„ნაპოლიმ’’ „ფიორენტინათან’’ შეხვედრის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო ფლორენციაში გუნდთან ერთად არ გაემგზავრებიან. კვარას (გუშინდელ) ვარჯიშზე კუნთის გადაღლა (მიოპათია) შეამჩნიეს, პოლიტანოს კი ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც მარცხენა ფეხზე სოლეუსის კუნთის გაჭიმვა აჩვენა.
კლუბის ოფიციალურ განცხადებას წინ უძღოდა მწვრთნელის ანტონიო კონტეს პრეს-კონფერენცია. მან თქვა: „პოლიტანო განაცხადში არ გვეყოლება, რადგან მას პრობლემური კვირა ჰქონდა. ფლორენციაში არც კვარა გვეყოლება. კვარას კუნთი ჰქონდა დაჭიმული და კვლავ აქვს მუხლის პრობლემა. გაუთვალისწინებელი მოვლენები ნებისმიერ სეზონს ახლავს თან. საბედნიეროდ, დღემდე შეცვლებს თავს კარგად ვართმევდით. ასე იყო ლობოტკას შემთხვევაში, ასეა ახლაც ბონჯორნოსთან დაკავშირებით’’.
როგორც იმავე პრეს-კონფერენციიდან გაირკვა, პოლიტანოს და კვარაცხელიას არყოფნაში კონტე მარჯვნივ დავიდ ნერეშის, ხოლო მარცხნივ ლეონარდო სპინაცოლას გამოყვანას აპირებს. სპინაცოლას შესახებ მწვრთნელმა თქვა:
„თავიდან ის სწორედაც რომ გარემარბი იყო, შეტევის ფაზაში ძლიერია. იგი შემდეგ გადაიყვანეს ლატერალად, ასე რომ ფლორენციაში სავარაუდოდ მას ვიხილავთ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 10:23რა ეუცნაურა ოუენ ჰარგრივზს
მთავარი ამბავი19/07/2026 | 09:44მატჩი, რომელიც არავის უნდოდა
მთავარი ამბავი18/07/2026 | 10:23დე ლა ფუენტეს და როდრის არგენტინელთა აგრესიულ ქცევაზე ჰკითხეს
სიახლეები18/07/2026 | 08:41დეშამი: ეს ამხანაგური მატჩი არ გეგონოთ
