გერმანიაში ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და საქართველოს ნაკრების დებიუტიც შედგა. ვერ ვიტყვით, რომ წარმატებული, მაგრამ ნიდერლანდების ძლიერ ნაკრებთან მცირედით დამარცხდა – 29:34.ნიდერლანდელებმა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა და 4:0 დაწინაურდნენ.
ამის შემდეგ თამაშს მთლიანად მეტოქე აკონტროლებდა და პირველი ტაიმი 19:12 მოიგო.
შესვენების შემდეგ უპირატესობა 10 ბურთამდეც გაიზარდა, მაგრამ ტიტე კალანდაძის გუნდმა გაიბრძოლა, სხვაობა კი შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარაფერი გაახერხა.
გეტყვით, რომ ჩვენს ჯგუფში შვედეთისა და ბოსნიის ნაკრებებიც არიან. საქართველოს ნაკრებს კი მორიგი მატჩი 13 იანვარს, შვედეთთან ექნებათ.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სარბიელი14/11/2026 | 23:05მორიგი მშრალი მარცხი
სიახლეები13/11/2026 | 21:58რამაზ სვანაძე – რთულ გზას გავდივართ და იმედია, ყველაფერს დავალაგებთ
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 16:38მამუს საუკეთესო მატჩი
სიახლეები09/11/2026 | 20:30რამაზ სვანაძე – ახალი გუნდის ფორმირება იწყება
