ბოლო დღეებში ვიქტორ ოსიმენის თემა გააქტიურდა. ნიგერიელი რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლის’’ საკუთრებაა, მაგრამ „გალათასარაიში’’ თამაშობს, შესანიშნავ ფორმაშია ― თურქეთის სუპერლიგისა და ევროლიგის 15 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.
ოსიმენის შეძენა ბევრ გუნდს სურს. ამბობენ, რომ მას „ნაპოლი’’ ზაფხულში გაყიდის, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, საკითხი ახლა, იანვრის სატრანსფერო ბაზარზეც რომ წამოწიონ. transfermarkt -ის თანახმად ოსიმენის ფასი 75 მილიონი ევროა. მისი კარიერის მაქსიმალური ფასი 120 მილიონი ევრო იყო.
ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო’’ წერს: „ოსიმენის აგენტი რობერტო კალენდა „ნაპოლის’’ შეფებს აფრთხილებს, რომ ძალიან მალე შესაძლოა სიახლეები გაიგონ. ნიგერიელის შესაძენად მზად არიან „პარი სენ ჟერმენი’’ და „მანჩესტერ იუნაიტედი’’, რომლებიც რეალური სატრანსფერო თანხის 75 მილიონის გადახდას აპირებენ. პარიზელებმა შეიძლება ფულთან ერთაად ნეაპოლელებს სლოვაკი მილან შკრინიარი შესთავაზონ, რომლის ფასიც 9 მილიონი ევროა, მაგრამ ეს თანხა „ნაპოლის’’ ძველ მოთხოვნებთან შედარებით ძალიან მცირეა’’.
სატრანსფერო საქმეთა ექსპერტი საშა ტოვალიერი კი თავის გვერდზე წერს: „არ არის გამორიცხული, რომ „მანჩესტერ იუნაიტედიდან’’ მარკუს რეშფორდის წასვლის შემდეგ ინგლისურმა კლუბმა მის შემცვლელად ვიქტორ ოსიმენი მიიყვანოს. პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს 75 მილიონი ევროს იმედი უნდა ჰქონდეს’’.
ოსიმენმა 22 დეკემბერს „ქაისერისფორთან’’ შეხვედრაში ორი გოლი შეაგდო. თამაში დამთავრდა „გალათასარაის’’ გამარჯვებით 5:1.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
