საფეხბურთო ობსერვატორიამ (CIES) მსოფლიოს ყველაზე ღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა (2000 წელს შემდეგ დაბადებულები). საინტერესოა, რომ პირველი ორი ადგილი „დორტმუნდის“ ფეხბურთელებმა დაიკავეს.
პირველ ადგილზე ინგლისელი ჯეიდონ სანჩოა. მისი ფასი 184 მილიონი გირვანქა გახლავთ. თითქმის მისი ნახევარი ფასი ღირს ჯეოდონის ნორვეგიელი თანაგუნდელი ერლინგ ჰოლანდი – 94 მილიონი.
მესამეზე მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი როდრიგოა – 82 მილიონი, მეოთხეზე – ასევე რეალელი ბრაზილიელი ვინისიუსი – 69 მილინი, მეხუთეზე – „ჩელსის“ ინგლისელი კალუმ ჰადსონ-ოდოი, რომელმაც ახლახან კორონავირუსი გადაიტანა. მისი ღირებულება 67 მილიონია.
ათეულის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი კი „რენის“ ედუარდუ კამავინგაა, რომელსაც 18 წელი მხოლოდ ნოემბეში შეუსრულდება.
პირველი ათეული ასე გამოიყურება:
ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) – 184 მილიონი გირვანქა- ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი) – 94
- როდრიგო (მადრიდის რეალი) – 82
- ვინისიუსი (მადრიდის რეალი) – 69
- კალუმ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი) – 67
- ფერან ტორესი (ვალენსია) – 51
- ედუარდუ კამავინგა (რენი) – 49
- მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი) – 47
- ფილ ფოდენი (სიტი) – 47
- მოიზე კინი (ევერტონი) – 43
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
