ორმაგი მოტეხილობის ფასად

Home კატეგორიის გარეშე ორმაგი მოტეხილობის ფასად
ორმაგი მოტეხილობის ფასად
მეკარეობა სახიფათო საქმეა და მუდმივად ტრავმასაშიში. თურქული „გალათასარაისა“ და ურუგვაის ნაკრების კარის დარაჯის ფერნანდო მუსლერას ამბავმა ამაში ერთხელაც დაგვარწმუნა.
თურქეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში სტამბოლელები წუხელ „რიზესფორს“ ხვდებოდნენ. მე-14 წუთი მიმდინარეობდა, როცა მუსლერა მეტოქის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბურთზე თამამად გამოვიდა, მოიგერია კიდეც, მაგრამ… მეტოქის ფორვარდი მილან შკოდა მეტისმეტად უხეშად შეეჯახა მეკარეს. ურუგვაელმა განწირულად იყვირა. საჭირო გახდა მისი სასწრაფოდ ჰოსპიტალიზება. ექიმები გაოცებულები დარჩნენ: მუსლერას ერთდროულად ტერფის და წვივის ძვლების მოტეხილობა აქვს და იმაზე საუბარი, როდის დაუბრუნდება მოედანს, ნაადრევია.
მუსლერას შეცვლის შემდეგ „გალათასარაიმ“ ორი უპასუხო გოლი გაუშვა და დამარცხდა.
გალათასარაის" მეკარემ უმძიმესი ...

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".