„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო „დორტმუნდში“ იჯარით გადავა. კლუბები მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე არიან. მხარეები მხოლოდ გარიგების საბოლოო დეტალებზე უნდა შეთანხმდნენ. ამის შემდეგ 23 წლის ინგლისელი „დორტმუნდთან“ კონტრაქტს მოაწერს ხელს. სანჩო ბორუსიაში 2017-2021 წლებში უკვე თამაშობდა. სექტემბერში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტის გამო სანჩოს პირველ გუნდთან ვარჯიში აუკრძალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი ფეხბურთელის ბაზაზე...
ჭდე: სანჩო
სანჩო მანჩესტერში ისევ ნულია
ზაფხულში „დორტმუნდან“ „მანჩესტერში” გადაბარგების შემდეგ ჯეიდონ სანჩო ჯერაც ვერაფრით გამოირჩა – მის ანგარიშზე 0 გოლი და 0 საგოლე გადაცემაა. არადა, სანჩომ მანკუნიანელთა მაისური უკვე 8-ჯერ მოირგო და აქდან 5-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო. ინფორმაციისთვის: „დორტმუნდის“ შემადგენლობაში ბოლო რვა შეხვედრაში მისი შედეგიანობა 5 გოლი და 5 საგოლე პასი იყო. აშკარაა, რომ 21 წლის ნახევარმცველმა ჯერ ალღო ვერ...
სანჩოს დღეები დაუთვალეს
„დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. მანკუნიანელებმა გერმანელებს კვირის ბოლომდე უნდა შეუთანხმონ კონტრაქტი არანაკლებ 77,4 მილიონ გირვანქაზე (90 მილიონ ევროზე). ჯეიდონ სანჩო ახალ კლუბში ბონუსების ჩათვლით კვირაში 250 ათას გირვანქაზე მეტს მიიღებს. 21 წლის ინგლისელი „დორტმუნდში“ 2017 წელს „სიტიდან“ გადავიდა და კონტრაქტის თანახმად, „ქალაქელებს“ ახალი კონტრაქტიდან სატრანფერო თანხის 15% ერგებათ. აქედან 8 მილიონი...
ერთი ფინალი. ორი რეკორდი
„დორტმუნდმა“ გერმანიის თასის ფინალში 4:1 დაამარცხა „ლაიფციგი“ და სეზონს მაჟორულ ნოტაზე ასრულებს. უკვე პირველ ტაიმში დუბლი მიითვალა დორტმუნდელთა განაპირა შემტევმა ჯეიდონ სანჩომ. აქამდე მასზე ახალგაზრდას თასის ფინალში დუბლი არავის შეუსრულებია. 21 წლის და 49 დღის სანჩო რეკორდის ავტორი კი შეიქნა, თუმცა სულ რაღაც ერთი საათით. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე დუბლი გაიფორმა სანჩოს თანაგუნდელმა ერლინგ...
სანჩო ინგლისს მიუახლოვდა
დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობამ სერიოზულად გადაწყვიტა ჯეიდონ სანჩოს გაყიდვა. ამის უმთავრესი მიზეზი თავად 20 წლის ინგლისელის სურვილია. სანჩოს ისეთ გუნდში სურს გადაბარგება, რომელიც მუდმივად ტიტულებისთვის იბრძოლებს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ფეხბურთელმა აშკარად უკლო და ძველებურად ეფექტური ვეღარ არის. მსურველ კლუბთა შორის „მანჩესტერი“ კი იყო, მაგრამ ინგლისელებს მოთხოვნილი 120 მილიონი გირვანქა ძალიან ეძვირათ და მოლაპარაკება ჩაიშალა. გერმანელებმა...
სანჩო ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდაა
საფეხბურთო ობსერვატორიამ (CIES) მსოფლიოს ყველაზე ღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა (2000 წელს შემდეგ დაბადებულები). საინტერესოა, რომ პირველი ორი ადგილი „დორტმუნდის“ ფეხბურთელებმა დაიკავეს. პირველ ადგილზე ინგლისელი ჯეიდონ სანჩოა. მისი ფასი 184 მილიონი გირვანქა გახლავთ. თითქმის მისი ნახევარი ფასი ღირს ჯეოდონის ნორვეგიელი თანაგუნდელი ერლინგ ჰოლანდი – 94 მილიონი. მესამეზე მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი როდრიგოა – 82 მილიონი, მეოთხეზე...





