ისტორია წყალში დაიწერა

Home კატეგორიის გარეშე ისტორია წყალში დაიწერა
ისტორია წყალში დაიწერა

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და აუზი-(ი)ს გამოსახულებაისტორია დაწერილია – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები პირველი გუნდია, რომელიც გუნდურ სახეობებში ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

ამბავი ხორვატიის ქალაქ სპლიტში მოხდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში გასასვლელი ფლეი-ოფის მატჩი ნიდერლანდებს 12:8 მოუგო.

არადა, თამაში ცუდად დავიწყეთ და 1:3 ჩამოვრჩით, მაგრამ გუნდმა მშვიდად გააგრძელა გზა დასახული მიზნისკენ. ჯერ კიდევ პირველივე მეოთხედში სხვაობა შევამცირეთ, მეორე მეოთხედი კი, ერთი ამოსუნთქვით ჩავატარეთ და 6:4 დავწინაურდით.

მესამე მეოთხედმა თანაბრად ჩაიარა და ბოლოსწინ ანგარიში 8:6 იყო.

დასკვნით პერიოდში სხვაობა კიდევ უფრო გაზავრდეთ. განსაკუთრებით მაგრად ითამაშა მეკარე ნიკოლოზ შუბლაძემ, ვინაც რამდენიმე რთულ ბურთთან ერთად 5-მეტრიანის აღებაც მოახერხა. მთლიანად გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა და შეტევაშიც შანსი გამოიყენა.

მეოთხედინალში ჩვენი გუნდი მასპინძელ ხორვატიას გაეჯიბრება. ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ შემდეგ ეტაპზე თამაშის გარდა, დეიან სტანოიევიჩის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

შეიძლება იყოს 6 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...