ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად „ნიცასთან“ 1:4 დამარცხდა და ლიგა 2-ში დარჩა. „ნიცამ“ ლიგა 1-ში შეინარჩუნა ადგილი. პირველი მატჩი „ჟოფრუა გიშარზე“ 0:0 დამთავრდა. ნიცელებმა ერთი კვირის წინანდელთან შედარებით თავი გაცილებით უკეთ წარმოაჩინეს, რაშიც ელიე ვაის დაბრუნებამ შეუწყოთ ხელი. კოტ დ’ივუარელმა ორი გოლი გაიტანა. „სენტ ეტიენს“ ცუდად არ უთამაშია, მაგრამ „მწვანეებს“ უმაღლეს დივიზიონში...
ჭდე: ნიცა
ხვიჩას უიღბლო დღე
„პარი სენ ჟერმენის’’ წარმატებული კვირა ლიგა 1-ის 27-ე ტურში „ნიცას’’ 4:0 ძლევით დასრულდა. ასეთ შეხვედრებზე შეიძლება თქმა, რომ გამარჯვებულ გუნდს ოფლი არ გამოსვლია ― პარიზელები ცხრილის სათავეში დარჩნენ და მდევარ „ლანსს’’ ძველებურად ერთი ქულით უსწრებენ. ერთადერთი, რაზეც ქართველ გულშემატკივარს ამ შეხვედრაში გული დასწყდა ხვიჩა კვარაცხელიას უიღბლობაა. პსჟ-ს ვარსკვლავს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი ხან...
ლუის ენრიკე არტეტასთვის მინიშნების მიცემას არ აპირებს
„პარი სენ ჟერმენმა’’ საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი იწვნია. ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ლუის ენრიკეს გუნდი „ნიცამ’’ დაამარცხა ― 3:1. მატჩის შემდეგ მასპინძლეთა ესპანელმა მწვრთნელმა თქვა, რომ შეშფოთებული არ არის. გთავაზობთ, პრესკონფერენციის ამონარიდებს. – როგორ გრძნობთ თავს დამარცხების შემდეგ? – უპირველეს ყოვლისა მინდა „ნიცას’’ გამარჯვება მივულოცო. მათი ეფექტურობა 100%-ს უდრიდა. პირველ...
პარიზის საპოვნელად დარჩა ოთხი დღე
„პარი სენ ჟერმენის’’ დაუმარცხებელი სეზონი არ შედგა. როგორც „პარიზიენი’’ წერს გუნდის მიმართ ეჭვები გაჩნდა, თან ყველაზე ცუდ მომენტში. ლუის ენრიკეს ფეხბურთელები არ ელოდნენ, რომ 25 აპრილს „პარკ დე პრენსს’’ ამდენი პრობლემით დამძიმებულები დატოვებდნენ. ეს იყო მეორე მარცხი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან’’ 2:3-ის შემდეგ ― ოთხი თამაშიდან ორი წაგება. დანარჩენი ორი შეხვედრა, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის...
ფარდობითობის თეორია ანუ ხვიჩა დღეს ალბათ თადარიგში იქნება
„პარი სენ ჟერმენმა’’ ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად 5 აპრილს გაიფორმა ― მეცემეტედ გახდა საფრანგეთის საუკეთესო გუნდი. მას მერე ლუის ენრიკეს ერთადერთი ამოცანა აქვს, ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუმცა პორტალ maxifoot-ის აზრით ესპანელი მწვრთნელი ლიგა 1-ის შეხვედრებში როტაციას დიდად არ მიმართავს და მხოლოდ შიგადაშიგ ასვენებს წამყვან ფეხბურთელთა ჯგუფს. სამშაბათს პსჟ-ს ლონდონში, „ემირეით სტედიუმზე’’ „არსენალთან’’ აქვს ჩემპიონთა...
ჟიუსტ ფონტენი გარდაიცვალა
ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი ჟიუსტ ფონტენი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფონტენი საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 1953-1960 წლებში თამაშობდა. მას ეკუთვნის რეკორდი ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით. 1958 წლის მონდიალზე ფონტენმა 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ჯამში ეროვნულ ნაკრებში მან 21 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის „ნიცასა“ და „რეიმსში“ თამაშობდა. ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი...
ლესტერი ოდისეასს მიადგა
„ლესტერი,“ დიდი ალბათობით, „ბენფიკას“ მეკარეს, ოდისეას ვლახოდიმოსს გადაიბირებს. „მელიები“ 28 წლის ბერძენ კარის დარაჯში კასპერ შმეიხელის შემცვლელს ხედავენ. 11-წლიანი ლესტერული კარიერის შემდეგ ხომ, დანიელი ფრანგულ „ნიცაში“ გადავიდა. ვლახოდიმოსი ლესტერშირელთა მათავარი სატრანსფერო სამიზნეა. თუმცა, თუ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, ისინი „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას ალექს მერეტის თაობაზე დაელაპარაკებიან. გასულ სეზონში ვლახოდიმოსმა „ბენფიკას“ მაისურით ჯამში 48 შეხვედრაში ითამაშა და 51...
მესი ნეიმარის ნომრით
„პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლისას ლიონელ მესიმ სათავისოდ 30-ე ნომერი აირჩია და საფრანგეთის ჩემპიონატშიც ამ ნომრით თამაშობს. თუ ამას თამაში ჰქვია, 12 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ამჯერად კი, ქვეყნის თასის მერვედფინალურ მატჩში „ნიცას“ წინააღმდეგ (რომელიც პარიზელებმა პენალტების სერიაში წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ), არგენტინელი 10-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა მიდორზე. მაგრამ ვერც ამჯერად გაიტანა. ნომრის მაგიამ ვერ უშველა. „ბარსელონაში“...
არადა, ანსუ კინაღამ ნიცაში გადავიდა
კატალონიაში ანსუ ფატიზე ამბობენ, რომ „ბარსელონას“ ლეგენდაც კი შეიძლება გახდეს, მაგრამ 2018 წელს, ის კინაღამ „ნიცაში“ გადავიდა. ფატი მეტად ახალგაზრდაა, 31 ოქტომბერს 19 წლისა ხდება. არადა მას „ბარსაში“ უკვე ხვდა წილად უდიდესი პატივი — ლეო მესის 10 ნომერი გადასცეს. ანსუმ გასულ სეზონში ძალიან კარგად დაიწყო თამაში, მაგრამ ბედმა უმუხთლა, დაშავდა და ათი თვე გაუცდა. რაც...
დიდი ჩხუბი ნიცაში
საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩი ძველ მოქიშპეებს, „ნიცასა“ და „მარსელს“ შორის ჩაიშალა. მიზეზი: მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან მოედანზე ბოთლების და სხვა ნივთების სროლა დაიწყეს, რასაც მოჰყვა აყალ-მაყალი ფეხბურთელების, დირექტორატის წევრების, კლუბის თანამშრომლების და ცხადია თავად ჭკუიდან გადასული ფანების მონაწილეობით. შეხვედრა ბოლოსკენ მიდიოდა, როდესაც „მარსელის“ ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს ზურგში კარსუკანა ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი მოხვდა. პაიე ჯერ, როგორც ფეხბურთელებს...









