მატეო პოლიტანოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ Canale 21-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი კლიენტის მომავლის შესახებ ილაპარაკა:
„მას „ნაპოლიში” დარჩენა სურს. ის აქ თავს კარგად გრძნობს. შესაძლოა ამასწინათ აზრი მთლად კარგად ვერ გამოხატა და ჟურნალისტებმა ამით ისარგებლეს, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მას დარჩენა და „ნაპოლისთვის” მეოთხე სკუდეტოს მოგება უნდა”.
შეგახსენებთ, რომ პოლიტანომ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ უფრო ხშირად სურს მოედანზე ყოფნა, რაზეც ზოგმა ექსპერტმა მიაძახა, მაშინ კვარაცხელიასავით უნდა თამაშობდეო.
ჯიუფრედი პოლიტანოს გარდა პორტუგალიელი მცველის მარიო რუის აგენტიც გახლავთ.
„მარიო რუისთან დაკავშირებით შეთანხმებას ორიოდ დღეში მივაღწევთ. პოლიტანოს საქმის მოგვარებას კი შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს”, — თქვა ჯიუფრედიმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
