წელი: 2024

Home 2024
დანილომ იუვენტუსს ნაპოლიში გაშვება სთხოვა
ჩანაწერი

დანილომ იუვენტუსს ნაპოლიში გაშვება სთხოვა

„იუვენტუსის’’ ბრაზილიელი მცველი დანილო ტურინელთა მწვრთნელის ტიაგო მოტას გეგმებში აღარ შედის. როდესაც მისი თანამემამულე გლეისონ ბრემერი დაშავდა მას თითქოს შემადგენლობაში დაბრუნების შანსი მიეცა, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა. დანილოს ტურინელებთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აქვს და კლუბისგან თავისუფალი აგენტის სტატუსს ითხოვს. მას ზაფხულამდე მოცდა არ უნდა, იანვარშივე სურს ახალ კლუბში გადასვლა. ცხადია, 33 წლის მცველი ბოლო...

სასტარტოში სავარაუდოდ კვარა და ნერეში იქნებიან
ჩანაწერი

სასტარტოში სავარაუდოდ კვარა და ნერეში იქნებიან

მატეო პოლიტანომ „ვენეციასთან’’ თამაშამდე ორი დღით ადრე „ნაპოლის’’ ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო. მიზეზი: გრიპი. შეძლებს თუ არა ანტონიო კონტეს შეუცვლელი მარჯვენა გარემარბი კვირის შეხვედრაში მონაწილეობას (ვარჯიში რომც განაახლოს) დღეს-ხვალ გაირკვევა, თუმცა ნეაპოლური მედია დაჟინებით წერს, რომ ეუსებიო დე ფრანჩესკოს გუნდის წინააღმდეგ პოლიტანოს ფრთაზე დავიდ ნერეში ითამაშებს, ხოლო მარცხნივ, ჩვეულ ადგილს, ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდება. ამის...

კორბერანი: 90 წუთი მეტოქის ნახევარზე
ჩანაწერი

კორბერანი: 90 წუთი მეტოქის ნახევარზე

გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა AS-მა „ვალენსიას’’ ახალი მწვრთნელის კარლოს კორბერანის შესახებ დაწერა. გამოცემა ამბობს, რომ კორბერანი ვალენსიიდან 26 კილომეტრში, ჩესტეშია დაბადებული. მშობლიური ავტონომიის დედაქალაქის გუნდთან მან 2027 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. ესპანეთში კორბერანს ნაკლებად იცნობენ, ინგლისის ჩემპიონშიფში კი ლამისა ჯადოქრად მიაჩნიათ ― მისი ხელმძღვანელობით „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი’’ მეხუთე ადგილით ფლეი-ოფში გავიდა. გუნდს პრემიერლიგამდე ერთი ნაბიჯიღა ჰქონდა...

პოლიტანო კონტეს ხელში
ჩანაწერი

პოლიტანო კონტეს ხელში

ბრაზილიელი გარემარბი დავიდ ნერეში „ნაპოლიმ’’ მარჯვენა ფრთის გასაძლიერებლად იყიდა. „აიაქსის’’, „შახტარის’’ და „ბენფიკას’’ ყოფილ ფეხბურთელს ორივე ფრთაზე ეხერხება თამაში, მაგრამ თავს მარჯვნივ უფრო კომფორტულად გრძნობს. ამის გამო ის ერთი შეხედვით მატეო პოლიტანოს ალტერნატივა  უნდა გამხდარიყო, მაგრამ სეზონის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ პოლიტანო დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ხელშეუხებელია. შესაბამისად, ანტონიო კონტემ ბრაზილიელი მარცხნივ, ხვიჩა კვარაცხელიას ფრთაზე...

ბითაძე ორმაგამდე ჩხუბმა არ მიუშვა
ჩანაწერი

ბითაძე ორმაგამდე ჩხუბმა არ მიუშვა

გოგა ბითაძის „ორლანდო“ მაგარ სვლაზეა და ბოლო მატჩში გასული სეზონის ჩემპიონი „ბოსტონი“ დაამარცხა – 108:104. ორლანდოელებმა ისევ შემოატრიალეს თამაში, თუმც წინასგან განსხვავებით, ახლა პირველ ტაიმში ჩამორჩებოდნენ 15 ქულით. რაც შეეხება ბითაძეს, სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 2-2 ჩაჭრა და დაფარება დააგროვა. „ორლანდოს“ ქართველმა ცენტრმა შვიდი...

დე ლაურენტისი: ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას
ჩანაწერი

დე ლაურენტისი: ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას

„ნაპოლის’’ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავისი კლუბის პარტნიორი რადიოს Radio Crc-ს ეთერიდან ნეაპოლელ გულშემატკივარს შობა მიულოცა. „2024 წელი ორ ნაწილად იყო გაყოფილი: პირველი ექვსი თვე და მეორე ექვსი თვე. ჩვენ 14 წლის განმავლობაში ერთადერთი კლუბი ვიყავით, ვინც ყოველ წელიწადს გამოვდიოდით ევროთასებზე. მაგრამ, შემდეგ ჩავარდნა გვქონდა. მე შეცდომები დავუშვი, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. მე ვარ „დეუს...

ვალენსიას შობაზე კარლოს კორბერანი მიუვიდა
ჩანაწერი

ვალენსიას შობაზე კარლოს კორბერანი მიუვიდა

„ვალენსიას’’ ახალი თავკაცი ჰყავს ― აქამდე ინგლისის ჩემპიონშიფში მომუშავე პოპულარული (მეტიც, როგორ AS წერს მოდური) ახალგაზრდა მწვრთნელი კარლოს კორბერანი. ის რუბენ ბარახას შეცვლის. ესპანურმა კლუბმა შეატყობინა „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს’’ რომ მის გამოსასყიდ 2.4 მილიონ ევროს იხდის. კორბერანი, რომელსაც მიაჩნია, რომ „ვალენსიაში’’ მუშაობა მისთვის ცხოვრების მიერ ნაბოძები დიდი შანსია „ჩეებთან’’ კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე და კიდევ...

შეიძლება მალე ოსიმენზე სიახლე გავიგოთ
ჩანაწერი

შეიძლება მალე ოსიმენზე სიახლე გავიგოთ

ბოლო დღეებში ვიქტორ ოსიმენის თემა გააქტიურდა. ნიგერიელი რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლის’’ საკუთრებაა, მაგრამ „გალათასარაიში’’ თამაშობს, შესანიშნავ ფორმაშია ― თურქეთის სუპერლიგისა და ევროლიგის 15 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. ოსიმენის შეძენა ბევრ გუნდს სურს. ამბობენ, რომ მას „ნაპოლი’’ ზაფხულში გაყიდის, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, საკითხი ახლა, იანვრის სატრანსფერო ბაზარზეც რომ წამოწიონ. transfermarkt -ის თანახმად ოსიმენის ფასი...

მამარდას მწვრთნელი გაუშვეს
ჩანაწერი

მამარდას მწვრთნელი გაუშვეს

„ვალენსიას’’ ლეგენდა რუბენ ბარახა „ღამურების’’ თავკაცის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელი აღარ არის. მიმდინარე სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდს ისტორიაში უარესი სტარტი ჰქონდა, არადა წინა სეზონში გულშემატკივარს ევროთასებზე დაბრუნების იმედიც კი ჩაუსახა. იმ ოცდაათ მწვრთნელს შორის, ვინც „ვალენსიას’’ ყველაზე მეტ შეხვედრაში მწყემსავდა, ბარახას ბოლო შედეგი აქვს, მაგრამ მისი პერიოდი მაინც ორ ნაწილად იყოფა. მან „ჩეები’’...

თედოს 100
ჩანაწერი

თედოს 100

გასულ უქმეებზე საფრანგეთის წამყვან სარაგბო ლიგებში მორიგი ტური გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ლეგიონერებს ინდივიდუალური თვალსაზრისით თავი დიდად არ გამოუჩენიათ, თუ არ ჩავთვლით თედო აბჟანდაძის ორ ზუსტ დარტყმას. ტოპ 14 ევროპის უძლიერეს ლიგაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. „ბორდომ“ ლევან ჩილაჩავას „კასტრს“ მძიმე ბრძოლაში სტუმრად 13:3 აჯობა და 41 ქულას მოუყარა თავი. ჩილაჩავას დიდი ჯაფა დაადგა –...