„ნაპოლის” ფეხბურთელების ჯოვანი დი ლორენცოსა და მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ Radio Crc-თან ინტერვიუში თქვა:
„კრიტიკის მოსმენა ფეხბურთელის პროფესიის ნაწილია, რაც დი ლორენცომ კარგად იცის. ამ ბიჭს ფართე მხრები აქვს. ის იყო „ნაპოლის” კაპიტანი საჩემპიონო სეზონში და ახლაც, როდესაც საქმეები კარგად აღარ მიდის, სირთულეებს თვალს ჯიქურ უსწორებს. ჯოვანი წუხს, რომ „ნაპოლიში” ვითარება აირია და ვფიქრობ, კრიტიკასაც განიცდის.
ვიმეორებ, კრიტიკა ნორმალურია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს. ბოლო ოთხ წელიწადში დი ლორენცოს თამაში არ ჩაუგდია. ის მასოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია. მეორე მხრივ, დი ლორენცო არ არის „ნაპოლის” ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე სეზონში ადრინდელზე უარესად თამაშობს. ეს გუნდში შექმნილი ზოგადი სიტუაციის გამოძახილია.
დი ლორენცოს მდგომარეობას ივნისში შევაჯამებთ და ყველაფერს მაშინ ავწონ-დავწონით — როგორც კარგს, ასევე ცუდს. აუცილებლად გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს. ერთი სიტყვით, არჩევანს ივნისში გავაკეთებთ”.
შემდეგ ჯიუფრედიმ მარიო რუის შესახებ ილაპარაკა.
„ხალხს არ ესმის, რომ ფეხბურთს უნდა თამაშობდეს ის, ვინც იცის როგორ ითამაშოს. მარიო რუი ერთ-ერთი მათგანია. მან ეს ბოლო წლებში უმაღლეს დონეზე დაამტკიცა, თუმცა დღეს ხალხი გაძღა, განსაკუთრებით ამ ქალაქში, სადაც შეხედულებებს მატჩიდან მატჩამდე რადიკალურად იცვლიან. ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ. ნეაპოლს ვუსურვებ იმავე დი ლორენცოს წასვლის შემდეგ სხვა კარგი ფეხბურთელი ეშოვოს.
მე ფეხბურთელებთან ყოველთვის ახლო ურთიერთობა მაქვს. განა მარტო მაშინ, როდესაც საქმე კარგად მიდის, არამედ მაშინაც, როდესაც საქმე კარგად არ მიდის. მათ განსაკუთრებული თანადგომა მაშინ სჭირდებათ. ისე კი, ცოტა პრ..ი ვარ და ზაფხულში შეიძლება თამამი გადაწყვეტილებები მივიღო. ამას „ნაპოლის” საზოგადოების გასაგონად ვამბობ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
