ხორვატიაში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი ბევრად უკეთ ითამაშა, მაგრამ ტიტულოვან უნგრეთის ეროვნულ გუნდთან ვერას გახდა – 11:15.
ჩვენებმა პირველი მეოთხედი 2:5 წააგეს. დიდ შესვენებამდე სხვაობა კი ერთი ბურთითაც გაიზარდა. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ამის შემდეგ მოუმატა, მესამე მეოთხედში 6:4 იმარჯვა და სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ბურთიც ვერ გაიტანა, მეტოქეს კი ეს ორჯერ გამოუვიდა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა… მომდევნო მატჩი ჩვენს გუნდს 8 იანვარს, საბერძნეთის ნაკრებთან ელის.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
