ისტორია დაწერილია – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები პირველი გუნდია, რომელიც გუნდურ სახეობებში ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა. ამბავი ხორვატიის ქალაქ სპლიტში მოხდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში გასასვლელი ფლეი-ოფის მატჩი ნიდერლანდებს 12:8 მოუგო. არადა, თამაში ცუდად დავიწყეთ და 1:3 ჩამოვრჩით, მაგრამ გუნდმა მშვიდად გააგრძელა გზა დასახული მიზნისკენ. ჯერ კიდევ პირველივე მეოთხედში სხვაობა შევამცირეთ, მეორე მეოთხედი კი, ერთი...
