დიეგო მარადონას გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ იტალიის საკასაციო სასამართლომ მიიღო აპელაცია, რომელიც ეხება გადასახადებიდან თავის არიდების საქმეს. საუბარია თანხაზე, რომელიც სადღეისოდ 37 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ამიერიდან საბოლოო განაჩენი მეორე ხარისხის რეგიონული საგადასახადო კომისიის ხელშია, თუმცა მარადონას ოდინდელი ვექილი ანჯელო პიზანი ამბობს, რომ საქმე უკვე დახურულად შეიძლება ჩაითვალოს.
უმაღლესმა სასამართლომ ამასწინანდელი ვერდიქტოთ დაადასტურა 2021 წლის გადაწყვეტილება, რომ მარადონას იტალიის საგადასახადო ორგანოების არაფერი მართებს. ეს იმას ნიშნავს, რომ გაწელილი სასამართლო პროცესი, რომელშიც განიხილავდნენ არიდებდა თუ არა დიდი დიეგო გადასახადებს თავს, მთავრდება.
ზემოთ 37 მილიონი ევრო ვახსენეთ, არადა თავიდან, როდესაც საქმე აღიძრა ლაპარაკი იყო 6 მილიონზე. თანხა პროცენტებისა და ჯარიმების გამო გაიზარდა. პიზანი იგონებს, რომ თხოვნა თავდაცვის შესახებ ჯერ კიდევ 2009 წელს შეიტანა, მაგრამ მაშინ შემოსავლების სააგენტომ უარით გამოისტუმრა.
და აი, იტალიის სასამართლო სისტემამ აპელაცია მიიღო, ოღონდ ძალიან გვიან. მარადონა ამის შესახებ ვეღარასდროს გაიგებს. და როგორც პორტალი Napolipiu წერს, მართალია არგენტინელს გადასახადებისგან თავის არიდება ტყუილად დასწამეს, „ნაპოლი” მის სახელს უფრთხილდება და ითხოვს, რომ იტალიის სახელმწიფომ მარადონას ოფიციალურად მოუხადოს ბოდიში, რაც ცხადია არასდროს მოხდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
