წელი: 2024

Home 2024
ტრაორე ფაქტობრივად ნეაპოლელია
ჩანაწერი

ტრაორე ფაქტობრივად ნეაპოლელია

„ნაპოლი” სატრანსფერო ბაზარში ახალ ფეხბურთელებს ეძებს. როგორც „სქაი სპორტი” ამბობს ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი, ვის მიმართაც იტალიის ჩემპიონმა გამორჩეული ინტერესი გამოამჟღავნა კოტ დ’ივუარელი ჰამედ ჟუნიორ ტრაორეა. ტელეკომპანიის ინფორმაციით „აძურიმ” იჯარასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო მოლაპარაკებები „ბორნმუთთან”. თავად ფეხბურთელი თანახმაა „მარადონაზე” გადაბარგდეს. ტრაორე 2000 წელს არის დაბადებული. ის შემტევი ნახევარმცველია, თუმცა შეუძლია თამდამსხმელადაც ითამაშოს. სხვადასხვა დროს გამოდიოდა „ემპოლისა”...

რა დგას კვარას აგენტის გამოხდომის უკან?
ჩანაწერი

რა დგას კვარას აგენტის გამოხდომის უკან?

ბოლო დღეებში ნეაპოლელთა ყურადღების ცენტრში ოსიმენისა და კვარაცხელიას ამბავი და მასთან დაკავშირებული კამათი მოექცა. უცნაურია, მაგრამ ლაპარაკია სწორედ იმ გოლების გამტან წყვილზე, რომელმაც გასულ სეზონში ვეზუვუსქვეშეთში სკუდეტო მოიტანა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ საკუთრივ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი არ შეინიშნება. სცენაზე არიან ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი და ვიქტორ ოსიმენი, რომელთაც დიდი ხმაური გამოიწვიეს. რა მოხდა – ჯუღელმა...

საქართველომ მოსაგები ვერ მოიგო
ჩანაწერი

საქართველომ მოსაგები ვერ მოიგო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პროგრამა მინიმუმი ვერ შეასრულა და საუკეთესო რვა გუნდს მიღმა დარჩა. მეოთხედფინალში გასასვლელი მატჩი დეიან სტანოიევიჩის გუნდმა რუმინეთთან 11:18 წააგო. მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც რუმინელებმა 5:1 მოიგეს, ხოლო დიდ შესვენებამდე უპირატესობა ექვს ბურთამდე გაზარდეს. საქართველოს ნაკრებს არაფერი გამოსდიოდა. განსაკუთრებით გვიჭირდა შეტევაში, მაშინაც კი, როდესაც მეტობაში ვიყავით. ვითარება არ...

ნიდერლანდებმა დებიუტი მოგვიგო
ჩანაწერი

ნიდერლანდებმა დებიუტი მოგვიგო

გერმანიაში ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და საქართველოს ნაკრების დებიუტიც შედგა. ვერ ვიტყვით, რომ წარმატებული, მაგრამ ნიდერლანდების ძლიერ ნაკრებთან მცირედით დამარცხდა – 29:34. ნიდერლანდელებმა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა და 4:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ თამაშს მთლიანად მეტოქე აკონტროლებდა და პირველი ტაიმი 19:12 მოიგო. შესვენების შემდეგ უპირატესობა 10 ბურთამდეც გაიზარდა, მაგრამ ტიტე კალანდაძის გუნდმა გაიბრძოლა, სხვაობა კი...

ოსიმენი იტალიაში დაბრუნდება თუ არა
ჩანაწერი

ოსიმენი იტალიაში დაბრუნდება თუ არა

„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ როგორც კი ვიქტორ ოსიმენი აფრიკის ერთა თასიდან იტალიაში დაბრუნდება „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოიწვევს თათბირს, რომლსაც ნიგერიელი ფორვარდი და ქართველი ხვიჩა კვარაცხელია დაესწრებიან. „აძურის” მეპატრონეს ეს შეხვედრა სასწრაფოდ სჭირდება, ვინაიდან კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის გამონათქვამმა სოციალურ ქსელებში ვნებათაღელვა გამოიწვია, რამაც იტალიური გაზეთის აზრით ისედაც კრიზისში მყოფი გუნდი შესაძლოა უარეს...

ოსიმენის აგენტი
ჩანაწერი

ოსიმენის აგენტი

„ნაპოლისთან” დაკავშირებულ საიტებს გუშინ მკაფიოდ გამოკვეთილი მთავარი თემა ჰქონდათ: მამუკა ჯუღელის გახმაურებული ნათქვამი ვიქტორ ოსიმენის შესახებ და ნიგერიელი ფეხბურთელის უხეში პასუხი. მოგვიანებით, საქმეში ოსიმენის აგენტი რობერტო კალენდაც ჩერთო, რომელმაც ჯუღელს მოუწოდა თავის საქმეს და კლიენტებს მიხედოს, სხვის შრომას კი პატივი სცეს. „გაძეტა ლედო სპორტმა” დაწერა, რომ ჯუღელი ოსიმენის ახალმა, მრავალმილიონიანმა კონტრაქტმა გააღიზიანა. მისი კლიენტის ხელფასი...

გიგზის შემდეგ ყველაზე ასაკოვანი
ჩანაწერი

გიგზის შემდეგ ყველაზე ასაკოვანი

„ჩელსის“ მცველი ტიაგუ სილვა (39 წლისა და 109 დღის) გახდა ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველის რაიან გიგზის შემდეგ (40 წელი და 39 დღე). 39 წლისა და 109 დღის სილვა მოედანზე „რივერსაიდის“ სტადიონზე გავიდა „მიდლსბროსთან“ მატჩში, რომელიც წინა დღეს გაიმართა. „ბორომ“ თამაში 21 წლის ნახევარმცველის ჰეიდენ...

რასინგ 92 – სრული სვლით
ჩანაწერი

რასინგ 92 – სრული სვლით

ნაახალწლევს ევროპაში სარაგბო ტოპ-ლიგებში მორიგი ტური შედგა, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში პირველი წრე დასრულდა. ტოპ 14 საფრანგეთისა და ევროპის უძლიერეს ლიგაში ლიდერი არ შეცვლილა: „რასინგ-92“-მა „კასტრს“ უმასპინძლა, რთულ ბრძოლაში 34:30 იმარჯვა, „შავი ლომის“ მომავალ მეტოქეს დაცვითი ბონუსი გაატანა, თუმცა ლელოები იმდენი გაიტანა, რომ პრემიალური ქულა თავადაც გამოიმუშავა, რამაც პარიზელთა სეზონური მონაგარი 12 ტურში 40 ქულას...

მორიგი უარი ნაპოლის
ჩანაწერი

მორიგი უარი ნაპოლის

პიოტრ ჟელინსკიმ „ნაპოლისთან” თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე კვლავ უარი თქვა. თავიდან მან ოთხწლიანი, წელიწადში 4 მილიონ ევროდ ღირებული კონტრაქტის გაფორმება არ ისურვა, შემდეგ კი სამი წლის განმავლობაში წელიწადში 5 მილიონის მიღებაზე თქვა უარი. მეორე ვარიანტში, პოლონელის გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი ევრო უნდა ჩაწერილიყო. როგორც ჩანს, ფეხბურთელს მიაჩნია, რომ „აძურისთან” მის თანამშრომლობას პერსპექტივა აღარ აქვს. როგორც ცნობილია, ბოლო...

ისტორიული ევროს მოლოდინში
ჩანაწერი

ისტორიული ევროს მოლოდინში

10 იანვარს ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული იქნება. ტიტე კალანდაძის გუნდი კონტინენტის უმთავრეს ფორუმზე პირველად ითამაშებს… გუნდმა რამდენიმე შეკრება უკვე გაიარა და გეზი გერმანიისკენ აიღო. გუნდმა რუმინეთი და სლოვენია მოიარა, სადაც ოთხი მატჩი გამართა და სამი მოიგო. ჩვენებმა რუმინეთში, „კარპატის თასზე“ ნახევარფინალში სლოვაკეთი დაამარცხეს და ფინალში მასპინძლებთან წააგეს, შემდეგ კი სლოვენიაში საუდის...