ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვების შანსი რომ დაკარგა, მას შემდეგ გამოფხიზლდა და 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში გერმანიის ნაკრები 15:10 დაამარცხა. არადა, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო. პირველი მეოთხედი ჩვენებმა ერთი ბურთით წააგეს, დიდ შესვენებაზე კი გუნდები თანაბრად გავიდნენ. მესამე მეოთხედში ისევ გერმანელებმა იძალეს და 9:8 დაწინაურდნენ, თუმც ბოლო მონაკვეთი...
Tag: დეიან სტანოიევიჩი
უკეთ წაგებული…
ხორვატიაში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი ბევრად უკეთ ითამაშა, მაგრამ ტიტულოვან უნგრეთის ეროვნულ გუნდთან ვერას გახდა – 11:15. ჩვენებმა პირველი მეოთხედი 2:5 წააგეს. დიდ შესვენებამდე სხვაობა კი ერთი ბურთითაც გაიზარდა. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ამის შემდეგ მოუმატა, მესამე მეოთხედში 6:4 იმარჯვა და სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ბურთიც ვერ...
დინამომ ყველა წააგო
წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში თბილისის „დინამომ“ ჯგუფურ ეტაპზე მეექვსე მატჩი გამართა და მეექვსე მარცხი იწვნია. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ამჯერად ხორვატულ „დუბროვნიკთან“ სტუმრად წააგო – 13:19. მატჩის ორი მეოთხედი თანაბრად დამთავრდა, ორიც კი, „დინამომ“ ჩააგდო. პირველი მეოთხედი უხვგოლიანი გამოდგა და 5:5 დასრულდა. შემდეგ ხორვატებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და ბოლო მეოთხედის წინ უკვე 6 ბურთის სხვაობთ იგებდნენ. აქ...
დინამომ გრანდთან წააგო
ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მე-4 ტურში თბილისს მსოფლიო წყალბურთის გრანდი, იტალიური „პრო რეკო“ ეწვია და დეიან სტანოიევიჩის გუნდს მორიგი მარცხი აგემა 16:9. „პრო რეკო“ საქართველოს დედაქალაქში 27-მატჩიანი წაუგებელი სერიით ჩამოვიდა და მის გაფუჭებას არც აქ აპირებდა. „დინამო“ მეტოქეს მხოლოდ პირველ მეოთხედში (2:2) გაუძალიანდა, შემდეგ კი, იტალიელებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და ბოლო მეოთხედის წინ მატჩის ბედი...
დინამომ ვულიაგმენთან ვერ გაძლო
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მე-12 ტურში „ვულიაგმენს“ ოლიმპიკში დაუხვდა და სამი ქულა საბერძნეთში გაატანა – 9:14. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ჩავარდნებით ითამაშა. თუ დასაწყისში კარგი იყო და მეოთხედი 3:2 მოიგო, შესვენებამდე ინიციატივა მეტოქეს გადააბარა და 3:7 ჩამორჩა. „დინამომ“ მესამე მეოთხედი მოიგო და ისიც 3:2. თითქოს შანსი გაჩნდა, მაგრამ დასკვნითი ნაწილი მასპინძლებმა ისევ ჩააგდეს და...
ისტორია წყალში დაიწერა
ისტორია დაწერილია – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები პირველი გუნდია, რომელიც გუნდურ სახეობებში ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა. ამბავი ხორვატიის ქალაქ სპლიტში მოხდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში გასასვლელი ფლეი-ოფის მატჩი ნიდერლანდებს 12:8 მოუგო. არადა, თამაში ცუდად დავიწყეთ და 1:3 ჩამოვრჩით, მაგრამ გუნდმა მშვიდად გააგრძელა გზა დასახული მიზნისკენ. ჯერ კიდევ პირველივე მეოთხედში სხვაობა შევამცირეთ, მეორე მეოთხედი კი, ერთი...
საქართველო მესამეს ელის
ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეორე ტურში იტალიას შეხვდა და მეორედ დამარცხდა – 8:18. ამ წყვილში გამარჯვებული ვინაობა ადვილი გამოსაცნობი იყო. იტალიის ნაკრებს ძლიერი გუნდი ჰყავს და უდავო ფავორიტებიც იყვნენ. აქ საკითხავი ის იყო, დაზოგავდა თუ არა დეიან სტანოიევიჩის გუნდი ძალებს და ყველაფერს დაკვნით მატჩს მოახმარდა. ბოლო თამაში კი სლოვაკებთან გვაქვს,...
საქართველომ ევროპა წაგებით გახსნა
ხორვატიაში დაიწყო წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი და საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩერნოგორიასთან 11:14 დათმო. ჩერნოგორიელები მთელი მატჩის განმავლობაში იგებდნენ, დასაწყისიდანვე მეთოდურად ზრდიდნენ უპირატესობას და ტაიმი 9:5 მოიგეს. შესვენების შემდეგ დადგა კულმინაციური მომენტი, როდესაც დეიან სტანოიევიჩის გუნდი ათამაშდა და სხვაობა მინიმუმამდე (8:9) დაიყვანა. მომდევნო შეტევაში გათანაბრების შანსი მიეცათ, მაგრამ არ გამოვიდა, რაც მეტოქემ არ გვაპატია და ბოლო...
საქართველომ მაგრად მოიგო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკა გაანადგურა. მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩვენებმა 20:7 იმარჯვეს და 1 ივლისს იაპონიას შეხვდება, რომელმაც, თავის მხხრივ ავსტრალიას 15:7 მოუგო. სწორედ საქართველო – იაპონიას შორის გამარჯვებული მოიპოვებს მე-9 ადგილს. ს.აფრიკასთან მატჩის კი როგორც ანგარიშიდან ჩანს ჩვენების აშკარა უპირატესობით წარიმართა და ოთხივე მეოთხედი სათავისოდ დაასრულეს. დეიან...
ზედიზედ რვა
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა ნაკრებმა ჩემპიონთა ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა „ფერენცვაროშთან“ ამჯერად სტუმრად წააგო – 10:16. „დინამომ“ ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწია, რომელიც 2:1 მოიგო. თუმცა, შემდეგ „ფერენცვაროშმა“ მოუმატა და ყველა მეოთხედი მოიგო. დიდ შესვენებაზე უნგრელები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ – 8:6. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა კიდევ უფრო მოუმატეს და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. „დინამომ“...









