პიოტრ ჟელინსკიმ „ნაპოლისთან” თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე კვლავ უარი თქვა. თავიდან მან ოთხწლიანი, წელიწადში 4 მილიონ ევროდ ღირებული კონტრაქტის გაფორმება არ ისურვა, შემდეგ კი სამი წლის განმავლობაში წელიწადში 5 მილიონის მიღებაზე თქვა უარი. მეორე ვარიანტში, პოლონელის გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი ევრო უნდა ჩაწერილიყო. როგორც ჩანს, ფეხბურთელს მიაჩნია, რომ „აძურისთან” მის თანამშრომლობას პერსპექტივა აღარ აქვს.
როგორც ცნობილია, ბოლო თვეების განმავლობაში ჟელინსკის შეძენით „ინტერია” დაინტერესებული. ცნობილი გახდა „ნერაძურის” შეთავაზება: ოთხწლიანი თანამშრომლობა, რომელიც ხელფასად წელიწადში 4,5 მილიონ ევროს გულისხმობს. მოთამაშის მიერ „ნაპოლისთვის” ნათქვამმა მორიგმა უარმა მილანელებს იმედი გაუძლიერა. ახლა ისინი გადამწყვეტ შტურმს მოაწყობენ. მათი ერთ-ერთი ამოცანაა ნახევარმცველის გადაბირების საშუალება არ მისცენ „იუვენტუსს”, რომლის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი ჯერ კიდევ შარშან „აძურიში” მუშაობდა და რამდენადაც ცნობილია ბოლო პერიოდში ფეხბურთელის აგენტს რამდენჯერმე დაუკავშირდა კიდეც.
თუმცა „ინტერი” მაინც წინ არის. ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ფინალისტი „იუვენტუსზე” მეტ დაჟინებას იჩენს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
