წელი: 2024

Home 2024
გორგაძის ლელომ 2024 დახურა
ჩანაწერი

გორგაძის ლელომ 2024 დახურა

გასულ უქმეებზე საფრანგეთში 2024 წლის დასკვნითი სარაგბო ბატალიები შედგა და ამით ტოპ 14-ის პირველი წრე დასრულდა. მე-13 ტური რაგბის ქართველ მოყვარულთათვის სასიამოვნო მოვლენით დაიწყო: ბექა გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და ტურის გახსნით მატჩში თავისი „პოს“ სასტარტო შემადგენლობაშიც გამოჩნდა. მეტიც, აუტსაიდერ „ვანთან“ შეხვედრის 64-ე წუთზე ბორჯღალოსანთა 8 ნომერმა თავისი კლუბის ხანგრძლივი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ამ იერიშის დაბოლოებას...

კიეზა – ხვიჩას სავარაუდო შემცვლელი
ჩანაწერი

კიეზა – ხვიჩას სავარაუდო შემცვლელი

ითქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სეზონის ბოლოს „ნაპოლის’’ დატოვებს და არ არის გამორიცხული, მის შემცვლელად აურელიო დე ლაურენტისმა ფედერიკო კიეზა მიიყვანოს. მაგრამ, სად არის კიეზა, რომელიც წინა წლებში „იუვენტუსში’’ თამაშობდა, ბოლოხანს კი თვალსაწიერიდან გაქრა? გასულ ზაფხულს ის „ლივერპულში’’ გადავიდა, ოღონდ ტრანსფერმა არ გაამართლა. მერსისაიდელთა თავკაცი არნე სლოტი კიეზაზე დიდ იმედებს ამყარებდა. ჰოლანდიელმა იტალიელი ფლანგელი ძვირადაც არ...

მსოფლიო რაგბის ქართველი
ჩანაწერი

მსოფლიო რაგბის ქართველი

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ უკანახაზელი დავით ნინიაშვილი 2024 წლის მსოფლიოს რაბგის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. „ჩვენს საუკეთესოთა კრებულში ბოკედან ბევრი მოხვდა, ამასთან ერთად ორიოდე შოტლანდილი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი ქართველიც გამოვარჩიეთ“ – წერს Daily Mail. თავად ნინიაშვილის კი, გამოცემა ასე ახასიათებს: „დავით ნინიაშვილი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ტალანტია, რომელიც ევროპულ საკლუბო რაგბიში კაშკაშებს და საქართველოს ნაკრებშიც...

კვარა ნაპოლიდან უეჭველად წავა
ჩანაწერი

კვარა ნაპოლიდან უეჭველად წავა

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ’’ „ვენეციას’’ შეცვლაზე შესული ჯაკომო რასპადორის გოლით 1:0 მოუგო და „ატალანტას’’ წამოეწია. ბერგამოელები „პარტენოპეელებს’’ მხოლოდ გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობით ჯობიან. შეხვედრის პირველ ტაიმში რომელუ ლუკაკუმ პენალტი ვერ გაიტანა. ციდან ვარსკვლავები არც სხვა ნეაპოლელებს მოუწყვეტიათ, მაგრამ იტალიური საიტები მაინც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს უკირკიტებენ. თუკი მასპინძლეთაგან ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ურიგოდ...

ხვიჩას სიჯიუტეს და კარში დარტყმას უწუნებენ
ჩანაწერი

ხვიჩას სიჯიუტეს და კარში დარტყმას უწუნებენ

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ’’ ჯაკომო რასპადორის გოლით „ვენეციას’’ 1:0 მოუგო. 18 ტურის შემდეგ ნეაპოლელებს და ბერგამოს „ატალანტას’’ 41 ქულა აქვთ. გატანილ და გაშვებულ გოლთა უკეთესი სხვაობის გამო ცხრილში პირველ ადგილზე „ატალანტაა’’. კვარაცხელიამ მოედანზე 75 წუთი დაჰყო. ქვემოთ გთავაზობთ შეფასებებს, რომლებიც ქართველ გარემარბს იტალიურმა საიტებმა დაუწერეს. calciomercato — 6.0 კვარაცხელიას საფირმო ნიშანი მიმართულების მოულოდნელი ცვლაა. ამ ხერხით ის...

ჯაბა დინამოშია!
ჩანაწერი

ჯაბა დინამოშია!

თბილისის „დინამოს“ ჯაბა კანკავა დაუბრუნდა… დაუბრუნდა 20 წლის შემდეგ. კონტრაქტი ჯერჯერობით ერთწლიანია, თუმც ვინ იცის, 38 წლის ფეხბურთელი ფიზიკურად თავს ახლაც მშვენივრად გრძნობს და მისი ხასიათის გათვალისწინებით, მშობლიურ გუნდს, ეგებ მეტხანსაც შემორჩეს. „დინამოდან“, სადაც შედგა კიდეც საქართველოს ნაკრების მომავალი კაპიტნის დებიუტი დიდ ფეხბურთში, კანკავამ ვლადიკავკაზის „ალანიას“ მიაშურა, შემდეგ კი იყო: კიევის „არსენალი“, „დნეპრი“, კრივბასი“, ფრანგული...

ჩაკვეტაძემ ინგლისში მეორე გოლი გაიტანა [VIDEO]
ჩანაწერი

ჩაკვეტაძემ ინგლისში მეორე გოლი გაიტანა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონშიპში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კარდიფს“ მასპინძლობს. „კარდიფი“  მეორე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ ჩაკვეტაძემ 38-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და ინგლისის ჩემპიონშიპში მეორე გოლი გაიტანა. „უოტფორდმა“ პირველ ტაიმში ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხა, მეორე გოლი გაუშვა და 1:2 მარცხდება.

ხელბურთელები კარპატის თასზე
ჩანაწერი

ხელბურთელები კარპატის თასზე

ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ვაჟთა ხელბურთელთა ნაკრებს ოთხი მატჩი დარჩა. ყველა 2025 წლის მარტსა და მაისში გაიმართება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მარტის თამაშებს: 13-ში ჩვენი გუნდი ბოსნიას უმასპინძლებს, ხოლო 16-ში ესტუმრება; შემდეგ იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი საშინაო თამაში საბერძნეთთან (7 მაისი), ხოლო ჯგუფურ ეტაპს  ჩვენები11 მაისს ისლანდიასთან სტუმრობით დაასრულებენ. სადღეისოდ, ორი მოგებით ლიდერი ისლანდიაა,...

როგორ შეაფასეს გოგლიჩიძის თამაში?
ჩანაწერი

როგორ შეაფასეს გოგლიჩიძის თამაში?

„ჯენოამ’’ წაუგებელი სვლა განაგრძო, საახალწლოდ სტუმრად დაამარცხა საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ – 2:1 და 18 ტურის შემდეგ გაუტოლდა კიდეც მას. ახლა ორივე გუნდს 19 ქულა აქვს და ცხრილში მე-12 და მე-13 ადგილებზე არიან. გოგლიჩიძე თავიდან კარგად თამაშობდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე, წამით მოადუნა ყურადღება, რასაც „ემპოლის’’ საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. იმავე ეპიზოდში, რამდენიმე წამში, საბამ...

ვაჩვენე, რომ ძლიერი ვარ, ეს სიგიჟეა…
ჩანაწერი

ვაჩვენე, რომ ძლიერი ვარ, ეს სიგიჟეა…

გასულ უქმეებზე დასრულდა 39 წლის სევილიელი ხესუს ნავასის დიდი საფეხბურთო  კარიერა. ესპანელის პატივსაცემად, მადრიდის „რეალთან“ „სევილიას“ გასვლითი მატჩის წინ გუნდებმა ლამაზი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გამართეს. ნავასი სათადარიგო გახლდათ, მაგრამ სასტარტო სასტვენამდე ორივე გუნდის ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონისა და ევროს ორგზის გამარჯვებულთან გამომშვიდობებისას, საპატიო დერეფანში დადგნენ და ვეტერანს ოვაციებით მიესალმნენ, მათ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნებიც შეუერთდნენ. ამ დროს ხესუსი აცრემლდა. „რეალმა“...