ძნელი სათქმელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელობა ნეაპოლელთათვის მნიშვნელოვანი არ არის თუ მიზეზი სხვაა, მაგრამ ფაქტია, რომ კამპანიის რეგიონის მას მედიის საშუალებებმა „ნაპოლის’’ ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებაზე გაცილებით უკეთ მატეო პოლიტანოს მანქანის მოპარვა გააშუქეს. მარჯვენა გარემარბი ქალაქის პრესტიჟულ უბან პოზილიპოში ლეონარდო სპინაცოლასთან ერთად ვახშმობდა და როდესაც ნავახშმევს ავტოსადგომზე გამოვიდა, მანქანა აღარ დახვდა. პოლიტანომ ქურდობის შესახებ პოლიციაში განაცხადა, მეორე დილით კი ჩვეულებისამებრ კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე სავარჯიშოდ გამოცხადდა.
იტალიელმა ფლანგის მოთამაშემ ინსტაგრამზე დაწერა პოსტი, სადაც თქვა, რომ რაც მოხდა გულდასაწყვეტია, მაგრამ მანქანაში იდო საფულე, რომელიც მას აწგარდაცვლილმა ძვირფასმა ადამიანმა აჩუქა და იმედოვნებს, რომ ქურდები ამ ნივთს დაუბრუნებენ.
ახალ საფეხბურთო სეზონში „ნაპოლის’’ მოთამაშეების გაძარცვა-გაქურდვის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. პოლიტანომდე ნეაპოლელი კრიმინალების ხელი მისწვდათ დავიდ ნერეშსა და ჟუან ჟესუსს. დამნაშავეთა სამყაროს გააქტიურებამ საზოგადოებაში ბუნებრივი რეზონანსი გამოიწვია, რამაც ხელახლა გაააქტიურა ლაპარაკი ნეაპოლზე როგორც სახიფათო ქალაქზე. ადგილობრივებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და როგორც პროვინციებში ხშირად ხდება, თავიანთ პრობლემაზე მსჯელობის ნაცვლად თითის სხვისკენ გაშვერას შეუდგნენ ― იქ უარესიაო. ასე მაგალითად, napolipiu-მ დაწერა, რომ გაუგებარია, რატომ გამახვილდა ყურადღება პოლიტანოს, ნერეშისა და ჟესუსის შემთხვევებზე მაშინ, როდესაც მილანში 8 ოქტომბერს ძაღლით სეირნობის დროს სცემეს ტანმოვარჯიშეს, თავისუფალ ვარჯიშში 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ნიკოლა ბარტოლინის. თავდამსხმელს ბარტოლინისთვის მობილური ტელეფონის წართმევა უნდოდა, მაგრამ სპორტსმენმა თავადაც მისცხო მძარცველს ერთი-ორი და გააგდო. ინციდენტის შემდეგ ტანმოვარჯიშემ თქვა, რომ მილანი საშიში ქალაქი და ნამდვილი ჯუნგლებია. „წარმოიდგინეთ ჩემს ადგილზე დაუცველი ქალი რომ ყოფილიყო’’ ― თქვა ბარტოლინიმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
