„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა მარკო როისმა ნაადრევად დატოვა გუნდის სავარჯიშო ბანაკი ესპანეთში, მარბელაში, იმის გამო, რომ მისი მეუღლე, სკარლეტ ჰარტმანი მალე შვილს გააჩენს.
34 წლის ფეხბურთელს უკვე ჰყავს ერთი შვილი. 2019 წელს როისს შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც ფრიდა დაარქვეს.
მიმდინარე სეზონში „დორტმუნდის“ ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ხუთი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
