წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში თბილისის „დინამომ“ ჯგუფურ ეტაპზე მეექვსე მატჩი გამართა და მეექვსე მარცხი იწვნია.
დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ამჯერად ხორვატულ „დუბროვნიკთან“ სტუმრად წააგო – 13:19. მატჩის ორი მეოთხედი თანაბრად დამთავრდა, ორიც კი, „დინამომ“ ჩააგდო. პირველი მეოთხედი უხვგოლიანი გამოდგა და 5:5 დასრულდა.
შემდეგ ხორვატებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და ბოლო მეოთხედის წინ უკვე 6 ბურთის სხვაობთ იგებდნენ. აქ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და დასკვნითი ნაწილი ისევ თანაბრად გაილია.
ჯგუფი იტალიურმა „პრო რეკომ“ 18 ქულით მოიგო; მეორეზე „ოლიმპიაკოსი“ გავიდა – 11 ქულა; „დუბრონიკი“ 7 ქულით მესამე იყო; „დინამო“ კი უქულოდ დარჩა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი27/09/2026 | 17:52რამაზ სვანაძე – იმედია, ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ
სიახლეები26/09/2026 | 12:18სანიოლი სვანაძემ შეცვალა
სიახლეები26/09/2026 | 00:47სტარტი წაგებით…
სიახლეები24/09/2026 | 20:08ხვიჩა კვარაცხელია: ამ ოთხ მატჩში ყველაფერს გაეცემა პასუხი
