წელი: 2024

Home 2024
როგორ შეცვლის მაცარი ნაპოლის თამაშს?
ჩანაწერი

როგორ შეცვლის მაცარი ნაპოლის თამაშს?

ყველა საფეხბურთო მატჩის შემდეგ სერია A აქვეყნებს ტაქტიკურ ანალიზს, რომელშიც ნაჩვენებია თუ საშუალოდ რა პოზიციაზე თამაშობდა თითოეული ფეხბურთელი ცალკე შეტევის და ცალკე დაცვის დროს. „ნაპოლისა” და „მონცას” შეხვედრაში ყველას გაუკვირდა რატომ ათამაშა ვალტერ მაცარიმ დისკვალიფიცირებული მატეო პოლიტანოს ადგილზე ალესიო ძერბინი და არა იესპერ ლინდსტრომი. როგორც ირკვევა, ამ არჩევნაის მიზეზი იყო ძერბინის უმჯობესი ფიზიკური ფორმა —...

ოსიმენი შეკრებაზე ჯერ არ გამოჩენილა
ჩანაწერი

ოსიმენი შეკრებაზე ჯერ არ გამოჩენილა

მომდევნო კვირაში ნიგერიის ნაკრებს აფრიკის თასი ეწყება, ვიქტორ ოსიმენი კი ეროვნული გუნდის ბანაკში ჯერ არ გამოჩენილა. „სუპერარწივებმა” აბუ დაბის საწვრთნელ ბაზაზე წუხელ ბოლო შეკრება დაიწყეს. ეს ინფორმაცია საკუთრივ ნიგერიელთა გუნდიდან გავრცელდა, რომლის მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციაში წერია ყველა გამოცხადებული ფეხბურთელის გვარი, „ნაპოლის” თავდამსხმელის ხსენება კი არ არის. არადა, ოსიმენი ნეაპოლიდან ლაგოსს ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს...

მერეტის ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე ეგონათ
ჩანაწერი

მერეტის ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე ეგონათ

„ნაპოლის” მეკარე ალექს მერეტი „მონცასთან” შეხვედრაში დაშავდა და მატჩის მსვლელობისას შესაცვლელი გახდა — მის ნაცვლად კარში დედით უკრაინელი ნიკიტა ბარანოვსკი-კონტინი ჩადგა. საერთოდ „აძურის” მეორე მეკარე პიერლუიჯი გოლინია, მაგრამ ამ დღეს ისიც დაშავებული იყო. მერეტმა, რომელიც ნეაპოლიდან შორს, უდინეშია დაბადებულ-გაზრდილი გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა და აღმოჩნდა, რომ უფრო სერიოზულად არის დაშავებული ვიდრე ეგონათ. მის მკურნალობას საკმაო...

იანვრის თვეა შენი
ჩანაწერი

იანვრის თვეა შენი

დადგა 2024. 5 იანვარს სერია A ჩემპიონატს განაახლებს. „ბოლონიისა” და „ჯენოას” მატჩით დაიწყება მე-19 ტური. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” 7 იანვარს საქართველოს დროით 18 საათზე სტუმრად ხვდება „ტორინოს”. როგორ თამაშობენ სერია A-ს გუნდები იანვარში? ამ საკითხით რამდენიმე იტალიური მედია-საშუალება დაინტერესდა. „კორიერე დელო სპორტმა” დათვალა ბოლო ხუთი წლის შედეგები და შედეგად მიიღო, რომ წლის პირველ თვეში ყველაზე...

მამარდამ და ღამურებმა წელი გამარჯვებით დაიწყეს
ჩანაწერი

მამარდამ და ღამურებმა წელი გამარჯვებით დაიწყეს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” 2024 წელი მოგებით დაიწყო — „ვილიარეალი” დაამარცხა 3:1. ეს გახლდათ „ღამურების” ზედიზედ მეორე გამარჯვება ლა ლიგაში, „ყვითელი წყალქვეშა ნავი” კი კვლავ რთულ დღეშია — მარსელინო ამ სეზონში ფორმალურად მისი მესამე მწვრთნელია, მაგრამ შედეგი არ ჩანს. და რუბენ ბარახამ კოლეგას აჯობა. „ვალენსია” „ვილარეალზე” უკეთესი იყო როგორც ბურთის გორებაში ასევე მაღალ ბურთელბზე თამაშში. როგორც...

ქართველებმა წელი ლელოებით გააცილეს
ჩანაწერი

ქართველებმა წელი ლელოებით გააცილეს

საფრანგეთსა და ინგლისში ზედ ახალი წლის დადგომამდე სარაგბო ჩემპიონატების მორიგი ტური გაიმართა. რას იზამ, კალენდარი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება სანაკრებო და საევროთასო ფანჯრების გამო, ჰოდა ევროპის მოწინავე სარაგბო ქვეყნებს პაუზების გარეშე უწევთ არსებობა. ჰოდა, ამ საზეიმო განწყობამ ჩვენი ბიჭების გაბრწყინება მოიტანა – ტოპ 14-ის ტურში ერთბაშად სამი ქართული ლელო გავიდა, თან ერთი მეორეზე ლამაზი....

მსაჯებს შეცდომები რომ არ დაეშვათ
ჩანაწერი

მსაჯებს შეცდომები რომ არ დაეშვათ

napolipiu წერს, რომ მსაჯები „ნაპოლის” საწინააღმდეგო შეცდომებს ფაქტობრივად ყოველ შეხვედრაში უშვებენ, იტალიური მედია კი ჩუმადაა. თუმცა, ბოლო ტურის შემდეგ, რომელშიც ვალტერ მაცარის გუნდმა შინ „მონცა” ვერ დაამარცხა (0:0) Repubblica-ს ჟურნალისტმა მარკო აციმ აზრის გამოხატვისგან თავი ვერ შეიკავა. „კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეშობამ და მუდმივმა პროვოკაციებმა უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. ამას აძლიერებს მსაჯების ჩუმი ნებართვა და მეტოქე გუნდების...

გინახავთ კვარაცხელიასთან უხეშობის გამო ვინმე გაეძევებინოთ?
ჩანაწერი

გინახავთ კვარაცხელიასთან უხეშობის გამო ვინმე გაეძევებინოთ?

„ნაპოლის” ახალგაზრდული გუნდის ანუ პრიმევერას ყოფილმა მწვრთნელმა ერნესტო აპუცომ რადიო Kiss Kiss-თან ინტერვიუში „პარტინეოპეელთა” შესახებ ილაპარაკა. მან თქვა: „იმ ხალხისთვის, ვინც „ნაპოლის” წინა ორ ჩემპიონობას მოესწრო 2023 უფრო მეტად სასიხარულო წელი იყო, თუმცა წლის ბოლო დამთრგუნველი გამოდგა. ფეხბურთი ბევრი კომპონენტისგან შედგება. გასულ სეზონში „ნაპოლიმ” ასე კარგად რატომ ითამაშა იცით? იმიტომ, რომ გოლი ვისაც გინდა გაეტანა,...

რამდენი ფული აქვს ნაპოლის?
ჩანაწერი

რამდენი ფული აქვს ნაპოლის?

„ყველაფერი რაც აქამდე მოხდა ჩემი ბრალია. ფეხბურთელები და მწვრთნელები არაფერ შუაში არიან, პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვარ. ცხრილში გუნდის დღევანდელი მდგომარეობის გამო ნეაპოლელებს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ჩემპიონატი ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, ხოლო ჩვენ აუცილებლად გავალთ სატრანსფერო ბაზარში”, — თქვა „მონცასთან” შინ 0:0-ს შემდეგ „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა. დამაფიქრებელი სიტყვებია, რომლებიც calciomercato-ს ჟურნალისტის სიმონე ჯერვასიოს აზრით...