ბოლო დღეებში ვიქტორ ოსიმენის თემა გააქტიურდა. ნიგერიელი რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლის’’ საკუთრებაა, მაგრამ „გალათასარაიში’’ თამაშობს, შესანიშნავ ფორმაშია ― თურქეთის სუპერლიგისა და ევროლიგის 15 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. ოსიმენის შეძენა ბევრ გუნდს სურს. ამბობენ, რომ მას „ნაპოლი’’ ზაფხულში გაყიდის, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, საკითხი ახლა, იანვრის სატრანსფერო ბაზარზეც რომ წამოწიონ. transfermarkt -ის თანახმად ოსიმენის ფასი...
ჭდე: გალათასარაი
ოსიმენმა ახალი ფანატიკოსები იშოვა
ვიქტორ ოსიმენი იჯარით „გალათასარაიში” ითამაშებს. ნიგერიელის ხელფასს მთლიანად თურქული კლუბი გადაიხდის. ვაზუსტებთ: ფეხბურთელი ხელზე წელიწადში დაახლოებით 11 მილიონ ევროს იღებდა, მაგრამ კლუბს ის დაქვითვების გათვალისწინებით 22 მილიონი უჯდებოდა. ტრანსფერის იდეა უბრალო დამთხვევამ, მაურო იკარდის ტრავმამ გააჩინა. არგენტინელი ერთი თვე ვერ ითამაშებს და სტამბოლელებმა გამოსავალი მოძებნეს. ოსიმენი „ნაპოლის” ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს არ სჭირდებოდა, რადგან მას...
ნდომბელე ფეხბურთელს აღარ ჰგავდა
გახსოვთ ფრანგი ნახევარმცველი ტანგუ ნდომბელე? ის გასულ სეზონში „ნაპოლის” ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, გუნდთან ერთად სკუდეტო მოიგო. მართალია, ნდომბელე თერთმეტ კაცში იშვიათად ხვდებოდა, მაგრამ შეცვლაზე ხშირად შედიოდა და ჯამში 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, სეზონის ბოლოს „პარტენოპეელებმა” საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი არ დაიტოვეს და „ტოტენჰემ ჰოთსფურს” დაუბრუნეს. გაირკვა, რომ ის აღარც ლონდონელებს სდომებიათ. შედეგად, ნდომბელემ...
ნაპოლის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი
ვინ არ იცის ბელგიელი დრის მერტენსი, რომელიც ცხრა წელიწადი „ნაპოლიში” თამაშობდა და ამ ზაფხულს „გალათასარაიში” გადავიდა. DAZN-თან ინტერვიუში 35 წლის თავდამსხმელმა თქვა: „სტამბოლი დიდებული ქალაქია. მართალია, მე და ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ ვეძებთ სახლს, მაგრამ აქ ჩამოსვლა უთუოდ დიდი თავგადასავალია. ძალიან დიდ კლუბში მოვხვდი. არც კი ვიცოდი „გალათასარაის” ამხელა ისტორია თუ ჰქონდა. ერთ დილას ჩემმა...
თანაგუნდელი მატჩისას გალახა
საფეხბურთო მოედნებზე რა აღარ მომხდარა და რას არ შევსწრებივართ… წუხელ, თურქეთის ჩემპიონატის პირველ ტურში დებიუტანტმა „გირესუნსპორმა“ შინ „გალათასარაისთან“ 0:2 დათმო. მეორე ტაიმის მსვლელობისას სტუმართა ბრაზილიელ მცველ მარკაო ტეიშეირასა და ამავე გუნდის ნახევარმცველ ქერემ აქტურქოღლუს შორის კონფლიქტი მოხდა. თურქმა ბრაზილიელს ანიშნა გაჩუმდიო, პასუხად კი თავით და მუშტით რამდენიმე დარტყმა მიიღო. შეხვედრის არბიტრმა მარკაო დაუყოვნებლივ გააძევა. მისი...
ორმაგი მოტეხილობის ფასად
მეკარეობა სახიფათო საქმეა და მუდმივად ტრავმასაშიში. თურქული „გალათასარაისა“ და ურუგვაის ნაკრების კარის დარაჯის ფერნანდო მუსლერას ამბავმა ამაში ერთხელაც დაგვარწმუნა. თურქეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში სტამბოლელები წუხელ „რიზესფორს“ ხვდებოდნენ. მე-14 წუთი მიმდინარეობდა, როცა მუსლერა მეტოქის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბურთზე თამამად გამოვიდა, მოიგერია კიდეც, მაგრამ… მეტოქის ფორვარდი მილან შკოდა მეტისმეტად უხეშად შეეჯახა მეკარეს. ურუგვაელმა განწირულად იყვირა. საჭირო...
ბალოტელი ბრეშას დატოვებს
„ბრეშას“ გადარეული შემტევი, მარიო ბალოტელი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მშობლიურ კლუბს დატოვებს. მშობლიურს იმიტომ, რომ „ბალო“ სწორედ ამ ქალაქშია დაბადებული და დედამისი დღესაც იქ ცხოვრობს. იტალიური მედია წერს, რომ მარიოთი ორი კლუბი: თურქული „გალათასარაი“ და ბრაზილიური „ვასკუ და გამა“ ყოფილან დაინტერესული და მის აგენტ მინო რაიოლასთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ბალოტელი „ბრეშაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა ფრანგული „მარსელიდან“...
როდრიგო, როდრიგო, როდრიგო
ბრაზილიაში მას „ო რაიოს” ანუ ელვას ეძახიან. და მართლაც, 18 წლის როდრიგო გოეშმა გუშინ სამშობლოდან შორს, ესპანეთის დედაქალაქშიც დაამტკიცა, რომ ელვაა — ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „გალათასარაის” კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა. „რეალმა” სტამბოლელებს 6:0 მოუგო. მერედა, როგორი ჰეთ-თრიქი იყო არ იკითხავთ? როდრიგომ ერთი გოლი მარცხენა ფეხით შეაგდო, ერთი მარჯვენათი და ერთიც თავურით. ამრიგად, ბრაზილიელი „რეალის” ისტორიაში გახდა...
ხვალ აზარს ფინალი აქვს
ედენ აზარი დიდი ზეწოლის ქვეშაა. ბელგიელმა ხვალ, სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგაში, „გალათასარაის” წინააღმდეგ კარგად უნდა ითამაშოს. ესპანურ გაზეთებს მოთმინების ფიალა აევსოთ. მათ აღარ შეუძლიათ „ლოს ბლანკოსის” შემადგენლობაში „ჩელსის” ყოფილი ვარსკვლავის ბაჯბაჯის ცქერა. „მარკამ” დაწერა, აზარი „რეალში” ჯილდოების მოსაგებად გადმოიყვანეს და დროა ფხა გამოიღოსო. გაზეთმა „გალათასარაისთან” შეხვედრას მისთვის ფინალი უწოდა. A ჯგუფში მადრიდელთა მდგომარეობა მართლაც მძიმეა. ორი...








