წელი: 2024

Home 2024
მართალი დიეგო
ჩანაწერი

მართალი დიეგო

დიეგო მარადონას გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ იტალიის საკასაციო სასამართლომ მიიღო აპელაცია, რომელიც ეხება გადასახადებიდან თავის არიდების საქმეს. საუბარია თანხაზე, რომელიც სადღეისოდ 37 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ამიერიდან საბოლოო განაჩენი მეორე ხარისხის რეგიონული საგადასახადო კომისიის ხელშია, თუმცა მარადონას ოდინდელი ვექილი ანჯელო პიზანი ამბობს, რომ საქმე უკვე დახურულად შეიძლება ჩაითვალოს. უმაღლესმა სასამართლომ ამასწინანდელი ვერდიქტოთ დაადასტურა 2021 წლის გადაწყვეტილება,...

ზაფხულში ოსიმენი და ჟელინსკიც წავლენ…
ჩანაწერი

ზაფხულში ოსიმენი და ჟელინსკიც წავლენ…

ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ „ნაპოლის” სატრანსფერო საქმეებზე RAI 2-თან ილაპარაკა. „მიმდინარე სეზონის ბოლოს ნეაპოლური კლუბი სკუდეტოს გარდა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელსაც დაკარგავს. ივნისში გუნდიდან წავლენ ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც განახლებულ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა უწერია და პიოტრ ჟელინსკი, რომლის ძველ ხელშეკრულებასაც ვადა გაუდის, ხოლო ახალი შეთანხმება ვერ ხერხდება. გარდა ამისა, საუდელ არაბებს მატეო პოლიტანოს შეძენა სურთ. ვალტერ მაცარიმ კლუბს...

ჯიუფრედი: ნეაპოლელებს მოკლე მეხსიერება აქვთ
ჩანაწერი

ჯიუფრედი: ნეაპოლელებს მოკლე მეხსიერება აქვთ

„ნაპოლის” ფეხბურთელების ჯოვანი დი ლორენცოსა და მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ Radio Crc-თან ინტერვიუში თქვა: „კრიტიკის მოსმენა ფეხბურთელის პროფესიის ნაწილია, რაც დი ლორენცომ კარგად იცის. ამ ბიჭს ფართე მხრები აქვს. ის იყო „ნაპოლის” კაპიტანი საჩემპიონო სეზონში და ახლაც, როდესაც საქმეები კარგად აღარ მიდის, სირთულეებს თვალს ჯიქურ უსწორებს. ჯოვანი წუხს, რომ „ნაპოლიში” ვითარება აირია და ვფიქრობ,...

დე ლაურენტისმა ისევ სამწლიანი შესთავაზა
ჩანაწერი

დე ლაურენტისმა ისევ სამწლიანი შესთავაზა

ჟურნალისტმა მიქელე კრისჩიტიელომ SportItalia Calciomercato-თან საუბარში თქვა, რომ მომავალ სეზონში „ნაპოლის” შეიძლება ახალი მწვრთნელი გაუძღვეს. „ჩვენ გავიკითხ-გამოვიკითხეთ და დაბეჯითებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ დღეებში აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს შეხვდა. „აძურის” პრეზიდენტს სურს ზაფხულიდან გუნდი სალენტოელ მწვრთნელს ჩააბაროს. მან კონტეს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. კონტემ რა უპასუხა? მას არც ჰო უთქვამს და არც არა. „იუვენტუსის”, იტალიის...

მეკვლე ხორვატიაში…
ჩანაწერი

მეკვლე ხორვატიაში…

2024 წელს მეკვლე გუნდურ სახეობებში წყალბურთელთა ნაკრები გამოდგა. კარგია, რომ სპორტში არ არიან სხვის ფეხზე თუ წყალზე დამოკიდებულნი და იმედია, თავიანთ საქმეს წლეულს იმაზე უკეთ გააკეთებენ, ვიდრე დეიან სტანოიევიჩის გუნდმა დაიწყო. ხორვატიაში დაწყებული ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველო იტალიასთან 5:22 განადგურდა. გასაგებია, ძლიერი მეტოქეა, მაგარი გუნდი, მაგრამ მაინც მტკივნეული მარცხია. ჯგუფში წინ კიდევ ორი მატჩია...

გიორგი უკან წავიდა
ჩანაწერი

გიორგი უკან წავიდა

„აიაქსი“ და „მეცი“ შეთანხმდნენ – გიორგი მიქაუტაძე ექვსთვიანი იჯარით, ფრანგულ კლუბში დაბრუნდება, – ინფორმაციას ამსტერდამელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს. შეთანხმების თანახმად, სეზონის ბოლოს „მეცს“ შეეძლება მიქაუტაძის ტრანსფერი გამოისყოდოს. 23 წლის თავდამსხმელს „აიაქსთან“ ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ზაფხულში „მეციდან“ „აიაქსში“ დაახლოებით 19 მილიონ ევროდ გადავიდა, მისი დებიუტი ამსტერდამში 2023 წლის 3 სექტემბერს...

ეს არის ფუფუნება
ჩანაწერი

ეს არის ფუფუნება

პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ აღიარა, რომ ხელიდან უშვებს შესაძლებლობას ითამაშოს არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის გვერდით, რომელიც ახლა ამერიკულ „ინტერ მაიამიშის“ ღირსებას იცავს. „მენატრება მესისთან თამაში. ჩემნაირი თავდამსხმელი, რომელსაც უყვარს სივრცის ათვისება, დარწმუნებულია, რომ ზუსტად მიიღებს ბურთს. ეს არის ფუფუნება, რომელიც მონიჭებაც მხოლოდ მას შეუძლია“, – ამბობს მბაპე. შეგახსენებთ, რომ მესიმ გასულ ზაფხულს...

სანჩო უკანა გზაზე
ჩანაწერი

სანჩო უკანა გზაზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო „დორტმუნდში“ იჯარით გადავა. კლუბები მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე არიან. მხარეები მხოლოდ გარიგების საბოლოო დეტალებზე უნდა შეთანხმდნენ. ამის შემდეგ 23 წლის ინგლისელი „დორტმუნდთან“ კონტრაქტს მოაწერს ხელს. სანჩო ბორუსიაში 2017-2021 წლებში უკვე თამაშობდა. სექტემბერში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტის გამო სანჩოს პირველ გუნდთან ვარჯიში აუკრძალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი ფეხბურთელის ბაზაზე...

ზაქარია ესტონეთში დაბრუნდა…
ჩანაწერი

ზაქარია ესტონეთში დაბრუნდა…

ზაქარია ბეგლარიშვილი კარიერას ესტონურ „ტრანს ნარვაში“ გააგრძელებს. 33 წლის ნახევარმცველი ბოლოს ეროვნულ ლიგაში „გაგრას“ ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს ბეგლარიშვილს უთამაშია რუსთავის „მეტალურგში“, „აიაქსის“ 19-წლამდელთა გუნდში, თბილისის „ლოკომოტივში“, „ფლორაში“ (ესტონეთი), „სიონში“, „ჰონვედში“ (უნგრეთი), „სეინაიოკში“ (ფინეთი), კტპ-ში (ფინეთი), „ლევადიასა“ (ესტონეთი) და „თურონში“ (უზბეკეთი). ბეგლარიშვილი საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრების წევრი იყო. ეროვნულ გუნდში კი ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა...

მოვიდა ჯიკიჩი…
ჩანაწერი

მოვიდა ჯიკიჩი…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს სერბი სპეციალისტი, ალექსანდარ ჯიკიჩი გაწვრთნის. 52 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2023 წლის ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონიც იერუსალიმის „ჰაპოელში“ დაიწყო, ებრაული კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და ახლა ის მხოლოდ საქართველოს ეროვნულ გუნდში იმუშავებს. ჯიკიჩის კონტრაქტი მომავალი, 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული: მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირს და რაღა თქმა უნდა,...