„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო „დორტმუნდში“ იჯარით გადავა. კლუბები მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე არიან. მხარეები მხოლოდ გარიგების საბოლოო დეტალებზე უნდა შეთანხმდნენ. ამის შემდეგ 23 წლის ინგლისელი „დორტმუნდთან“ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
სანჩო ბორუსიაში 2017-2021 წლებში უკვე თამაშობდა. სექტემბერში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტის გამო სანჩოს პირველ გუნდთან ვარჯიში აუკრძალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი ფეხბურთელის ბაზაზე დასაბრუნებლად მზად იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სანჩო მას და გუნდს ბოდიშს მოუხდიდა. სანჩომ ეს არ გააკეთა.
2023/24 წლების სეზონში ინგლისელმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ პრემიერ ლიგის 3 მატჩი ჩაატარა. მისი კონტრაქტი „მანჩესტერთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
