„ნაპოლის” ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ისთვის ემზადება და რამდენიმე დღეში შეჯიბრებაში ჩართვება. სწორედ იქ, ნაკრების საწვრთნელ ცენტრში ისაუბრა „აძურის” 2022-23 წლების ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ კლუბსა და მის პრობლემებზე. „ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. სეზონის შედეგებზე რა გითხრათ, რაც იყო ის იყო. გონებით მეტი გვინდოდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ შევძელით. რას იზამ, ასეთია ფეხბურთი. ახლა,...
ჭდე: ფრანჩესკო კალცონა
საშუალო სკოლის მასწავლებელი უნივერსიტეტში
ორი დღეა იტალიურ მედიაში აგენტი მარიო ჯიუფრედი გააქტიურდა. ამის მიზეზი გახლავთ „ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და მისი კონფლიქტი კლუბთან. Tele A-ს ეთერში ლაპარაკისას ჯიუფრედი „აძურის” თავკაცს ფრანჩესკო კალცონას გადასწვდა. მოგეხსენებათ, კალცონა „ნაპოლის” გარდა სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელიც არის და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მიყავს. სერია A-ს ბოლო შეხვედრაში, „ლეჩეს” წინააღმდეგ, კალცონამ დი ლორენცო შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე...
კალცონა: რომ მოვედი საშინელება დამხვდა
უდინეში ფრედ, 1:1 ნათამაშევი მატჩის შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ პრეს-კონფერენციაზე თქვა: …ყოველთვის, როდესაც თამაში ბინძურ სახეს იღებს, ჩვენ გვიჭირს. ვიცოდი რა მეტოქის ფიზიკური მომზადება, ჩემს ფეხბურთელებს ბურთის საკუთარი კარიდან რაც შეიძლება შორს კონტროლი ვთხოვე, რასაც ხან ვახერხებდით და ხან ვერა. აუცილებლად უნდა გაგვეტანა მეორე გოლიც, რადგან როგორც წესი თავადაც ვუშვებთ და ჩავარდნისგან რამენაირად თავი...
კალცონა: ვცდილობ კვარას და ოსიმენს ავუხსნა, რომ ფეხბურთი კიდევ სხვა რამისგან შედგება
„ნაპოლისა” და „რომას” დღევანდელი შეხვედრის წინ ნეაპოლელთა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ DAZN -ს მისცა ინტერვიუ. გთავაზობთ ციტატებს: დებიუტი „ბარსელონასთან”: იმ დღეს სანამ ჩავის ხელს ჩამოვართმევდი იმდენი რამ მოხდა, რომ კარგად ვერც კი ვაცნობიერებდი, რამხელა მატჩი გვიახლოვდებოდა. დიდი ემოცია დამეუფლა. ასეთი რამ ყოველ დღე არ ხდება. გამარჯვება „იუვენტუსთან”: იმ დღეს „ნაპოლის” ყველა გულშემატკივარს თუნდაც ერთი დღით უდიდესი...
რა გააუმჯობესა კალცონამ?
„ნაპოლიმ” ფრანჩესკო კალცონას მიყვანა ხომ არ დაიგვიანაო, შიშობს პორტალი tuttonapoli და დასძენს, რომ ეს შეკითხვა ლოგიკურია, რადგან ერთი მხრივ გუნდს ჩავარდნა აქვს, მეორე მხრივ კი ახალი მწვრთნელი სტატისტიკას აუმჯობებსებს. მიმდინარე სეზონში „ნაპოლის” მესამე თავკაცი, რომელიც „აძურის” სათავეში 19 თებერვალს ჩაუდგა, იმთავითვე ურთულესი ამოცანის წინაშე იყო: ორიენტაციადაკარგული გუნდი გამარჯვების გზებზე უნდა დაებრუნებინა, მისთვის სახე აღედგინა. გარსიას...
კალცონა მონცაში სამ კაცს შეცვლის
„ატალანტასთან” შინ 0:3 დამარცხების შემდეგ „ნაპოლის” თავკაცი ფრანჩესკო კალცონა „მონცასთან” სტუმრობისთვის ემზადება. სეზონის დამთავრებამდე 8 ტურით ადრე მე-8 ადგილზე მყოფ ნეაპოლელთათვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეის მონაცემებით კონფერენციის ლიგაზე გამსვლელი პოზიცია „ატალანტას” უჭირავს — ბერგამოელები „ნაპოლის” 5 ქულით აღემატებიან და ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „აძურის” 7 ქულით უსწრებს ევროპის ლიგაზე გამსვლელი „რომა”, ჩემპიონთა...
კალცონა სლოვაკეთში აგებს და ნაპოლიზე ფიქრობს
ფრანჩესკო კალცონას სლოვაკეთის ნაკრებმა შინ, ბრატისლავაში, ავსტრიასთან ამხანაგური შეხვედრა წააგო – 0:2. ანგარიში პირველივე წუთზე „ლაიფციგის” კრისტოფ ბაუმგარტნერმა გახსნა, 82-ე წუთზე კი „ვესტ ბრომვიჩის” ანდრეას ვაიმანმა შეაგდო მეორე გოლი. ეს გახლდათ კალცონას მეოთხე მარცხი სლოვაკეთის ეროვნული გუნდის თავკაცის რანგში. „ნაპოლის” მწვრთნელმა სლოვაკეთის ნაკრები 2022 წლის სექტემბერში ჩაიბარა და გუნდი ევრო 2024-ზე ყოველგვარი ფლეი-ოფის გარეშე, პირდაპირ...
ნაპოლის სარი არ ასცდება
„რომასა” და „ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა სებინო ნელამ „რადიო რაისთვის” მიცემულ ინტერვიუში ნეაპოლელთა მომავალ მწვრთნელზე ილაპარაკა. მან თქვა: „ფეხბურთის სამყაროში მოტრიალე მეგობრისგან შევიტყვე, რომ „აძურას” სათავეში მაურიციო სარი ჩაუდგება და სპორტულ დირექტორად კი იგლი ტარეს წაიყვანს. ეს კლუბის მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება”. მოგეხსენებათ, სარი „ლაციოს” ედგა სათავეში, მაგრამ ცოტა ხნის წინ რომაული კლუბის...
გრაციანი კვარას, ოსიმენისა და გაცხელებული სუპის შესახებ
ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა, „ტორინოში”, „ფიორენტინაში”, „რომასა” და სხვა გუნდებში ნათამაშევმა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, 1975-76 წლების სკუდეტოს მფლობელმა, ჩემპიონთა თასის ფინალისტმა და მრავალი შედარებით მცირე ტიტულის მფლობელმა ფრანჩესკო გრაციანიმ რადიო Crc-ს ეთერში იტალიური კლუბების ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე ილაპარაკა. მან თქვა: „ლაციოს” იმედი უმეტეტესობას არ გვქონდა, „ნაპოლისა” და „ინტერისგან” კი უკეთეს თამაშს ველოდით. „ინტერმა” ორივე შეხვედრაში...
კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
დღეს ბარსელონაში ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩია: „ბარსა” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. პირველი შეხვედრა ნეაპოლში 1:1 დასრულდა. გუშინ, გაიმართა „აძურის” მწვრთნელის ფრანჩესკო კალცონას პრეს-კონფერენცია. გთავაზობთ მის რამდენიმე ამონარიდს: …არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს დღევანდელი შეხვედრა არის კვარაცხელია „ბარსელონას” წინააღმდეგ. ჩვენ ბევრი რამ გამოვასწორეთ. მე პირველი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანი საპასუხო თამაში გველის, ეს...









