
ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ „ნაპოლის” სატრანსფერო საქმეებზე RAI 2-თან ილაპარაკა.
„მიმდინარე სეზონის ბოლოს ნეაპოლური კლუბი სკუდეტოს გარდა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელსაც დაკარგავს. ივნისში გუნდიდან წავლენ ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც განახლებულ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა უწერია და პიოტრ ჟელინსკი, რომლის ძველ ხელშეკრულებასაც ვადა გაუდის, ხოლო ახალი შეთანხმება ვერ ხერხდება. გარდა ამისა, საუდელ არაბებს მატეო პოლიტანოს შეძენა სურთ.
ვალტერ მაცარიმ კლუბს ჩამშლელი ნახევარმცველის დამატება სთხოვა. აქ „უდინეზეს” სერბი მოთამაშე ლაზარ სამარჯიჩი არ იგულისხმება. სამარჯიჩი „ნაპოლიში” გადასვლასთან ძალიან ახლოს არის, მაგრამ ის მხოლოდ ელიფ ელმასის შემცვლელად უნდა განვიხილოთ.
დიდი მიზნების მისაღწევად „აძურის” ნახევარდაცვაში ილქაი გუინდოგანის ან ნიკოლა ბარელას კალიბრის ფიგურაც სჭირდებათ, თუმცა ეს გამორიცხულია. აქ, მინიმუმის მაქსიმუმი „სევილიადან” ფრანგი ბუბაქარი სუმარეს გადაბირება იქნება.
ყველაზე მეტად კი კამპანიელებს მაინც კიმ მინ-ჯაე აკლიათ. კორეელი, რომელიც გასულ ზაფხულს „ბაიერნში” გადავიდა, „ნაპოლიში” განსაკუთრებულ ეფექტს ახდენდა. მის შემცვლელად აურელიო დე ლაურენტისი და სპორტული დირექტორი მაურო მელუსო ყველაზე მეტად „ჯენოაში” მოთამაშე რუმინელ რადუ დრაგუშინს განიხილავენ, რომელსაც „ნაპოლის” გარდა „ტოტენჰემ ჰოთსფურიც” სთავაზობს თანამშრომლობას.
საინტერესოა, რომ „ნაპოლი” გენუელებს დრაგუშინის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს, ალესანდრო ძანოლის იჯარას და ლეო ოსტიგორის კონტრაქტს სთავაზობს. როგორც საქმეში ჩახედული კიდევ ერთი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარცო ტელეკომპანია „სქაისთან” ინტერვიუში ამბობს, „ჯენოას” პირიქით, ოსტიგორის იჯარა და ძანოლის ყიდვა ურჩევნია.
რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ „ტოტენჰემს” ის ჯერჯერობით ზეპირად ამბობს, რომ რუმინელში 25 მილიონს გადაიხდის”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
