napolipiu წერს, რომ მსაჯები „ნაპოლის” საწინააღმდეგო შეცდომებს ფაქტობრივად ყოველ შეხვედრაში უშვებენ, იტალიური მედია კი ჩუმადაა. თუმცა, ბოლო ტურის შემდეგ, რომელშიც ვალტერ მაცარის გუნდმა შინ „მონცა” ვერ დაამარცხა (0:0) Repubblica-ს ჟურნალისტმა მარკო აციმ აზრის გამოხატვისგან თავი ვერ შეიკავა.
„კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეშობამ და მუდმივმა პროვოკაციებმა უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. ამას აძლიერებს მსაჯების ჩუმი ნებართვა და მეტოქე გუნდების მწვრთნელთა ხელთ არსებული შესაძლებლობა განახორციელონ ხუთი ცვლილება, რაც მარტო „ნაპოლის” კი არ აზარალებს, არამედ მთელ სერია A-ს ართმევს სანახაობრივ მხარეს”, — დაწერა აციმ.
შემდეგ napolipiu-ს სტატიაში წერია, რომ მსაჯები ვალდებულები არიან ფეხბურთის სამართლიანობასა და სანახაობაზე იზრუნონ, „ნაპოლის” კი გარდა იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ცხრა(!) დამსახურებული პენალტი არ დაარტყმევინეს, ჩანაწერებში ჩანს, რომ მისი ფეხბურთელების წინააღმდეგ ჩადენილი ბევრი უხეშობა მსაჯებმა უყურადღებოდ დატოვეს. აქ ლაპარაკია უამრავ ყვითელ ბარათზე, რომელიც წესით მოწინააღმდეგისთვის უნდა ეჩვენებინათ.
ნეაპოლური პორტალი წერს: „გავიხსენოთ, რომ მსაჯის შეცდომამ მარადონას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული წაართვა და ამის მიუხედავად არსებობს ხალხი, რომელსაც ჰგონია, რომ ერთი-ორი ფეხბურთელის ყიდვით ჩვენ შევძლებთ წინააღმდეგობა გავუწიოთ იმას, რაც მსაჯებმა „ნაპოლის” წინააღმდეგ ჩაიფიქრეს.
იტალიის ჩემპიონატის ბოლო ექვს ტურში ყველაფერი მოხდა. ეს „ატალანტასთან” მატჩის დღეს დაიწყო, როდესაც კვარაცხელიას უამრავჯერ მიარტყეს ფეხებში და ბოლოს ჰანს ჰატებორი არ გააძევეს მოედნიდან. ანდა როგორ შეიძლება ორიოდ ფეხხბურთელის ყიდვამ აღკვეთოს ის, რაც „ნაპოლისა” და „ინტერის” შეხვედრაში მსაჯმა დავიდე მასამ გააკეთა — ნეაპოლელთა კარში ჩათვალა გოლი, რომელიც არ უნდა ჩათვლილიყო, მილანელთა კარში კი ორი პენალტი არ დანიშნა. ანდა, ახალი მოთამაშე როგორ გააწონასწორებს დანიელე ორსატოს საქციელს, როდესაც „იუვენტუსთან” შეხვედრაში კვარაცხელია გააფრთხილა (რომელსაც ფეხბში ურტყამდნენ), გატი და კამბიასო კი (რომლებიც ურტყამდნენ) დაუსჯელი დატოვა…”
სტატიაში „ნაპოლის” წინააღმდეგ უსამართლო მსაჯობის სხვა მაგალითებიც წერია, შემდეგ კი განხილულია, როგორც ეპყრობიან „ინტერს”, რომელსაც წერილის ავტორის აზრით არათუ მოედანზე მყოფი არბიტრი, არამედ VAR-იც კი სწყალობს.
და ბოლოს napolipiu-ს მოყავს სერია A-ს რეალური (ფოტოზე მარცხნივ) და წარმოსახვითი (ფოტოზე მარჯვნინვ) ცხრილები, სადაც ნაჩვენებია ვინ რომელ ადგილზე იქნებოდა მსაჯებს შეცდომები რომ არ დაეშვათ. ფოტოზე ამ ცხრილის ზედა ნახევარია მოტანილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
მთავარი ამბავი23/06/2026 | 08:31მბაპე, წვიმა, მბაპე
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 09:21გუნდების რაოდენობის გაზრდა შეიძლება დაბრკოლდეს
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 08:36ყველაზე, ყველაზე იამალი
