რევაზ გიგაურმა კარიერა დაასრულა

Home კატეგორიის გარეშე რევაზ გიგაურმა კარიერა დაასრულა
რევაზ გიგაურმა კარიერა დაასრულა

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა რევაზ გიგაურმა, „ნიცაში“ გატარებული 4 სეზონის შემდეგ მორაგბის კარიერა დაასრულა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ის გუნდში ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე დარჩება და აკადემიაში, ასევე სკოლებთან იმუშავებს.

36 წლის ვეტერანს სხვადასხვა დროს „მონლუსონში“, „მასიში“, „ფიჟაკში“ უთამაშია. 2006-2015 წლებში გიგაურმა საქართველოს ნაკრების მაისურით 39 მატჩი ჩაატარა (2 ლელო). ის 2007 და 2011 წლების მსოფლიო თასის მონაწილეა.

No description available.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.