უკრაინის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა ფრანგ ჩინოვნიკებს თხოვნით მიმართეს, რომ არ დაუშვან რუსების მონაწილეობა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც პარიზში გაიმართება.
წერილის ადრესტები იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, სპორტის მინისტრი ამელი უდეა-კასტერა, პარიზის მერი ანა იდალგო და 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები.
8 დეკემბერს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსი და ბელორუსი სპორტსმენებს პარიზის თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით დაშვების შესახებ. შეჯიბრებაშიში მონაწილეობის უფლება მიეცემათ სპორტსმენებს, რომლებმაც მოიპოვეს ლიცენზიები საკუთარი სპორტის სახეობებში. თუმცა, რეკომენდაციები არ ვრცელდება გუნდურ სახეობებზე.
კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ექვსმა რუსმა და ხუთმა ბელორუსმა სპორტსმენმა ამ დროისთვის თამაშების ლიცენზია მიიღო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
