ჭდე: მატეო პოლიტანო

Home მატეო პოლიტანო
ჟორჟის გოლმა ბედი მოატრიალა
ჩანაწერი

ჟორჟის გოლმა ბედი მოატრიალა

AS: „ჟორჟ მიქაუტაძემ მატეო პოლიტანოს შეცდომით ისარგებლა და „ვილიარეალის“ პირველი გოლი გაიტანა. მან გუნდის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო, როდესაც კევინ დე ბრუინის სახიფათო კონტრ-შეტევა წესის დარღვევით ჩაშალა. საბოლოოდ მონდომებამ დიდი ენერგია მოითხოვა და ის შეცვალეს“. გოლი მიქაუტაძემ 23-ე წუთზე გაიტანა, 33-ზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, 64-ზე კი მოედანი დატოვა. „ვილიარეალმა“ „ნაპოლის“ 3:1 მოუგო. ეს იყო...

პოლიტანოს აგენტმა კვარა გაკენწლა
ჩანაწერი

პოლიტანოს აგენტმა კვარა გაკენწლა

მატეო პოლიტანოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ ტელეკომპანია 11 Televomero-ს ეთერში, გადაცემა Il Bello del Calcio-ში თავისი კლიენტი ასე შეაქო: „ცხოვრებაში არიან ისეთები, რომლებიც გუნდიდან კვარასავით მიდიან და არიან ისეთები, რომლებიც ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, შარშან იანვარში პოლიტანომ რომ მიიღო. პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ათი დღით არაბეთში გამგზავრება და იქაურ კლუბთან „ალ შაბაბთან’’ დალაპარაკება მთხოვა. ეს კლუბი პოლიტანოს წელიწადში...

დაბრუნდებიან კვარა და პოლიტანო?
ჩანაწერი

დაბრუნდებიან კვარა და პოლიტანო?

„ნაპოლი’’ კვირა საღამოს „ვერონას’’ სამასპინძლოდ ემზადება. როგორც „ლა რეპუბლიკა’’ წერს, ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელების გზაზეა და დიდი ალბათობით შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა გარემარბმა „ფიორენტინასთან’’ წინა ტურის შეხვედრა კუნთის გადაღლის (მიპოათიის) გამო გამოტოვა. კვარაცხელია სავარაუდოდ თავის პოზიციას დაუბრუნდება, მის კონკურენტად მონათლული ბრაზილიელი დავიდ ნერეში კი კვლავ მარჯვნიდან ითამაშებს, სადაც ფლორენციაში კარგი დრიბლინგითა და ლამაზი გოლით...

კვარას კუნთი დაღლია და არ იქნება
ჩანაწერი

კვარას კუნთი დაღლია და არ იქნება

„ნაპოლიმ’’ „ფიორენტინათან’’ შეხვედრის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო ფლორენციაში გუნდთან ერთად არ გაემგზავრებიან. კვარას (გუშინდელ) ვარჯიშზე კუნთის გადაღლა (მიოპათია) შეამჩნიეს, პოლიტანოს კი ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც მარცხენა ფეხზე სოლეუსის კუნთის გაჭიმვა აჩვენა. კლუბის ოფიციალურ განცხადებას წინ უძღოდა მწვრთნელის ანტონიო კონტეს პრეს-კონფერენცია. მან თქვა: „პოლიტანო განაცხადში არ გვეყოლება, რადგან მას პრობლემური კვირა ჰქონდა....

პოლიტანო კონტეს ხელში
ჩანაწერი

პოლიტანო კონტეს ხელში

ბრაზილიელი გარემარბი დავიდ ნერეში „ნაპოლიმ’’ მარჯვენა ფრთის გასაძლიერებლად იყიდა. „აიაქსის’’, „შახტარის’’ და „ბენფიკას’’ ყოფილ ფეხბურთელს ორივე ფრთაზე ეხერხება თამაში, მაგრამ თავს მარჯვნივ უფრო კომფორტულად გრძნობს. ამის გამო ის ერთი შეხედვით მატეო პოლიტანოს ალტერნატივა  უნდა გამხდარიყო, მაგრამ სეზონის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ პოლიტანო დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ხელშეუხებელია. შესაბამისად, ანტონიო კონტემ ბრაზილიელი მარცხნივ, ხვიჩა კვარაცხელიას ფრთაზე...

გრაციანი: ნუ შეკუმშავთ კვარას
ჩანაწერი

გრაციანი: ნუ შეკუმშავთ კვარას

„მე სერია A-ს მე-12 ტურში „ველურ ბანდას’’ (1969 წლის ჰოლივუდის ვესტერნია) არ ველოდები, მაგრამ ის რაც ხდება სიურპრიზია, რომელიც ჩვენს ჩემპიონატს საინტერესოს ხდის, ― თქვა „რადიო მარტესთან’’ ინტერვიუში 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ფრანჩესკო გრაციანიმ და დასძინა, ― დღეს იტალიის ოთხი საუკეთესო გუნდია „ინტერი’’, „ნაპოლი’’, „ატალანტა’’ და „იუვენტუსი’’. „მილანი’’ გასაჭირშია, მასა და ამ ოთხეულს შორის თვალშისაცემი...

ნერეში ძირითადში ადგილს ითხოვს
ჩანაწერი

ნერეში ძირითადში ადგილს ითხოვს

„ნაპოლის’’ თავდასხმა მიმდინარე სეზონში ძალიან ძლიერია. იტალიური საიტები ხაზს უსვამენ, რომ ანტონიო კონტეს გუნდის წინა ხაზზე როგორც ძირითადის ასევე თადარიგის ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე თამაშობენ. განსაკუთრებული გამორჩევის ღირსი კი არის ბრაზილიელი დავიდ ნერეში, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. მისი როლი გუნდის წარმატებაში თვალშისაცემია. ნერეშის სათამაშო დრო შეზღუდულია. ჯერჯერობით კონტე მას შეხვედრაში 15 წუთს უთმობს,...

პოლიტანოს მანქანა იპოვეს
ჩანაწერი

პოლიტანოს მანქანა იპოვეს

როგორც ადრე მოგახსენეთ, სანაკრებო პაუზის დღეებში ნეაპოლური მედია ძირითადად მატეო პოლიტანოს მანქანის მოპარვის ამბით იყო დაკავებული. ბოლო ინფორმაცია კი ასეთია: სამართალდამცავებმა ავტომობილი ღამის განმავლობაში იპოვეს. „სმარტი” პოჯორეალე-პონტიჩელის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. ის კასორიას რაიონში ნაციონალე დელე პულიეს ქუჩაზე, ერთ-ერთი მოლის ავტოსადგომზე იდგა. მანქანაში ხელუხლებლად იდო ფეხბურთელის ნივთები, საკრედიტო და სხვა ფინანსური ბარათები, ნაღდი ფულიც კი....

ნეაპოლის კრიმინალური სახე
ჩანაწერი

ნეაპოლის კრიმინალური სახე

ძნელი სათქმელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელობა ნეაპოლელთათვის მნიშვნელოვანი არ არის თუ მიზეზი სხვაა, მაგრამ ფაქტია, რომ კამპანიის რეგიონის მას მედიის საშუალებებმა „ნაპოლის’’ ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებაზე გაცილებით უკეთ მატეო პოლიტანოს მანქანის მოპარვა გააშუქეს. მარჯვენა გარემარბი ქალაქის პრესტიჟულ უბან პოზილიპოში ლეონარდო სპინაცოლასთან ერთად ვახშმობდა და როდესაც ნავახშმევს ავტოსადგომზე გამოვიდა, მანქანა აღარ დახვდა. პოლიტანომ ქურდობის შესახებ...

კონტეს ტაქტიკა და პოლიტანოს როლი
ჩანაწერი

კონტეს ტაქტიკა და პოლიტანოს როლი

დავიდ ნერეში რასაკვირველია ტუზია, რომელსაც ანტონიო კონტე ყოველთვის დროულად ათამაშებს, მაგრამ როდესაც „ნაპოლიზე’’ ვლაპარაკობთ უპირველეს ყოვლისა უნდა ვახსენოთ ადამიანი, რომელიც სინიორ ანტონიოს ძალიან უადვილებს იმ ტაქტიკაზე გადასვლას მწვრნელმა პირველად ტურინში „იუვენტუსთან’’ შეხვედრაში რომ შემოგვთავაზა. ეს ადამიანი გახლავთ მატეო პოლიტანო. ის, კიდევ ერთი ცაცია სერიიდან „წინ და უკან მოტრიალე ისრები’’ – სირილ ნგონგე, მარცხნიდან ჯენტლმენი სახელად...