სკანდალურად ცნობილმა ოლიმპიელმა მოკრივემ, ალჟირელმა იმანე ხელიფმა ქალთა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მეოთხედფინალში უნგრელი ანა ლუკა ჰარმონი დაამარცხა და მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს. ხელიფი ის მოკრივეა, რომელმაც წინა მეტოქეს ანჯელა კარინის 46 წამში სძლია. კარინიმ ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ ასე ძლიერად მისთვის არასდროს დაურტყამთ, რამაც გამარჯვებულის სქესის საკითხი წამოჭრა.
როგორც გაირკვა, ხელიფი ქალთა შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატიდან ტესტოსტერონის ტესტის გამო იყო დისკვალიფიცირებული იყო. მის ორგანიზში ტესტოსტერონის დონე ნორმას აღემატებოდა. ამის მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ალჟირელ სპორტსმენს პარიზში ასპარეზობის ნება დართო.
სოკის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა: „ჩვენ ქალთა კრივზე ვლაპარაკობთ. ჩვენ წინაშეა მოკრივე, რომლებიც ქალად დაიბადა, ქალად გაიზარდა და ქალის პასპორტი აქვს. ის ბევრი წლის განმავლობაში ასპარეზობდა როგორც ქალი. ქალობის ამაზე მკაფიო განმარტება არ არსებობს”.
ხელიფს პარიზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა ალჟირელმა ემიგრანტებმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს.
უნგრელ მეტოქესთან ბრძოლის შემდეგ ხელიფმა დაიყვირა: „მე ქალი ვარ!. ალჟირელმა რინგი ტირილით დატოვა.
საინტერესოა, რომ ბრძოლის წინ არც ჰამორის უცდია მეტოქისთვის თავის არიდება. მან თქვა: „არ მეშინია. არ მაინტერესებს რა ამბავი ატეხა პრესამ და რას წერენ სოციალურ ქსელებში. ის თუ კაცია და მე გავიმარჯვებ, მაშინ ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება კარიერაში”. თუმცა, ბრძოლის შემდეგ უნგრელმა ქსელებში გავრცელებული ფოტო დაპოსტა, რომელშიც ხელიფი კაცად არის გამოყვანილი. ალჟირის ოლიმპიურმა კომიტეტმა ჰამორის წინააღმდეგ ეთიკური ნორმების დარღვევისთვის იჩივლა.
ნახევარფინალში 7 აგვისტოს ის ტაილანდელ ჯანჯაემ სუვანაფენგს შეხვდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
