პარიზის ოლიმპიური თამაშები საქართველოს დელეგაციამ ვერცხლის მედლით დახურა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ფინალში (97 კგ) გივი მაჭარაშვილმა ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ ახმედ ტაჟუდინოვთან წააგო. ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, ჩვენებურის ილეთს მეტოქე კარგად დაუხვდა, ქართველი ფალავანი შებოჭვაზე დაიჭირა და ბრძოლის დაწყებიდან ერთ წუთში გაიმარჯვა. 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მონაგარი შვიდი მედალია: ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90...
ჭდე: პარიზი 2024
კიმმა გონება დაკარგა
სამხრეთკორეელი ტყვიის მსროლელი იე-ჯი კიმი პრეს-კონფერენციაზე უგონოდ დაეცა. ეს ამბავი პარიზიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იმსილში მოხდა. კიმმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ითქვა, რომ სპორტსმენი ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული გადაღლის გამო გაითიშა. ის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც გონს მოეგო. საინტერესოა, რომ კიმმა ოლიმპიადაზე ყურადღება უემოციო ქცევით მიიპყრო. მის მიმართ საზოგადოებამ ინტერესი ორიოდ თვის წინ, მაისშიც გამოიჩინა როდესაც ინტერნეტში...
პეტრიაშვილი ოქროსთვის იჭიდავებს
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მედალი გარანტირებული აქვს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ფინალშია და ოლიმპიადების ბრინჯაოსა და ვერცხლის პრიზიორი მესამე ცდაზე ოქროს მოპოვებას შეეცდება. პეტრიაშვილმა (125კგ) შეჯიბრება ბრწყინვალედ დაიწყო და უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკის 11:0 მოუგო. პირველ პერიოდში ქართველი ფალავანი მეტოქის პასიურობის გამო 1:0 დაწინაურდა. აი, მეორე პერიოდი კი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და 9:0 წაიყვანა,...
ამერიკელი ვარსკვლავის კოვიდიანი ბრინჯაო
სპრინტის ამერიკელი ვარსკვლავი ნოა ლაილსი 200 მეტრზე ფინალური გარბენის შემდეგ სარბენ ბილიკზე დაწვა და სამედიცინო დახმარება მოითხოვა. ის სარბიელიდან ეტლით გაიყვანეს. ლაილსმა 100 მეტრზე სირბილში მოგებულ ოქროს მეორე ოქრო ვერ შემატა, ბრინჯაოს დასჯერდა. მოგვიანებით ლაილსმა თქვა, რომ სამშაბათიდან კოვიდი სჭირს. ლაილსი: „სამშაბათს დილის 5 საათზე გამეღვიძა. თავს საშინლად ვგრძნობდი. მივხვდი, რომ ეს 100 მეტრზე სირბილის...
11 წლის ჩინელი ოლიმპიადაზე
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სკეიტბორდის ერთ-ერთ დისციპლინაში ჩინელმა ჩჟენ ჰაოჰაომ იასპარეზა. უცნაური, ცხადია, არაფერია, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ გოგონა მხოლოდ 11 წლისაა. ჰაოჰაო 2012 წლის 11 აგვისტოს, ლონდონის ოლიმპიადის დახურვის წინა დღეს დაიბადა. მართალია, ჩინელმა სპორტსმენმა 22 მონაწილეს შორის მე-18 შედეგი აჩვენა და ფინალში ვერ გავიდა, მაგრამ ლიცენზიის მოპოვებაც კი საინტერესო მოვლენაა. ისე კი ჩჟენი...
კინაღამ თავი ჩამოარტყა
BBC-ს კომენტატორმა, ვეტერანმა ბრიტანელმა კოშკიდან მხტომელმა ლეონ ტეილორმა პარიზი 2024-ის მსაჯებს „თავიანთი საქმის კეთებისკენ” მოუწოდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც იტალიელმა წყალში მხტომელმა მაია ბიჯინელიმ კოშკს კინაღამ თავი ჩამოარტყა. პარიზის საწყლოსნო ცენტრში შეკრებილ მაყურებელს შეძახილი აღმოხდა, როდესაც 21 წლის ბიჯინელიმ პლატფორმას სანტიმეტრებით ააცილა თავი. მისი სამნახევარი ბრუნი 3.2 სირთულისა იყო, მაგრამ შეიქმნა სპორტსმენის სიცოცხლის საფრთხე, რომელიც...
მოკრივე ქალთა სკანდალში კრემლი(ოვი)ს კვალი გამოჩნდა
კრივის დიდი შეფი კრის რობერტსი ოლიმპიადაზე აგორებულ სკანდალს გამოეხმაურა და საზოგადოებას სტრიქონებს შორის კითხვისკენ მოუწოდა. ლაპარაკია ალჟირელი და ტაივანელი მოკრივე ქალების იმანე ხელიფისა და ლინ იუ-ტინგის სქესის გამო ამტყდარ სკანდალზე. ორივე სპორტსმენს 18 თვის წინ სქესის ტესტი ჩაუვარდათ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი ისინი პარიზის თამაშებზე დაუშვა. ორგანიზაცია, რომელმაც ხელიფისა და ლინს ტესტი ჩაუტარა და დაადგინა,...
უდიდესი ფინალი ისტორიაში
მძლეოსნობის ამერიკელმა ვარსკვლავმა ნოა ლაილსმა 100 მეტრზე სირბილში ოლიმპიური ოქრო არნახულად მცირე 0.005 წამიანი უპირატესობით მოიგო. მსოფლიო პრესა პარიზულ გარბენს ოლიმპიადების ისტორიაში ერთ-ერთ უდიადესს უწოდებს. მას მერე, რაც ფინიშის ხაზი რვა მძლეოსანმა გადაკვეთა, დაიწყო ნერვიული ლოდინი. გამარჯვებულის ვინაობა ფოტო ფინიშს უნდა გაერკვია. საბოლოოდ გაირკვა, რომ გაიმარჯვა 27 წლის ფლორიდელმა, რომელმაც 100 მეტრი 9.79,784 წამში გაირბინა,...
ხელიფი: მე ქალი ვარ!
სკანდალურად ცნობილმა ოლიმპიელმა მოკრივემ, ალჟირელმა იმანე ხელიფმა ქალთა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მეოთხედფინალში უნგრელი ანა ლუკა ჰარმონი დაამარცხა და მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს. ხელიფი ის მოკრივეა, რომელმაც წინა მეტოქეს ანჯელა კარინის 46 წამში სძლია. კარინიმ ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ ასე ძლიერად მისთვის არასდროს დაურტყამთ, რამაც გამარჯვებულის სქესის საკითხი წამოჭრა. როგორც გაირკვა, ხელიფი ქალთა შარშანდელი...
საქართველოს გუნდური მარცხი
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს გუნდური ჩემპიონატის დღე დადგა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები შეჯიბრებას დასაწყისშივე გამოეთიშა – ლაშა გუჯეჯიანის გუნდი იტალიასთან 3:4 დამარცხდა. პირველი გამარჯვება ეთერ ლიპარტელიანმა (75 კგ) მოიპოვა; შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ეთერს ასკილაშვილმა (70 კგ) წააგეს; ანგარიში ლაშა ბექაურმა (90 კგ) გაათანაბრა; სოფიო სომხიშვილის (+70 კგ) მარცხის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამოვრჩით; მორიგი...









