„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტამბოლში, „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა გაბონელმა მარიო ლემინამ. მეორე ტაიმში გუნდებს VAR-მა თითო გოლი არ ჩაუთვალა, მასპინძლებს ოფსაიდის, ხოლო სტუმრებს ხელით თამაშის მიზეზით. სამშაბათს, 18 მარტს ბოლო ოთხ წელიწადში პირველად მეოთხედფინალში გასასვლელად მერსისაიდელებმა თურქულ გუნდს საპასუხო შეხვედრაში ორგოლიანი სხვაობით უნდა მოუგონ. ეს გახლდათ არნე სლოტის მეასე...
ჭდე: გალათასარაი
როგორც მოსალოდნელი იყო
შედგა გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში. როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს ნაკრების მეკარეს შანსი ალისონ ბეკერის ტრავმის წყალობით გამოუჩნდა. სხვა შემთხვევაში ამთავითვე ლეგენდად გამოცხადებულ ბრაზილიელს არავინ შეცვლიდა და გიორგის ინგლისის რომელიმე თასის მორიგი შეხვედრის ლოდინი მოუწევდა. მამარდაშვილის დებიუტი შედგა იმ შეხვედრაში, რომელიც მერსისაიდელებმა წააგეს – სტამბოლში, „გალათასარაისთან’’ (0:1) – და რომელშიც საკუთარი მცველების მიერ მიგორებული ბურთების...
ოსიმენი საბოლოოდ სტამბოლელი გახდება
ვიქტორ ოსიმენისა და „ნაპოლის’’ საგა ნამდვილ დასასრულს მიუახლოვდა: „გალათასარაი’’ ნეაპოლელებთან ბოლო დეტალებსღა ათანხმებს. როგორც იტალიური საიტები წერენ, კლუბებმა საერთო ენა გამონახეს როგორც სატრანსფერო თანხის გადახდის მეთოდთან ასევე გახმაურებულ ანტი-იტალიურ პუნქტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თუ სტამბოლელები ნიგერიელს სადმე გაყიდიან, თანხის 10 პროცენტს აურელიო დე ლაურენტისის კლუბი მიიღებს. დადგინდა, რომ „გალათასარაის’’ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი საუკეთესო პარტნიორი 75...
დე ლაურენტისის ანტიიტალიური იდეები
„ნაპოლისა’’ და „გალათასარაის’’ შორის ვაჭრობა დასასრულს უახლოვდება. ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც „სტადიო მარადონაზე’’ თამაშის დროს ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო პარტნიორი იყო და მის ტყუპისცალსაც კი ეძახდნენ როგორც ჩანს სტამბოლში დარჩება. ფორვარდს ნათქვამი ჰქონდა, რომ კარიერის გაგრძელება თურქეთში უნდოდა, სადაც მან უკვე მიაღწია წარმატებას, ქვეყნის ჩემპიონი გახდა. Calciomercato მოლაპარაკებების დეტალებზე წერს. ის ხაზს უსვამს, თუ რა...
ოსიმენს გალათასარაიში დარჩენა მონდომებია
26 წლის ვიქტორ ოსიმენს კარიერის უმნიშვნელოვანესი მომენტი უდგას. ნიგერიელს ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის სახელი დაიმკვიდროს, მაგრამ ვერა და ვერ უპოვია ნავსაყუდელი. ჯერ იყო და ევროპული კარიერა გერმანულ „ვოლფსბურგში’’ დაიწყო, საიდანაც ბელგიურ „შარლერუაში’’ თავიდან იჯარით, შემდეგ კი სრულფასოვანი კონტრაქტით გადაბარგდა. იქიდან ფრანგულ ლიგა 1-ში, კერძოდ „ლილში’’ წავიდა, სადაც ერთი სეზონი დაჰყო...
სტამბოლის ორი დიდი კლუბი ჟორჟისთვის ქიშპობს
ფინანსური პრობლემების წინაშე მდგომ „ლიონს’’ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს. ყველაზე აქტიურად ქართველ თავდამსხმელზე ჟორჟ მიქაუტაძეზე ლაპარაკობენ. „ლიონს’’ ერთ კვირაში ეცოდინება რა ბედი ეწია მის აპელაციას ანუ დატოვებენ ლიგა 1-ში თუ მომდევნო სეზონს ლიგა 2-ში გაატარებს. როგორც ფრანგული მედია წერს, იმ შემთხვევაშიც კი თუ კლუბს ლიგა 1-ში დატოვებენ, მას საქმე კარგად არ ექნება ― რონისპირელებს ქამრების შემოჭერა...
რა მოხდება თუ ნაპოლი ოსიმენს არ გაყიდის?
ვიქტორ ოსიმენი სეზონის’’ ბოლოს „გალათასარაის’’ დატოვებს. ნიგერიელს ახალი გამოცდილება სჭირდება და მისი დონის ფეხბურთელისთვის ეს გასაკვირი არც არის. მოგეხსენებათ ოსიმენი ჯერ კიდევ „ნაპოლის’’ საკუთრებაა. ამ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2026 წელს გაუდის. „პარტენოპეელებმა’’ თავდამსხმელი ამ ზაფხულს უნდა გაყიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფულს დაკარგავენ. ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა. კონტრაქტის თანახმად „აძურისა’’ და ნიგერიელს შეუძლიათ თანამშრომლობა...
ჟოზე გადარეული
სულ გაგიჟდა ბერიკაცი. „ფენერბაჰჩეს’’ 62 წლის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ „გალათასარაის’’ მწვრთნელ ოქან ბურუქს ცხვირზე ხელი მოუჭირა. საინტერესო იყო ბურუქის რეაქციაც. პორტუგალიელს პასუხი კი არ გასცა, ფეხბურთელივით მოედანზე გაგორდა და კოტრიალი დაიწყო. სტამბოლის გუნდები ერთმანეთს თურქეთის თასის მეოთხედფინალში შეხვდნენ. მოურუნიუს გუნდი დამარცხდა -1:2. ორივე გოლი პირველ ტაიმში ვიქტორ ოსიმენმა გაუტანა. შესვენების წინ „ფენერმა’’ სხვაობის შემცირება მოახერხა....
ოსიმენის 95 პროცენტი
ვიქტორ ოსიმენს თურქეთში დიდებული სეზონი აქვს. „გალათასარაის’’ თავდამსხმელმა სუპერლიგაში 19 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი ჩააწოდა. ევროლიგაზე მან 7 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი მიითვალა ― დიდებული შედეგია. სეზონის ბოლოს ნიგერიელი ვარსკვლავი შეეცდება მის მფლობელ კლუბს „ნაპოლის’’ შეუთანხმდეს და ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე მისთვის სასურველ კლუბში გააყიდინოს თავი....
დე ლაურენტისი: გალათასარაის უთხარით, იყიდოს!
2023 წლის მიწურულს ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა და „ნაპოლის’’ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა საერთო ენა გამონახეს და სკუდეტოთი დამშვენებული სეზონის აღსანიშნავად წელიწადში 11 მილიონ ევროიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმებას თან ახლდა პირობა, რომ სეზონის ბოლოს კლუბი ოსიმენს სხვაგან გადასვლის ნებას მისცემდა. თავის მხრივ ფორვარდი დე ლაურენტისს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი ევროს ჩაეწერაზე დაყაბულდა....









