NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „ორლანდო მეჯიქმა“ ტორონტოში 106:97 გაიმარჯვა და სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. ფლორიდელთა გამარჯვებაში საკუთარი, არც თუ მცირე წვლილი, ქართველ ცენტრსაც შეიტანა, რომელიც სამმაგ დუბლსაც მიუახლოვდა.ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც მის ანგარიშზე 11 ქულა, 13 მოხსნა, 7 პასი, 3 დაფარება, 1 ჩაჭრა დაგროვდა და სეზონში მე-14 ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო წლეულს – პირველი. გოგამ შვიდიდან სამი ორქულიანი და რვიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო, ორი სამიანი კი ააცილა.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ შვიდი შედეგიანი პასი გოგას პირადი რეკორდია. „ორლანდოს“ ახლა 21 მოგება, 15 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე რჩება.
შემდეგ შეხვედრას „მეჯიქი“ ორლანდოში, 6 იანვარს, „იუტა ჯაზთან“ გამართავს.
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ კი სტუმრად „დენვერს“ 113:110 მოუგო და სატურნირო ცხრილში ვითარება გამოისწორა, თუმც იმავეს ვერ ვიტყვით მამუკელაშვილზე, რომელსაც სათამაშო დრო, ფაქტობრივად, აღარც ეძლევა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
