„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა მარკო როისმა ნაადრევად დატოვა გუნდის სავარჯიშო ბანაკი ესპანეთში, მარბელაში, იმის გამო, რომ მისი მეუღლე, სკარლეტ ჰარტმანი მალე შვილს გააჩენს. 34 წლის ფეხბურთელს უკვე ჰყავს ერთი შვილი. 2019 წელს როისს შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც ფრიდა დაარქვეს. მიმდინარე სეზონში „დორტმუნდის“ ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ხუთი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა....
წელი: 2024
რუსების წინააღმდეგ…
უკრაინის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა ფრანგ ჩინოვნიკებს თხოვნით მიმართეს, რომ არ დაუშვან რუსების მონაწილეობა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც პარიზში გაიმართება. წერილის ადრესტები იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, სპორტის მინისტრი ამელი უდეა-კასტერა, პარიზის მერი ანა იდალგო და 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები. 8 დეკემბერს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსი და ბელორუსი სპორტსმენებს პარიზის თამაშებზე...
ერთი მოგების იმედად
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ა დივიზიონის ჯგუფი სამი წაგებით დახურა. ბოლო მარცხი ბერძნებთან იყო – 9:18. ვიცით, რომ სამივე გუნდი – იტალია, უნგრეთი, საბერძნეთი ძალიან ძლიერია, მაგრამ საქართველო მათგან ძალიან შორს და სრულიად უშანსოდ იყო. და მაინც, არის ვარიანტი, რომ ჩვენი გუნდი ისევ საუკეთესო 8 გუნდში დარჩეს. საამისოდ, ერთი გამარჯვებაა საჭირო და სავარაუდო მეტოქე...
გერმანული ფეხბურთის სომბოლო წავიდა
მას კაიზერს ანუ მეფეს ეძახდნენ. ის იყო გერმანული საფეხბურთო მანქანის მწვერვალი. ის გახდა მსოფლიოს ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის ასევე მწვრთნელის რანგში. ის გახლდათ იმ „ბაიერნის” გული, რომელიც 1970-იანი წლების შუაში ევროპაში უპირობოდ დომინირებდა. მან ფეხბურთში ახალი ამპლუა შემოიტანა და შემდეგ აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ფეხბურთს პირველი დიდი ნაბიჯების გადადგმაში მიიღო მონაწილეობა. ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს ფრანც ბეკენბაუერი...
ნაპოლის რომელი ფეხბურთელი გამოტოვებს სუპერთასის შეხვედრებს?
იტალიის სუპერთასის თამაშები 18-22 იანვარს გაიმართება და ნეაპოლური საიტები იმედოვნებენ, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთვის” შემობრუნების წერტილი გახდება. „პარტენოპეელებმა” ახალი წლის წარმატებით დაწყება ვერ შეძლეს. ვალტერ მაცარის გუნდმა „ტორინოსთან” 0:3 წააგო, თან წაგებაც არის და წაგებაც, ფეხბურთელები სრულიად დემორალიზებულნი იყვნენ. მატჩის მსვლელობისას „გრანდე ტორინოზე” სტუმართა სექტორში შეკრებილმა გულშემატკივარმა თავის გუნდს ობსტრუქცია მოუწყო. საფინალო სასტვენის შემდეგ,...
სკუდეტოს მოპოვება დასაწყისი კი არა, დასასრული აღმოჩნდა
ოდესღაც „ნაპოლი” სასწაული გუნდი იყო — ჰარმონიული, ერთსულოვანი, ჯადოსნური. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს ქმნიდა, თან სიამოვნებას იღებდა როგორც შინ, ასევე სტუმრად. მას ტაშს უკრავდნენ და მოწინააღმდეგეთა ფანებიც კი აღიარებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც პროექტი მშვენიერი, საიმედო და ამაღელვებელია, ის ყველაზე მოქმედებს. ოღონდ ეს ოდესღაც იყო. თუმცა… ეს ოდესღაც ექვსი თვის წინ გახლდათ. დღეს კი...
ჯუზეპე ბერგომი: ეს ხომ გუნდი არ არის
„სქაი სპორტის” სტუდიაში „ტორინოსგან” 3:0 განადგურებულ „ნაპოლიზე” იმსჯელეს. „სქაი კალჩო კლუბის” წამყვანის ფაბიო კარესოს მიერ მიწვეულმა სტუმრებმა „აძურის” შესახებ თავიანთი აზრი გამოთქვეს. წარსულში ცნობილმა მცველმა ჯუზეპე ბერგომიმ თქვა: „მიმდინარე სეზონში „ნაპოლი” უბრალოდ გუნდი აღარ არის. გადახედეთ მათ შენაძენებს, ან ვისთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. რატომღაც ეგონათ, რომ კიმის შეცვლა ადვილი იქნებოდა, არადა ლოსანოს შეცვლაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა....
უსირცხვილო ინტერი
„ინტერმა” „ვერონას” 2:1 მოუგო და სერია A-ს პირველი წრის ჩემპიონი გახდა, მაგრამ იტალიური მედია ამ შეხვედრაში მსაჯის მიერ დაშვებულმა შეცდომამ შეაზანზარა. განსაკუთრებით აღშფოთდნენ „იუვენტუსის” მხარდამჭერი საიტები. TuttoJuve-მ სარედაქციო წერილით „ნერაძურის” მძლავრად შეუტია და დაწერა, რომ მილანელებს „ნახევარი-სკუდეტოს” მოპოვებაში მსაჯები დაეხმარნენ. „უსირცხვილო „ინტერი”. მორიგი გამარჯვება დახმარების წყალობით. მსაჯები და VAR ნახევარ-სკუდეტოს „ნარაძურის” ჩუქნიან” — წერის პორტალი...
ხუთი ნეაპოლელი საფრთხის წინაშეა
დღეს „ნაპოლი” ტურინში „ტორინოსთან” თამაშობს. სტატისტიკის თანახმად „აძური” იმ გუნდებს შორის არის, რომლებიც ხშირად არ ჯარიმდებიან, მაგრამ მისი ხუთი ფეხბურთელი მაინც რისკის წინაშე დგას — ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს. აქვე აღვნიშნოთ, რომ იტალიის ჩემპიონს შემდეგი თამაში შინ აქვს, 13 იანვარს „სალერნიტანას” მასპინძლობს. ზემოთ ხსენებული ხუთი ფეხბურთელი გახლავთ: იენს კაიუსტე, ჯოვანი დი ლორენცო,...
უკეთ წაგებული…
ხორვატიაში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი ბევრად უკეთ ითამაშა, მაგრამ ტიტულოვან უნგრეთის ეროვნულ გუნდთან ვერას გახდა – 11:15. ჩვენებმა პირველი მეოთხედი 2:5 წააგეს. დიდ შესვენებამდე სხვაობა კი ერთი ბურთითაც გაიზარდა. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ამის შემდეგ მოუმატა, მესამე მეოთხედში 6:4 იმარჯვა და სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ბურთიც ვერ...









