Breaking News

Day: May 27, 2024

კარლოს მოწონს დებატები

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის 38-ე ტურის „ბეტისთან“ მატჩის შემდეგ (0:0), ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის „დორტმუნდთან“ შემადგენლობის არჩევის შესახებ ისაუბრა. „მოსაფიქრებლად ერთი კვირა მაქვს, არის გარკვეული ეჭვები. პარასკევამდე ყველაფერს გავარკვევთ. ფინალის მომენტით ტკბობას ვაპირებთ. ამისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით და შაბათის მატჩის მოგებას ვეცდებით. მომწონს დებატები, რომელიც დაიწყო და შაბათამდე გაგრძელდება. ძალიან მომწონს“. მანამდე…

Read more

ნაპოლისა და ჯოვანი დი ლორენცოს შორის ყველაფერი დამთავრდა

„ნაპოლისა” და ჯოვანი დი ლორენცოს შორის ყველაფერი დამთავრდა, — ასეთი სათაური ეწერა TV Play-ზე ფეხბურთელის აგენტის მარიო ჯიუფრედის ინტერვიუს. ჯიუფრედიმ თავისი კლიენტის შესახებ ღიად ილაპარაკა. „დი ლორენცო ისევე როგორ მისი ყველა თანაგუნდელი კლუბის ახალ სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას ესაუბრა. მათ გასულ და მომავალ სეზონებზე ილაპარაკეს. დი ლორენცომ დირექტორს პირდაპირ უთხრა, რომ კლუბისგან ნდობის შემცირებას გრძნობს….

Read more

ძალოსნების სამი ლიცენზია

პარიზის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ლიცენზიანტთა სია გაიზარდა – პარიზში წამსვლელთა რიგებს სამი ძალოსანი შეემატა. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისგან შესაბამისი წერილი უკვე მიიღო, რომ პარიზის ოლიმპიურ ფიცარნაგზე შოთა მიშველიძე (61კგ), ირაკლი ჩხეიძე (102კგ) და ლაშა ტალახაძე (+109კგ) იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრებმა პარიზის საგზურებისთვის ხუთ სალიცენზიო ტურნირზე იასპარეზა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც ოლიმპიური ლიცენზიის მისაღებად…

Read more

დიდებული სეზონის ბოლო წერტილი

გიორგი მამარდაშვილმა დიდებული სეზონი დაასრულა, მაგრამ დაასრულა თუ არა მან კარიერის ვალენსიური პერიოდი, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. „ღამურებმა” ვიგოში „სელტასთან” 2:2 ითამაშეს და ლა ლიგის საბოლოო ცხრილში წინა სეზონზე შვიდი ადგილით მაღალი მე-9 პოზიცია დაიკავეს. შარშან ამ დროს „ვალენსია” ბოლო ტურში გადაურჩა გავარდნას, ასე რომ ერთი წლის წინანდელთან შედარებით რუბენ ბარახას გუნდს პროგრესი აქვს, თუმცა…

Read more

ilnapolista: მის ადგილზე აქედან გავიქცეოდი

„ნაპოლიმ” ვერც ბოლო შეხვედრაში ივარგა, შინ „ლეჩესთან” 0:0 ითამაშა. არადა რომ მოეგო, ახლა კონფერენციის ლიგის ფინალის მოლოდინში იქნებოდა: თუკი „ფიორენტინა” „ოლიმპიაკოსს” დაამარცხებს, ევროთასებზე იტალიის მეცხრე გუნდიც გავა. ვაგლახ, ეს „ნაპოლი” კი არა, „ტორინოა”. ბოლოს იტალიის ჩემპიონი ტრიუმფის მომდევნო სეზონში ევროთასებზე 27 წლის წინ ვერ გავიდა. ეს გუნდი გახლდათ „მილანი”, მაგრამ მილანელთა ვერგასვლა „ნაპოლის” ვერგასვლისგან განსხვავდება:…

Read more