„ლივერპულის’’ ეგვიპტელმა ვარსკვლავმა, 32 წლის მოჰამედ სალაჰმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბიდან წავა. ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი გახდება. მერსისაიდელებთან მისი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ექვსი თვე რჩება და მას ოფიციალურად აქვს უფლება მსოფლიოს ნებისმიერ კლუბთან დაიწყოს წინასწარი მოლაპარაკებები.
აქამდე სალაჰი ბუნდოვნად ამბობდა. ის იმეორებდა, რომ შეიძლება წავიდეს „ლივერპულიდან’’ ახლა კი დააზუსტა, რომ „ენფილდზე’’ აღარ დარჩება.
„მანჩესტერ იუნაიტედთან’’ საკვირაო შეხვედრის წინ ეგვიპტელმა თქვა, რომ ყოველ ზაფხულს შემდეგი სეზონის მიზნებს წერს და გასულ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგის კი არა, პრემიერლიგის მოგება დაგეგმა.
„ცხოვრებაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მეტად პრემიერლიგაში გამარჯვებას ვნატრობ. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ბოლოს (კოვიდის გამო) ისე გემრიელად ვერ ვიზეიმეთ, როგორც გვინდოდა და კიდევ იმიტომ რომ ეს ჩემი ბოლო წელიწადია „ლივერპულში’’. მინდა ქალაქს განსაკუთრებული სიხარული მოვუტანო’’, – თქვა მან.
ჟურნალისტები პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის თითოგზის მფლობელს ჩაეკითხნენ, ბოლო წელიწადთან დაკავშირებული ნათქვამის დაზუსტება სთხოვეს, რაზეც მან უპასუხა: „დიახ, ეს ჩემი ბოლო წელიწადია „ლივერპულში’’. კონტრაქტის ვადის გასვლამდე ექვსი თვეა დარჩენილი და კლუბთან დარჩენასთან დაკავშირებით საერთო ენა ჯერ ვერ გამოვნახე, თუმცა… მოდი მაინც დავიცადოთ და ვნახოთ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
