლის” ფანებმა ვერდიქტი გამოიტანეს: აგვისტოში „აძურის” ფეხბურთელთა შორის საუკეთესო კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოა. გამოკითხვა კლუბის გულშემატკივართათვის შექმნილი საგანგები აპლიკაციის საშუალებით მოეწყო. მიმდინარე სეზონში დი ლორენცომ პირველ ტურში, სტუმრად „ფროზინონესთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა. იმ დღეს კაპიტანმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და ვიქტორ ოსიმენს სეზონის ეფექტურად (ორი გოლით) დაწყების შესაძლებლობა მისცა. აგვისტოს მეორე მატჩი კი...
ჭდე: ჯოვანი დი ლორენცო
რა ხდება ოცდაათი წლის შემდეგ?
„ნაპოლი” იტალიაში იმდენად პოპულარულია, რომ მედია ყველაფერს აქცევს ყურადღებას, მათ შორის ვინ ვის რა უთხრა, როგორ გაეხუმრა და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ გახდა საჯარო ნეაპოლელთა კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოსა და ბრაზილიელი მცველის ჟუან ჟესუსის შეხუმრება. საქმე ის გახლავთ, რომ დილის ვარჯიშზე ჟესუსი გრძელსახელოებიანი მაისურით გავიდა, არადა ცხელოდა. სხვას ყველას მოკლესახელოებიანი ეცვა. „თოვს?” — იკითხა დი...
დი ლორენცო მარადიული ნეაპოლელი?
„ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო ოცნების ახდენასთან ახლოს არის. მისი აგენტი მარიო ჯიუფრედი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამბობდა: „ჯოვანი „ნაპოლის” კაპიტნობაზე და მთელი კარიერის ამ გუნდში გატარებაზე ოცნებობს”. როგორც ხედავთ, ოცნების პირველი ნაწილი ახდა. დი ლორენცომ სამკლავური მოირგო და გახდა მარადონას შემდეგ პირველი კაპიტანი, რომელმაც „აძურის” სკუდეტო მოაგებინა. რაც შეეხება „სამარადისო ხელშეკრულებას”, „ლა რეპუბლიკა”...
მატჩის შემდეგ: მთავარია სამი ქულა და გუნდური სული
სერია A-ს 29-ე ტურის ემოციებით სავსე შეხვედრაში „ნაპოლიმ” „ლეჩესთან” 2:1 მოგება მოახერხა. „ვია დელ მარეზე” ანგარიში სტუმართა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა. მეორე ტაიმში ფედერიკო დი ფრანჩესკომ გაათანაბრა, მაგრამ მასპინძლებს ძლიერ არ გაუმართლათ, როდესაც ანტონინო გალომ თავის მეკარეს ვლადიმირო ფალკონეს თავური გაუტანა. „ნაპოლიმ” ცუდად ითამაშა. რამდენიმე დღეში, „სან სიროზე”, „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „პარტენოპეელებს” სულ...
იტალიელი ბებიის გოლი ინგლისის ნაკრების კარში
იტალიის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი ინგლისთან 1:2 წაგებით დაიწყო. ნეაპოლში „დიეგო მარადონაზე” გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში სტუმრებმა დეკლან რაისმა და ჰარი კეინმა ინგლისი დააწინაურეს 2:0. კეინმა პენალტი გაიტანა. თერთმეტმეტრიანი VAR-ის მითითებით დაინიშნა. „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვედრია. მეორე ტაიმის მე-11 წუთზე მატეო რეტეგიმ ლორენცო პელეგრინის პასით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ამან...
ფაბიო კანავარო: თუ არ შებოჭე იარაღი აღარ გრჩება
იტალიურმა გაზეთმა „ილ მატინომ” მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონსა და „ოქროს ბურთის” მფლობელ ფაბიო კანავაროს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ბუნებრივია ინტერვიუში საუბარი შეეხო „ნაპოლის” ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიასაც. გთავაზობთ, ამ ფრაგმენტის გადმოქართულებულ ვარიანტს. „კვარაცხელია ფენომენია. თუ მას მისცემთ საშუალებას ბურთს დაეუფლოს, ის თქვენ გაგანადგურებთ. როდესაც კვარაცხელია ბურთს იღებს, მას სიძლიერის შეგრძნება ეუფლება. ეს ძალიან კარგად ჩანს მის...
ნეაპოლი დი ლორენცოების ქალაქი
სერია A-ს ლიდერი, „ნაპოლი”, პარასკევ საღამოს „ლაციოს” მასპინძლობს. ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის გუნდმა უკვე დაიწყო მომზადება. „ემპოლისთან” 2:0 მოგების შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ ფეხბურთელები 48 საათით დაასვენა. ტრავმის გამო გუნდს აკლია ჯაკომო რასპადორი, რომელიც შაბათ-კვირას შინ იყო. ის ორშაბათს მივიდა კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თერაპიისთვის. გუნდმა დღე დარბაზში დაიწყო, სადაც გახურდა, შემდეგ კი მოედანზე გავიდა. მოედანზე ჯერ იყო...
ტყუპისცალმა გაიტანა
„ნაპოლიმ” სალერნოში 2:0 მოიგო. ამ შეხვედრაში თანაგუნდელებს გრიპის გამო ვერ დაეხმარა ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც „ლა გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა, რომ ქართველის შინ დატოვებას ავადმყოფობის გარდა კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა — სპალეტის ჯერჯერობით მაინც არ უნდა მისი ზედმეტად დატვირთვა, მითუფრო რომ ელიფ ელმასის სახით ფრიად მაღალი დონის ალტერნატივა ჰყავს. ამრიგად, მილანური გაზეთის ინფორმაციით მწვრთნელმა გადაწყვიტა...
ხვიჩას ტური…
ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალმა Whoscored.com-მა სერია A-ს XVIII ტურის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა – ვებ გვერდმა ქართველ თავდამსხმელს ყველაზე მაღალი შეფასება (9,8) დაუწერა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა. „იუვენტუსთან” 5:1 გამარჯვებაში „ნაპოლის” ქართველმა შემტევმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა – გოლისა და 2 საგოლე პასის გარდა, 21 წლის კვარაცხელიამ პირველ გოლშიც ლომის წილი...
დი ლორენცოს ორმაგი სიხარული
ტირანაში, ალბანეთისა და იტალიის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა იტალიამ მოიგო 3:1. ანგარიში მე-16 წუთზე „ემპოლიში” მოთამაშე ალბანელმა ადრიან ისმაილიმ გახსნა, მაგრამ მე-20 წუთზე „ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გაქვითა. 25-ე წუთზე „სკუადრა აძურა” „ფრაიბურგის” ნახევარმცველმა ვინჩენცო გრიფომ დააწინაურა და 64-ე წუთზე გრიფომვე შეაგდო მესამე გოლი. ყველამ მიაქცია ყურადღება იმას, თუ როგორ იზეიმა გოლი დი ლორენცომ. მან...









