როგორც ადრე მოგახსენეთ, სანაკრებო პაუზის დღეებში ნეაპოლური მედია ძირითადად მატეო პოლიტანოს მანქანის მოპარვის ამბით იყო დაკავებული. ბოლო ინფორმაცია კი ასეთია: სამართალდამცავებმა ავტომობილი ღამის განმავლობაში იპოვეს.
„სმარტი” პოჯორეალე-პონტიჩელის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. ის კასორიას რაიონში ნაციონალე დელე პულიეს ქუჩაზე, ერთ-ერთი მოლის ავტოსადგომზე იდგა. მანქანაში ხელუხლებლად იდო ფეხბურთელის ნივთები, საკრედიტო და სხვა ფინანსური ბარათები, ნაღდი ფულიც კი.
სამართალდამცველები დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ პოლიტანოს აგენტ მარიო ჯიუფრედის. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით დაკარგულია გახლავთ საფულე, რომელზეც ფეხბურთელმა წინა დღეს თქვა, რომ გარდაცვლილი ახლობლის ნაჩუქარია და ყველა დაკარგულ ნივთზე ძვირფასია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
