გიგზის შემდეგ ყველაზე ასაკოვანი

Home აქეთურ-იქითური გიგზის შემდეგ ყველაზე ასაკოვანი
გიგზის შემდეგ ყველაზე ასაკოვანი

„ჩელსის“ მცველი ტიაგუ სილვა (39 წლისა და 109 დღის) გახდა ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველის რაიან გიგზის შემდეგ (40 წელი და 39 დღე).

39 წლისა და 109 დღის სილვა მოედანზე „რივერსაიდის“ სტადიონზე გავიდა „მიდლსბროსთან“ მატჩში, რომელიც წინა დღეს გაიმართა. „ბორომ“ თამაში 21 წლის ნახევარმცველის ჰეიდენ რისის გოლით მოიგო. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 23 იანვარს ლონდონში გაიმართება.

სილვა „ჩელსიში“ 2020 წლიდან თამაშობს. კარიერის დასაწყისში ბრაზილიელი მცველი ისეთ გუნდებში ასპარეზობდა, როგორებიცაა „პარი სენ-ჟერმენი“, „მილანი“, „ფლუმინენსე“ და მოსკოვის „დინამო“. მიმდინარე სეზონში 39 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში 19 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

End of term report: Thiago Silva's 2020/21 | News | Official Site | Chelsea  Football Club

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.