საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში მინდინარე „კარპატის თასზე“ მეორე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა – ტიტე კალანდაძის შეგირდებმა თურქეთი ნაკრები მარტივად, 32:27 დაამარცხეს.
თანაბარი დასაწყისის შემდეგ საქართველომ უპირატესობა მალევე მოიპოვა და ტაიმი სოლიდური ანგარიშით მოიგო – 19:11. ეს უკვე ის სხვაობაა, რომელიც თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა.
შესვენების შემდეგ ჩვენების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და სხვაობა 10-ბურთიანიც კი გახდა. ამის შემდეგ კალანდაძემ პატარ-პატარა ექსპერიმენტებსაც მიმართა. სხვაობამ ნელ-ნელა იკლო, თუმც ამხელა უპირატესობას განიავება უკვე ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო.
ხვალ საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელს ეთამაშება, რომელმაც პირველ ტურში თურქებს 36:25 აჯობა, ხოლო დღეს იმ სერბეთთან ფრედ – 31:31 ითამაშა, ვისთანაც ჩვენებმა უკვე წააგეს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
