დიმაროში, სადაც „ნაპოლი” სეზონისწინა შეკრებას გადის, 2023-24 წლების გუნდის ოფიციალურ პრეზენტაციაზე ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. აღტყიბენულმა ფანებმა პატარა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ფეხბურთელებს ემოციური შეხვედრა მოუწყვეს. საღამო ცნობილ დიჯეის დეჩიბელ ბელინის მიჰყავდა. მან ნამდვილი საფესტივალო განწყობა შექმნა.
მომენტი, რომელსაც ქომაგები მოუთმენლად ელოდნენ სცენაზე ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას ასვლა იყო. ფრანგმა სპეციალისტმა გულთბილი შეხვედრისთვის მადლობა გადაიხადა და დასძინა: „აქ ჩამოსვლის დღიდან გულშემატკივრების ბედნიერ სახეებს ვუყურებ. დიდი მადლობა ამ შეძახილებისა და მხარდაჭერისთვის”.
საღამოს წამყვანმა ჯერ კლუბის ტექნიკური თანამშრომლები წარადგინა, შემდეგ კი სცენაზე რიგრიგობით უხმო ფეხბურთელებს: ანგისა, დემე, ელმასი, ფოლორუნშო, გაეტანო, ლობოტკა, ზედადკა, ჟელინსკი, ლოსანო, პოლიტანო, რასპადორი, სიმეონე, ძერბინი… შემდეგ კი დადგა გამორჩევით ემოციური მომენტი. დეჩიბელ ბელინიმ ხვიჩა კვარაცხელიას გვარ-სახელი გამოაცხადა, რასაც საოცარი ოვაცია მოჰყვა. კვარაცხელიას შემდეგ დი ჯეიმ ვიქტორ ოსიმენს უხმო, რომელიც ასევე დიდი ხმაურის თანხლებით ავიდა სცენაზე, დამაგვირგვინებელი გამოცხადების პატივი კი კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოს ერგო.
„მადლობა ფანებს, რომლებიც ამ ფერისა და ფორმის პატივსაცემად ასეთი რაოდენობით შეიკრიბნენ. ნუ უსმენთ მედიას, ჩვენ ყველაფერს თქვენთვის ვაკეთებთ. მაგალითად, დღეს, ჩვენმა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ 2029 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. თანამშრომლობის გახანგრძლივებები გრძელდება. ბედნიერი ვარ, რომ ინტუიციამ არ მიღალატა და ახალი მწვრთნელი ცხრა დღეში ვიპოვე.
ჩვენ უნდა გავემგზავროთ კასტელ დი სანგროში, სადაც გაძლიერებული მოსამზადებელი შეკრება ჩატარდება და გუნდიც საბოლოოდ ჩამოყალიბდება. დაახლოებით 12 აგვისტოს მე თქვენ გეტყვით რას უნდა ველოდოთ შემდეგ სეზონში. გარსიასა და სხვა მწვრთნელების წყალობით ჩვენ კვლავ განვითარების გზას ვადგავართ”, — თქვა ბოლოს კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
