ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული მოთამაშეების სია გამოქვეყნა, რომელიშიც იტალიის სერია A-დან ორი ფეხბურთელი მოხვდა, ერთი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, მეორე – ვიქტორ ოსიმენი.
„მანჩესტერ სიტი“, რომელმაც გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონატი, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სიაში ხუთი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. ცხადია, ნომინანტთა შორისაა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლიონელ მესი.
ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშეობის 12 ნომინანტი
ხულიან ალვარესი (არგენტინა, „მანჩესტერ სიტი“);
მარსელო ბროზოვიჩი (ხორვატია, „ალ-ნასრი“);
კევინ დე ბრუინი (ბელგია, „მანჩესტერ სიტი“);
ილქაი გუნდოგანი (გერმანია, „ბარსელონა“);
ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია, „მანჩესტერ სიტი“);
როდრი (ესპანეთი, „მანჩესტერ სიტი“)
ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, „ნეაპოლი“);
კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ);
ლიონელ მესი (არგენტინა, „ინტერ მაიამი“);
ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, „ნაპოლი“);
დეკლან რაისი (ინგლისი, „არსენალი“);
ბერნარდო სილვა (პორტუგალია, „მანჩესტერ სიტი“).
შეგახსენებთ, რომ ფიფას გამოკითხვაში 25-25 პროცენტით ეროვნული გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, ქომაგები და ჟურნალისტები მონაწილეობენ, საქართველოდან კი ტრადიციულად, ეს პატივი ამჯერადაც „სარბიელს“ აქვს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
