მატეო პოლიტანოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ ტელეკომპანია 11 Televomero-ს ეთერში, გადაცემა Il Bello del Calcio-ში თავისი კლიენტი ასე შეაქო: „ცხოვრებაში არიან ისეთები, რომლებიც გუნდიდან კვარასავით მიდიან და არიან ისეთები, რომლებიც ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, შარშან იანვარში პოლიტანომ რომ მიიღო. პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ათი დღით არაბეთში გამგზავრება და იქაურ კლუბთან „ალ შაბაბთან’’ დალაპარაკება მთხოვა. ეს კლუბი პოლიტანოს წელიწადში…
„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ დაპირებულ პრეს-კონფერენციაზე თავისი კლიენტისა და კლუბის ურთიერთობაზე ილაპარაკა. შესავალში მან თქვა, რომ დი ლორენცო „ნაპოლიში” რჩება. შემდეგ აგენტმა აღწერა ტრიუმფალური სეზონის შემდგომი პერიოდის სირთულეები, რომელსაც „აძურიში” მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ცვლილება დაემთხვა. ამ მიზეზების ერთობლიობამ განაპირობა ცუდი შედეგები. ჯამში ჩამოყალიბდა არასასურველი გარემო, რამაც მთლიანად გუნდზე და პირადად დი…
ჯოვანი დი ლორენცომ „ნაპოლის” ფანებს წერილით მიმართა, რომელშიც წერს, რომ ის არსად მიდის. „აძურის” კაპიტანი ამბობს, რომ ამ დღეებში ის შეხვდა ორივეს, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და მწვრთნელს ანტონიო კონტეს, რომელთაც დაარწმუნეს, რომ პრობლემები, რომლებიც მას გასულ სეზონში ჰქონდა, აღარ ექნება. იტალიურ Canale 8-ზე კი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ ფირფიტა გადმოატრილა და თქვა, არასდროს…
ნეაპოლში ბოლო დღეების ერთ-ერთი მთავარი თემა „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს ეხება. ფეხბურთელის აგენტი მარიო ჯიუფრედი რამდენჯერმე წარდგა მედიის წინაშე და განაცხადა, რომ „აძურის” შემადგენლობაში მარჯვენა მცველის კარიერა დასრულებულია. დი ლორენცო გრძნობს, რომ „ნაპოლიში” აღარ ენდობიან და მიდისო. „მე გეკითხებით: რატომ შეცვალეს „ლეჩესთან” შეხვედრის დამთავრებამდე სამი წითით ადრე ფეხბურთელი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ერთხელაც არ…
ორი დღეა იტალიურ მედიაში აგენტი მარიო ჯიუფრედი გააქტიურდა. ამის მიზეზი გახლავთ „ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და მისი კონფლიქტი კლუბთან. Tele A-ს ეთერში ლაპარაკისას ჯიუფრედი „აძურის” თავკაცს ფრანჩესკო კალცონას გადასწვდა. მოგეხსენებათ, კალცონა „ნაპოლის” გარდა სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელიც არის და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მიყავს. სერია A-ს ბოლო შეხვედრაში, „ლეჩეს” წინააღმდეგ, კალცონამ დი ლორენცო შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე…
„ნაპოლისა” და ჯოვანი დი ლორენცოს შორის ყველაფერი დამთავრდა, — ასეთი სათაური ეწერა TV Play-ზე ფეხბურთელის აგენტის მარიო ჯიუფრედის ინტერვიუს. ჯიუფრედიმ თავისი კლიენტის შესახებ ღიად ილაპარაკა. „დი ლორენცო ისევე როგორ მისი ყველა თანაგუნდელი კლუბის ახალ სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას ესაუბრა. მათ გასულ და მომავალ სეზონებზე ილაპარაკეს. დი ლორენცომ დირექტორს პირდაპირ უთხრა, რომ კლუბისგან ნდობის შემცირებას გრძნობს….
„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ TvPlay-ს ეთერით განმარტა, თუ რა ხდება მისი კლიენტის თავს, რატომ არ იყო ის „ფიორენტინასთან” შეხვედრაში მოედანზე და რამ გააბრაზა. „ჩვენ ვაპირებთ ვუჩივლოთ ჟურნალისტს, რომელმაც დი ლორენცოს მოწამვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ასეთი ტყუილებით ამ კაცმა ცეცხლს ნავთი დაასხა. წერილს რომ ვკითხულობდით ყბა ჩამოგვივარდა. იმ ხალხის წარმოსახვას, ვინც…
ბოლო დღეებში პრესაში გააქტიურდა საფეხბურთო აგენტი მარიო ჯიუფრედი, რომელმაც Canale 8-ის პროგრამა „ტერცო ტემპოში” ანუ მესამე ტაიმში ილაპარაკა. ის თავისი კლიენტების, უპირველეს ყოვლისა კი ჯოვანი დი ლორენცოს გარშემო შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. „გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა: „დღეიდან მოყოლებული სეზონის ბოლომდე დე ლაურენტისი თავისი ფეხბურთელების ყოველ ასპექტს შეაფასებს. მათ კი მოუწევთ დაამტკიცონ, რომ კვლავ „ნეაპოლელები” არიან. კაპიტანი…
„ნაპოლის” ფეხბურთელების ჯოვანი დი ლორენცოსა და მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ Radio Crc-თან ინტერვიუში თქვა: „კრიტიკის მოსმენა ფეხბურთელის პროფესიის ნაწილია, რაც დი ლორენცომ კარგად იცის. ამ ბიჭს ფართე მხრები აქვს. ის იყო „ნაპოლის” კაპიტანი საჩემპიონო სეზონში და ახლაც, როდესაც საქმეები კარგად აღარ მიდის, სირთულეებს თვალს ჯიქურ უსწორებს. ჯოვანი წუხს, რომ „ნაპოლიში” ვითარება აირია და ვფიქრობ,…
„ნაპოლისა” და „რეალის” შეხვედრის (2:3) შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელის რუდი გარსიას გარშემო კვლავ ხმაური ატყდა. ამჯერად ის პორტუგალიელი მცველის მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ გამოიწვია. მან ფრანგი სასტიკად გააკრიტიკა, თქვა, რომ ის მის კლიენტს უსამართლოდ და უპატივცემულოდ ექცევა. ჯიუფრედიმ ხაზი გაუსვა, რომ მარიო რუი „პარტენოპეელთა” გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია და ეს ლუჩანო სპალეტის მწვრთნელობის დროს კარგად ჩანდა….
მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ „ნაპოლის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს მოუბოდიშა. გეხსომებათ, რომ ჯიუფრედი დე ლაურენტისს მწარედ დაესხა თავს და განაცხადა, რომ პრეზიდენტი მის კლიენტს პატივს არ სცემს, შემდეგ კი „ნაპოლიმ” პორტუგალიელთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. აგენტმა TvPlay-ს კამერების წინაშე განაცხადა: „დე ლაურენტისს აზრი ჩემი ინტერვიუს გამო ნამდვილად არ შეუცვლია. მან მარიო რუის კონტრაქტი ჩემ გამო…
„ნაპოლის” მარცხენა მცველის მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ TVPlay-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა: „მინდა ნათელი მოვფინო რამდენიმე საკითხს. მე, როგორც მარიო რუის აგენტი ჩემი კლიენტისთვის ტრანსფერს არ ვეძებდი. მას კარიერის გაგრძელება „ნაპოლიში” სურს. სხვა აზრი არც ჰქონია. ჩვენ უბრალოდ კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელება გვინდოდა და დარჩენილი ორი წლის ხელფასის მცირედ შემცირებაზეც კი ვიყავით თანახმა, რაც…
მატეო პოლიტანოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ Canale 21-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი კლიენტის მომავლის შესახებ ილაპარაკა: „მას „ნაპოლიში” დარჩენა სურს. ის აქ თავს კარგად გრძნობს. შესაძლოა ამასწინათ აზრი მთლად კარგად ვერ გამოხატა და ჟურნალისტებმა ამით ისარგებლეს, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მას დარჩენა და „ნაპოლისთვის” მეოთხე სკუდეტოს მოგება უნდა”. შეგახსენებთ, რომ პოლიტანომ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes