„ნაპოლის” ფანებმა ვერდიქტი გამოიტანეს: აგვისტოში „აძურის” ფეხბურთელთა შორის საუკეთესო კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოა. გამოკითხვა კლუბის გულშემატკივართათვის შექმნილი საგანგები აპლიკაციის საშუალებით მოეწყო.
მიმდინარე სეზონში დი ლორენცომ პირველ ტურში, სტუმრად „ფროზინონესთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა. იმ დღეს კაპიტანმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და ვიქტორ ოსიმენს სეზონის ეფექტურად (ორი გოლით) დაწყების შესაძლებლობა მისცა. აგვისტოს მეორე მატჩი კი იყო შინ „სასუოლოსთან”, სადაც დი ლორენცომ ხვიჩა კვარაცხელიას პასით შეხვედრის მეორე გოლი გაიტანა.
წინამძღოლის თვისებებმა და ხარისხიანმა თამაშმა როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში, ჯოვანი დი ლორენცოს დამსახურებულად არგუნა გულშემატკივართა ვერსიით აგვისტოში „ნაპოლის” საუკეთესო მოთამაშის ჯილდო.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური30/09/2026 | 08:54ალ-ხელაიფი: დემბელე, კვარა ან რუისი
აქეთურ-იქითური30/09/2026 | 07:56B ლიგის დონის გუნდი
აქეთურ-იქითური29/09/2026 | 14:22დე ბრუინი მსაჯს: F*ck off man!
სიახლეები29/09/2026 | 07:43უსახური მატჩი
